“ბარსელონა” უსმან დემბელეს ტრანსფერთან დაკავშირებით “პარი სენ-ჟერმენთან” მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური Sport ავრცელებს.
26 წლის ფრანგი შემტევის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა. ეს პუნქტი დღეის ჩათვლითაა მოქმედი, ხვალიდან კი უსმანის გამოსყიდვა 100 მილიონი ევრო ეღირება.
ცნობილია, რომ “პარი სენ-ჟერმენი” დემბელეს დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული და ბოლო საათებში გავრცელებული ცნობებით ფრანგმა შემტევმა სამშობლოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. თუმცა უსმანს სურს, რომ “ბარსელონადან” ცუდად არ წავიდეს და მან თავის აგენტებს დაავალა, შეთანხმება სამმხრივი იყოს – თანხმობა განაცხადოს “ბარსელონამაც”.
კატალონიური მედიის ცნობით ამ ეტაპზე “ბარსა” პსჟ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ თუ პარიზელებს დემბელეს დამატება სურთ, მათ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადონ. რატომ ურჩევნია “პარი სენ-ჟერმენს” “ბარსელონასთან” შეთანხმება? როდესაც ერთი კლუბი სხვა კლუბის ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას იხდის, როგორც წესი ამ კლუბებს შორის ურთიერთობა ფუჭდება, რადგან ტრანსფერი ერთ-ერთი მათგანის ნების საწინააღმდეგოდ შედგა. ასე მოხდა 6 წლის წინ, როდესაც პსჟ-მ ნეიმარის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა იმის გამო, რომ “ბარსა” მოლაპარაკებებს არ დასთანხმდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ფრანგული კლუბის მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკე დაინიშნა, პარიზელებმა კატალონიელებთან ურთიერთობის გამოსწორება გადაწყვიტეს.
მსგავსი სიტუაცია იყო 2013 წელს, როდესაც ტიაგო ალკანტარამ “ბარსელონას” დატოვება გადაწყვიტა. ესპანელი შემტევი “ბაიერნში” გადავიდა, რომლის ახალი მწვრთნელიც პეპ გვარდიოლა იყო. მიუნხენელებს შეეძლოთ, ტიაგოს გამოსასყიდი თანხა გადაეხადათ, მაგრამ კატალონიელებთან ურთიერთობის გაფუჭებას ამჯობინეს, რამდენიმე მილიონი ევროთი მეტი გადაეხადათ და “ბარსას” 25 მილიონზე მოურიგდნენ.
ცნობილია, რომ თუ პსჟ დემბელეს დღეს დამატებას ვერ მოახერხებს და ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება, კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და “ბარსელონასთან” მოლაპარაკებას კვლავ შეეცდება. შესაძლოა, “ბლაუგრანა” ამ შემთხვევაში მოლაპარაკებას დასთანხმდეს.
ხელმძღვანელობას რომ რამის შნო ქონდეს ნეიმარში გაუცვლიდა მარა ვინ მოგვცა მაგის ბედი ჩვენ
ნეიმარში რო გაცვალონ, ნეიმარმა ხელფასი უნდა შეიმციროს თანაც საკმაოდ და შეიძლება ტებასმა აქაც იგივე მოიგონოს მინიმუმ 50% წინა ხელფასიდან. ნეიმარს კი 30 მილიონამდე ქონდა. 15 მილიონს მივცემთ ჩვენ ხელფასს?
კარგად ვერ გავიგე, აგვისტოდან 100 მილიონიდან აღარ ეკუთვნით წილი აგენტებს?
იასნა რა მოლაპარაკებები უნდათ დადონ 100 მილიონი თუ არა და ნახჰაუზენ მოლაპარაკებრბი არა ტოლმა
ხელმძღვანელობას რომ რამის შნო ქონდეს ნეიმარში გაუცვლიდა მარა ვინ მოგვცა მაგის ბედი ჩვენ
Da neymaris xelfass gavwvdebit sheni azrit?
ხელმძღვანელობას რომ რამის შნო ქონდეს ნეიმარში გაუცვლიდა მარა ვინ მოგვცა მაგის ბედი ჩვენ
ხელმძღვანელობას რომ რამის შნო ქონდეს ნეიმარში გაუცვლიდა მარა ვინ მოგვცა მაგის ბედი ჩვენ
ორი წლის წინ კალთები დააგლიჯეს ამ ტექნიკურ ნაგავს, ოღონდ დარჩენილიყო და წავდნენ მის პირობებზე. აბა რატომ არის კნტრაქტი ასეთ უაზრო პუნქტი? 01 აგვისტომდე 50 მლნ და ნახევარი ამ ინვალიდს? იმიტომ რომ ბარსას სატრანსფერო პილიტიკა არც ბართომეოს დროს ვარგოდა და არც ეხლა. ყველა ვისაც არ ეზარება აფარჩაკებს ბარსას და დიდ ფულებს აწერს. არც სწორი შერჩევა შეძლიათ, არც მოლაპარაკებები და არც თავის პრინციპების გატანა… ესეთი რამე პირველია? ალბათ მე-100. ვერაფრით ვერ მომინელებია გრიზმანთან დაკავშირებით, ატლეტიკოს მხრიდან ჭკვიანურად გათამაშებული სპექტაკლი… ნეიმარის დაკარგვა… სუარეის გაგდება, ლეოს დაკარგვა…. და ასე შემდეგ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. დაშვებულია ძალიან ბევრი შეცდომა როგორც ყიდვსას, ასევე გაყიდვისას…. და ეს საგა გრძელდება….
Griezzy7,
სიამაყის თემა უფრო იჩითება თორე დემბელეს უფასოდაც გავატანდი მე პირადად😀პსჟ იმდენი <<ცენზურის დარღვევა>>ობა გაგვკითა,რომ ასე მარტივად ვერ უნდა წაიყვანონ 50 მილიონად
ეს ამბულენს კაცი შეუფუთეთ და ისე გაატანეთ, ოღონდ მხოლოდ 100 მილიონად, პსჟ-ს არცკი უნდა მოელაპარაკოს არავინ! სულ ამის ქებაში ვიყავი და ტიპი სრულ ჭკუაზე ვერარის… შეუფუთეთ 🫶🏻
აუ დემბელეში თუ 100 მილიონი ავიღეთ საღოლ ძმაო 🤣 მე 50 მილიონადაც თანახმა ვარ, ოღონდ ეგ აღარ დავინახო გუნდში და მგონია რომ აყვავდება გუნდი. ეგ რო ჩვენ გუნდშია მგონია რომ წყევლა ადევს გუნდს და ვერასდროს ვერაფერს მოვიგებთ ღირებულს.