უსმან დემბელეს შეცვლის 12 კანდიდატი

უსმან დემბელეს შეცვლის 12 კანდიდატი

ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ უსმან დემბელე “ბარსელონაში” დარჩეს. დღეს ან მომდევნო თვეში ფრანგი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენის” წევრი გახდება.

თუ დემბელე პსჟ-ში დღეს გადავა, “ბარსას” მხოლოდ 25 მილიონი ევრო შეხვდება. თუ ტრანსფერი აგვისტოში შედგება, სატრანსფერო თანხა “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში “ბლაუგრანას” ბიუჯეტი მინიმუმ 50 მილიონი ევროთი შეივსება.

კატალონიური Sport გვთავაზობს იმ 11 ფეხბურთელის სიას, რომლებმაც, შესაძლოა, “ბარსელონაში” დემბელე შეცვალონ. აქ საუბარია არა იმაზე, თუ ვის განიხილავს ამჟამად “ბარსა”, არამედ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც კატალონიურ კლუბს ბოლო თვეებში დაუკავშირეს და რომლებიც დემბელეს შემცვლელებად Sport-ის აზრით გამოდგებიან.

იმ შემთხვევაში, თუ დემბელე “ბარსელონას” დატოვებს, ტრანსფერიდან მიღებული თანხის გარდა კლუბი წლიურად დაახლოებით 16 მილიონ ევროს დაზოგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის მხრივ “ბლაუგრანას” მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თუ კატალონიელებმა ამჟამად არსებულ ფინანსურ შეზღუდვებს თავი დააღწიეს, მაშინ მათ საშუალება ექნებათ, დემბელეს შემცვლელში იმაზე მეტი თანხა გადაიხადონ, ვიდრე თავად მიიღებენ ფრანგის ტრანსფერიდან.

უსმან დემბელეს შეცვლის კანდიდატები Sport-ის ვერსიით (ფეხბურთელის ღირებულება მითითებულია Transfermarkt-ს მიხედვით):

  • ბერნარდუ სილვა, მანჩესტერ სიტი, 80 მილიონი ევრო;
  • ჯოვანი რეინა, დორტმუნდი, 25 მილიონი ევრო;
  • გაბრი ვეიგა, სელტა, 30 მილიონი ევრო;
  • ლეროი სანე, ბაიერნი, 65 მილიონი ევრო;
  • ფედერიკო კიეზა, იუვენტუსი, 40 მილიონი ევრო;
  • ჯოვანი ლო სელსო, ტოტენჰემი, 14 მილიონი ევრო;
  • ფლორიან ვირცი, ლევერკუზენი, 85 მილიონი ევრო;
  • იანიკ კარასკო, ატლეტიკო, 25 მილიონი ევრო;
  • აბდე ეზალზული;
  • ალექს ბაენა, ვილიარეალი, 20 მილიონი ევრო;
  • ჟოაუ ფელიში, ატლეტიკო, 50 მილიონი ევრო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (24)

  • ნიკა ჯაფარიძე_2
    01 აგვ 2023, 09:15

    ნეიმარი ხალხნო ნეიმარი ცოტას მაინც გაგვიხარებს გულს

  • ♠️Spookyfy♠️
    31 ივლ 2023, 17:01

    Bernando da virts ro gvyavdes yvelas wamovixevdit. Erti mainc dagvxatavs. Virci magradd mevaseba,imena oqro bichia.

  • nika 54
    31 ივლ 2023, 16:59

    მოკლედ დემბელე წავიდეს და ფული ავიღოთ, მაგაზე დებილი არა მგონია ვინმე იყოს კიდევ, თან სეზონის ნახევარი ტრამვის მოშუშებაში მისდის.

  • Rick Sanchez
    31 ივლ 2023, 15:43

    ციტატა: Barca for life
    თუ ბერნარდუს განვადების ვარიანტი გაიჩითა (როგორც ტორესზე ვქენით), მაშინ დემბელეს კისერიც უტეხია, მერე ზამთარში როკესაც დავიმატებთ და მშვენიერი შეტევა გვეყოლება, იქეთა ზაფხულში ფატის-ტორესს- რაფინიას გავაჯმეინებთ და ასე მგონია რომ ხვიჩაზე უნდა გაიწიონ თან ხელფასი 2 მილიონი ექნება და მარტივად დავიმატებთ.
    ამრიგად 1 წლის მერე შეტევაში გვეყოლება: ლევანა, ბერნარდო, როკე, ხვიჩა, ლოპესი..

    პ.ს. დემბელეს აბდეც უნდა მიყვეს ერთი 30 მილიონად, ბეტისს და ინგლისურ კლუბებს უნდათო, ხოდა გამოდის რომ 55 მილიონს ვიშოვით, პლუს ხელფასის სახით დემბელეს 24 მილიონიც დაიზოგება (აბდეს 300კ აქვს)
    ლენგლეს და დესტს ერთად 10ად მაინც გავყიდით, ხოლო ხელფასის სახით 36 მილიონი გამონთავისუფლდება.
    – ანუ ჯამში ტრანსფერებიდან 65 მილიონი გაკეთდება ხოლო ხელფასის სახით 60 მილიონი დაიზოგება.
    ხოდა მოკლედ სილვას განვადებით მოყვანა რეალური მგონია..და ეგრე თუ მოხდა ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფს


    ვაკვირდები შენს კომენტარებს და არარეალურ რიცხვებს იგონებ. სად წერია რომ დემბელეს 24 მილიონს უხდის ბარსა? 16 მილიონიო წერია თვითონ ამავე სტატიაში. ან ვინ იხდის აბდეში 30 მილიონს? რატომ გგონია რომ ხვიჩა ბარსაში გადმოვა ან ხელფასი 2 მილიონზე მეტი არ ექნება შემდეგ სეზონებში? ან მაგის ფულს საიდან იშოვის კლუბი? ფატი და ტორესი ვინმეს რომ უნდოდეს გაყიდიდნენ წელსვე, თუ იქით წელს მოუნდა ვინმეს მათი ყიდვა ან 10 მილიონად ან კიდე იმის ხარჯზე რომ მომატებული ექნებათ და კარგ სეზონს დადებენ. თუ მოუმატებენ რაღატო უნდა გაყიდონ? ან რაფინიასაც თუ ყიდი 4 შემტევის იმედად როგორ რჩები? როდესაც ამ ოთხი შემტევიდან 1 ნახევარმცველია (სილვა) და მეორე 36 წლის ლევანდოვსკი, რომელიც კაცმა არ იცის რა ფორმაში იქნება და თავისუფლად შეიძლება არაბეთში გაყიდონ.
    ამიტომ სანამ ამ ანალიზსს დაიწყებ ხოლმე კარგად დააზუსტე ინფორმაცია და განჭვრიტე ლოგიკურად მოვლენები.