ხავი მარტინესი: ბარსელონასგან შემოთავაზება მქონდა

ხავი მარტინესი: ბარსელონასგან შემოთავაზება მქონდა

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი და “ყატარის” ამჟამინდელი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი “ბარსელონასთან” დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს:

შემოთავაზებები “ბარსელონასგან,” “რეალისა” და ინგლისური კლუბებისგან მქონდა, მაგრამ “ბაიერნის” წინადადება, სპორტული კუთხით, უკეთესი იყო, ეკონომიკურად კი ამ შემოთავაზებებს შორის დიდი სხვაობა არ ყოფილა. ბარსას ბუსკეტსი ჰყავდა და ვიფიქრე: “აქ რა უნდა გავაკეთო?”

სოციალურ მედიაში ბუსკეტსის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს, რაც სისულელეა. თუ ესპანეთის ნაკრებსა და ბლაუგრანაში ბუსის ადგილი არ არის, მაშინ მის პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელი არ არსებობს. ყველა გეტყვით, რომ სერხიო მანქანაა. ეროვნულ გუნდში ისეთი კონტროლით თამაში, როგორსაც “ფურია როხა” აჩვენებდა, გასაოცარი იყო. ბუსკეტსთან ერთად ყველა ვითარდება.

პიკე კაპიტანია, რომელიც ყველაფერს პირდაპირ გეუბნება. ის ყველაფერს კარგად აკეთებს, რადგან 2 ბურთი აქვს და სახეს გაჩვენებს.

დესტი შეტევაში ცუდი არ არის, თუმცა, დაცვით ასპექტში, ალბათ ასეა. ისიც უნდა ითქვას, რომ მას არ ჰყავდა მწვრთნელი, რომელიც პროგრესში დაეხმარებოდა. 1 წლით სერჟინიო დიეგო სიმეონესთან ამუშავეთ და შედეგსაც ნახავთ.

ნიკო შესანისნავი მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის კარგად მოქმედებს. როცა გონსალესი ფიზიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

ფრენკი დე იონგის მიერ ბარსაში ჩატარებული სეზონები ისეთი არ ყოფილა, როგორსაც ელოდნენ. კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, მას გავყიდდი – ჩავის ნიდერლანდელის დახმარება შეუძლია, მაგრამ მას გავი, ნიკო და პედრი ჰყავს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    20 იან 2022, 01:54

    2 ბურთში ფეხებშუა ბურთები იგულისხმა?

  • EL MAESTRO 6
    19 იან 2022, 22:09

    ცოტა უცნაური რაღაცეები უთქვამს( ცუდი არა) მაგრამ ძირითადად ასეთ რამეებს ფიქრობენ და არ ამბობენ

  • MARI=BARCA-fan
    19 იან 2022, 21:19

    მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი გუშინ RAC1-ის ჟურნალისტ ჟერარ რომეროს გადაცემის სტუმარი გახლდათ.

    საუბრისას ისინი "ბარსელონასაც" შეეხნენ, რაზეც მარტინესმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "როცა გყავს ნიკო, გავი, ანსუ, ფერან ტორესი, არაუხო… შემდეგ უმატებ რამდენიმე ვარსკვლავს… ფრთხილად იყავით! უფრთხილდით იმას, რასაც "ბარსა" აშენებს.

    გესმით რამდენად დიდებულია თქვენი მომავალი? ნიკო აბსოლუტურად ბრუტალურია. ის ყველაფერს კარგად აკეთებს. როცა ნიკო თავის სტამინას გააუმჯობესებს, რადგან ის მალე იღლება, იგი მთლიანად გასაოცარი იქნება." – თქვა მარტინესმა.

    სხვათა შორის, როცა ესპანელი "ბლაუგრანაზე" საუბრობდა, რომერომ მას შემდეგი რამ უთხრა: "ჰოლანდი. შენი მეგობარი ჰოლანდი მიდის იქ." ამაზე ხავიმ თავი დააქნია.
    =============
    … ეს ინტერვიუა, ცოტა სხვანაირი თარგმანით!
    ბოლო მაგარიააა!!!!!