გუშინ ბრაზილიის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ატლეტიკო პარანაენსე” და “პალმეირასი” დაუპირისპირდნენ.
მასპინძელ გუნდში თამაშობს ვიტორ როკე, რომლის “ბარსელონაში” ტრანსფერიც გადაწყვეტილია. სტუმარ გუნდში კი ირიცხება ენდრიკი, რომელიც 2024 წელს “რეალ მადრიდს” შეუერთდება.
18 წლის ვიტორ როკესა და 16 წლის ენრიკის დაპირისპირება საინტერესო გამოდგა და თავი ორივე მათგანმა გამოიჩინა. როკემაც და ენდრიკმაც თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და გოლი გაიტანა, თუმცა როკემ მეტოქეს წითელი ბარათიც აკიდა, ენდრიკმა კი მის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ თამაში 2-2 დასრულდა.
უკვე ხსენებულის გარდა ვიტორ როკემ თავი 3 Key პასით (პასი, რომელსაც კარში დარტყმა მოჰყვა), 9 მოგებული ორთაბრძოლითა და 5 შედეგიანი დრიბლინგით გამოიჩინა. ბოლო ორი მაჩვენებელი ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.
ვიტორ როკეს ბოლო 5 თამაშში უკვე 6 გატანილი გოლი დაუგროვდა.
მართლა სუას სტილია ტყუილად არ ეძახიან
იმ ენდრიკმაც კარგი ბურთი გაიტანა.
იმედია ელ კლასიკოებშიც ასეთი დაპირისპირება ექნება ამ ორს და ერთმანეთს დაჭამენ პიჩიჩისთვის ბრძოლაში
Aqedanve michenili aqvs adgili bachiasatvis! D
მაგარი ბიჭია