“ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე აცხადებს, რომ პეპ გვარდიოლას “ბარსა” ამავე მწვრთნელის “მანჩესტერ სიტის” აუცილებლად დაამარცხებდა.
ტურე “ბარსელონაში” 2007-2010 წლებში თამაშობდა და 2008/09 წლების სეზონში მან გვარდიოლას ხელმძღვანელობით ტრებლი მოიგო. “ბარსადან” იაია “სიტიში” გადავიდა, სადაც 8 წელი დაჰყო.
Daily Mail-თან ინტერვიუს დროს დასმულ კითხვას, პეპ გვარდიოლას რომელი გუნდი მოიგებდა, ტრებლის მომგები “ბარსა”, თუ ტრებლის მომგები “სიტი”, იაია ტურე ასე პასუხობს:
დაამარცხებდა თუ არა გვარდიოლას “ბარსელონა” ტრებლის მომგებ “სიტის”? რთული იქნებოდა, მაგრამ იმ გუნდით, იმ ვარსკვლავების ნაკრებით და შესანიშნავი ფეხბურთელებით, ვფიქრობ, 100%-ით დაამარცხებდა.
წარმოიდგინეთ 26-27 წლის ინიესტა, 27 წლის ჩავი… ეს ფეხბურთელები იმ დროს დაუჯერებელ დონეზე იყვნენ.
მართლაც იმ ბარსელონას ალბათ ენრიკეს ბარსა დაუდგებოდა, ნეიმარით გაძლიერებული.
ამას ბარსა აგდებულად ერთხელაც არ უხსენებია და მიმაჩნია, რომ ბარსა უფრო უყვარს, ვიდრე სიტი. ია ია კაი კაცია.
ძალიან მარტივად გადაუვლიდნენ, დაჟე მაშინდელ მანჩესტერთანაც ძაან გაუჭირდებოდა დღევანდელ სიტის
შეჭამდა
ის ბარსა ერთ-ერთ საუკეთესო რეალის ვერსიას ბრდღვნიდა შუაზე და 5-0ებს ახევდა თავზე, ხოდა ეს სიტი ჯერ მარტო იმ რეალთან ვერ მივა და ბარსა რას უზამდა ხო წარმომიდგენია.
დე ბრუინი მაგრა მევასება მარა ხავი ინიესტა დაღეჭავდნენ და გადმოაფურთხებდნენ. ჰოლანდი ბურთს 2 ჯერ შეეხებოდა. იმ ბარსას საერთოდ ვერაფერი დაუდგებოდა წინ, ვერც რეალის და ვერც ბაიერნის ნებისმიერი ვერსია აიღე. ერთადერთი ვინც პეპის 2011 წლის ბარსას გაუქაჩავდა ისევ ბარსაა ენრიკესი 2015 წლის 😁 მესი ინი ბუსი და პიკე მეორდებიან პროსტა
Daamarcxebda kiara gavxsnidit shuaze
იაიას გაშვებას ვერ ვპატიობ დღემდე გვარდიოლას ვერც ბარსადან და ვერც სიტიდან…