უსმან დემბელე “ბარსელონას” გამოსასყიდი თანხის გადახდის გზით არ დატოვებს. ამ ინფორმაციას რამდენიმე ესპანური წყარო ავრცელებს.
ცნობილია, რომ ფრანგ შემტევს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა სურს. უსმანს შეუძლია, პარიზელებს საკუთარი კონტრაქტი 50 მილიონ ევროდ გამოასყიდვინოს, ამ თანხის ნახევარი მას შეხვდება, “ბარსას” კი მხოლოდ 25 მილიონი ევრო დარჩება. თუმცა დემბელეს “ბლაუგრანასთვის” პირობა აქვს მიცემული, რომ ამ 50-მილიონიან პუნქტს არ გამოიყენებს. ეს პუნქტი მოქმედი დღეის ჩათვლითაა, ხვალიდან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე გაიზრდება, სატრანსფერო თანხიდან მისი პროცენტული წილი კი შემცირდება.
COPE-ს ჟურნალისტი ელენა კონდისი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დემბელემ გადაწყვიტა, რომ “ბარსელონას” ცუდად არ დაემშვიდობოს. ამ მიზნის მისაღწევად ის საკუთარი კონტრაქტის დღეს გამოსყიდვაზე უარს აცხადებს.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Marca-ც. მადრიდული გამოცემის ცნობით დემბელეს გარემოცვამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ 50-მილიონიან პუნქტს არ აამოქმედებს.
დიდი ალბათობით “ბარსელონა” და “პარი სენ-ჟერმენი” მოლაპარაკებებს დაიწყებენ და შეთანხმების შემთხვევაში “ბლაუგრანას” იმაზე გაცილებით მეტი თანხა შეხვდება, ვიდრე დემბელეს პსჟ-ში დღეს გადასვლის შემთხვევაში შეხვდებოდა.
Yochag dembuz, es is ishviati shemtxvevaa roca tvini gamoiyene <3
ეს თუ სიმართლეა მალადეც ძმაო! წარმატებებს გისურვებ მაშინ პსჟში.
კაცური საქციელია ამის მხრიდან.
მის სურათს დავაყენებ საიტზე ხანგრაძლივი წლებით თუ სიმართლეა😀უნდა წავიდეს ოღონდ🙃
7-8 საათიც მოვითმინოთ რაღა დარჩა 😀
Magrad gvawyobs ase tu moxda. Prosta erti temaa. Imena chven vuwyobt xels mbapes realshi gadasvlas,Imena chven.karoche ra… Kaia amashi misi wilis garda sufta 70-75 mainc ro dagvrches ukve magar pontshi vart.egreve bernando daitrion da esec da mbapec damawyda ager.plus canselos ijara,an is fresneda,aba frimpongis da vandersonis fuli amat ar aqvt. Is chveni gazrdili arnau martinesic sheidzleba. Mokled zeda chamotvlilebidan erti marjvena flangistvis uechvelad gvinda da plus bernando.
მის სურათს დავაყენებ საიტზე ხანგრაძლივი წლებით თუ სიმართლეა😀უნდა წავიდეს ოღონდ🙃
ეს თუმართალია და ესე მოხდა უდიდესი პატივისცემა დემებელეს 25 მილიონზე თუ მართლა იტყვის უარს კლუბის გამო სამაგალითო საქციელი იქნება.