workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს კოლიადო ბარსას 2.7 მილიონ ევროს უთმობს

ალექს კოლიადო ბარსას 2.7 მილიონ ევროს უთმობს

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არაა, მაგრამ ცნობილია, რომ ალექს კოლიადო “ბარსელონადან” “ბეტისში” უფასოდ გადადის.

ესპანელ შემტევს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ კატალონიელებმა მაინც გადაწყვიტეს, მას გუნდის უფასოდ დატოვების უფლება მისცენ. მიზეზი ისაა, რომ ასე კატალონიელები 2.7 მილიონ ევროს დაზოგავენ.

Cadena SER-ის ცნობით კოლიადო თანახმაა, მომდევნო სეზონის ხელფასიდან და არსებული დავალიანებიდან “ბარსელონას” 2/3 დაუთმოს, რაც ჯამში 2.7 მილიონი ევრო გამოდის. 24 წლის ფეხბურთელის ეს საქციელი “ბარსას” სახელფასო ხარჯის გამოთავისუფლების საშუალებას მისცემს, რაც ახალწვეულების დარეგისტრირებაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • me da barca
    schedule 20 ივლ 2023, 00:23
    #7

    გროშებს დავსდევთ ჯოხით

  • Rick Sanchez
    schedule 18 ივლ 2023, 22:15
    #6

    დასაფასებელია ეს საქციელი იმის გათვალისწინებით როგორ არასწორად მოექცა ბარსა ამ ბიჭს.

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2023, 19:25
    #5

    მოკლედ მათხოვრად იქცა გუნდი რა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 18 ივლ 2023, 17:01
    #4

    Oqro bichi,warmatebebi💙❤️

  • nikusha
    schedule 18 ივლ 2023, 10:24
    #3

    ციტატა: El Clasico
    ვარჯიშზე ვინც არ გამოცხადებულა იმ ფეხბურთელებზე რა ისმის იწყება უკვე ტურნე მალე: შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ხულოიან არაუხო, დეიონგი, კესი, აბდე, დემბელე, ლევანდოვსკი


    ზოგი დღეს ანახლებს ზოგიც 20ში. კესის გარდა როგორც ვრცელდება ინფო არ მიემგზავრება

  • El Clasico
    schedule 18 ივლ 2023, 10:20
    #2

    ვარჯიშზე ვინც არ გამოცხადებულა იმ ფეხბურთელებზე რა ისმის იწყება უკვე ტურნე მალე: შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ხულიან არაუხო, დეიონგი, კესი, აბდე, დემბელე, ლევანდოვსკი

  • Pirat❤️💙
    schedule 18 ივლ 2023, 10:18
    #1

    არადა კუმანს რო შანსი მიეცა კარგი 10 იანი გვეყოლებოდა ახლა