ვიტორ როკეს “ბარსელონაში” გადმოსვლას კლუბების მიერ ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებაღა აკლია.
ცნობილია, რომ 18 წლის ფეხბურთელში “ბარსელონა” 30 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 31 მილიონი ბონუსების სახითაა გათვალისწინებული, ხოლო თუ “ბლაუგრანა” როკეს 61 მილიონ ევროზე ძვირად გაყიდის, “ატლეტიკო პარანაენსეს” სატრანსფერო თანხის 20% შეხვდება.
Sport-ის ცნობით ვიტორ როკეს ტრანსფერზე მატეუ ალემანიმ ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა, რის შედეგადაც მივიღეთ ტრანსფერი, რომელშიც “ბარსელონა” მაქსიმუმ 45 მილიონ ევროს გადაიხდის.
“ატლეტიკო პარანაენსე” ვიტორ როკეში თავიდანვე 45 მილიონ ევროს ითხოვდა – 35 მილიონი ფიქსირებული და 10 მილიონი ბონუსები. კლუბები ფეხბურთელის ფასზე დაახლოებით 3 კვირის წინ შეთანხმდნენ.
თუმცა მას შემდეგ ის შეიცვალა, რომ ბრაზილიელთა აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდრე მატოსს გაუჩნდა ამბიცია, ვიტორ როკეს ტრანსფერი ფურცელზე ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ყოფილიყო. ვინაიდან კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი ენდრიკი “პალმეირასიდან” “რეალ მადრიდში” 60 მილიონ ევროდ გადადის (35 მილიონი ფიქსირებული და 25 მილიონი ბონუსები), “პალმეირასის” ყოფილ აღმასრულებელს, ალექსანდრე მატოსს სურდა, რომ ვიტორ როკეს ტრანსფერის ფასი 61 მილიონი ევრო ყოფილიყო.
მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ როკეს ტრანსფერის ფიქსირებული თანხა 30 მილიონი ევრო იქნებოდა და მას “ბარსა” 4 ნაწილად გადაიხდიდა, ბონუსები კი 31 მილიონი ევროთი განისაზღვრა. თუმცა Sport-ის მტკიცებით ბონუსებით გათვალისწინებული პირობების სრულად შესრულება თითქმის შეუძლებელია, ისინი მხოლოდ ფურცელზე იქნება დაფიქსირებული, რეალურად კი “ბლაუგრანა” დაახლოებით 45 მილიონს გადაიხდის – 30 მილიონი ფიქსირებული და 15 მილიონი ბონუსები.
როგორც ჩანს, ალექსანდრე მატოსს ნეიმარის ტრანსფერის შესახებ არაფერი სმენია. 2013 წელს ბრაზილიელი “სანტოსიდან” “ბარსელონაში” 88 მილიონ ევროდ გადმოვიდა.
რეალირად ეს კრიზისი გამოიწვია ბართომეის მიერ გასროლილ თანხებმა და დანიშნულმა ხელფასებმა.1-2 წელში გუნდს ვერ შექმნი ეს ბარსელონა თავიდან იყო შესაქმნელი.მგონი კიდე ვერ ხვდება ზოგი რამხელა ძ.ნერში იყო გუნდი ბოლო წლები.ვის არუნდა გუნდმა იფრინის?ხავის?ლაპოეტას?ალემანს?ამდენი ნეგატივო და ამდეჯი აგრესია უსამართლობაა.ძვირი ტრანსფერი ბრაზილიისთვის და არა ჩვენთვის
ეს ბავშვი ისევ ჰაერში კიდია არა? არც კონტრაქტი არც რეგისტრაცია, თურმე ყველაზე ძვირ ტრანსფერს ვაკეთებთ(როცა გუნდი ყელამდე "იმაშია") და ამ ყველაზე "ძვირ" ფეხბურთელს ვერ გამოვიყენებთ კიდევ 6 თვე. ასეთი გაუგებრობა კლუბის გარშემო არ მახსენდება საერთოდ. მესი ყოფილა ყველაფრის გამფუჭებელი, თურმე დიდ ხელფასს იხდიდა ბარსა, ოღონდ ამატებენ კი ბატონო ლეოს დახმარებით მოგებაც მეტი იყო და ხელფასზე დიდი მოგება შემოქონდაო. მერე სულ ეგეთი ფეხბურთელები მოგეყვანათ რო თავისი ხელფასი პატიოსნად გამოემუშავებინათ არ შეიძლებოდა? ძალიან ძნელი სეზონი გველოდება და იმედია კატასტროფა არ იქნება.(ბოლო-ბოლო ფერანა გვყავს სასტავში
)
ამდენი იმიტომ იჩალიჩეს, რომ ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებულო ტრანსფერი ყოფილიყო?
კარგია . იმედია გაამართლებს. კი ცენტრია მაგრამ კრაიზე ნეტა ვერ გაქაჩავს ?