workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიკაილ ფაიმ სხვა გრანდების შემოთავაზებები არცკი განიხილა

მიკაილ ფაიმ სხვა გრანდების შემოთავაზებები არცკი განიხილა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 2019 წელს გამართული 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის  შემდეგ (რომელზეც ის მხოლოდ 15 წლის იყო), “ბარსელონას” ახალწვეულის, მიკაილ ფაის შეძენით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მცველს “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლაიფციგი”, “მილანი” და “დორტმუნდი” მეტ თანხას სთავაზობდნენ, როდესაც სენეგალელი “ბარსას” რადარზე გამოჩნდა, მან თავის აგენტს უთხრა, რომ “ბარსელონას” გარდა სხვა ვარიანტები არც განეხილა. ფაის ისიც კი არ სურდა, რომ აგენტს “ბლაუგრანას” შეთავაზების გაუმჯობესება ეცადა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიკაილმა ჟოან ლაპორტას, მატეუ ალემანისა და დეკუს მადლობა გადაუხადა, რომ ოცნების ასრულების შანსი მისცეს.

სენეგალელს სურს, სიუტატ ესპორტივასთან ახლოს იცხოვროს, რათა ვარჯიშებზე ყოველდღე ფეხით იაროს. ის მხოლოდ გულმოდგინედ მუშაობაზე ფიქრობს, რათა ადგილი ჯერ სარეზერვო გუნდში მოიპოვოს, შემდეგ კი ჩავი ერნანდესი დაარწმუნოს, რომ პირველ გუნდში თამაში შეუძლია.

ფაი 10 ივლისიდან პრესეზონს ჩავის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყებს და სავარჯიშო სესიებზე მონაწილეობას მიიღებს, შემდეგ კი მწვრთნელი გადაწყვეტს, ის საზაფხულო ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გუნდთან ერთად გაემგზავრება თუ არა.

აღსანიშნავია, რომ მიკაილს გასული სეზონის პირველი ნახევარი გაუცდა. მისმა მშობლიურმა კლუბმა “დიამბარსმა” “მარსელთან” ყველაფერი ისე შეათანხმა, რომ ფაიმ არაფერი იცოდა, ხელმოწერა გააყალბა და ტრანსფერი დახურა.

სენეგალელი ფეხბურთელის აგენტმა ეს საქმე FIFA-ში გაასაჩივრა და გამართლდა კიდეც, მაგრამ ამის გამო ფაის 6 თვის განმავლობაში თამაშის უფლება არ ჰქონდა და ხორვატულ “კუსტოშიასთან” ერთად მხოლოდ ვარჯიშობდა. ახლა მან ოცნება აისრულა და “ბარსელონას” წევრია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • დამავიწყდა
    schedule 16 ივნ 2023, 23:20
    #5

    ციტატა: mudam cule
    ეს კარგია, მაგრამ მომავალ კაპიტანს რა "კარგი" იუმორის გრძნობა აქვს არ გამოგვრჩეს –
    🎙❗️Leon Goretzka: “We joked here with Ter Stegen. He told us that in Barcelona they are very happy that we won the league, because of that they will not draw us in the Champions League.” [@kerry_hau via: @iMiaSanMia] #fcblive 🇩🇪
    ყოჩაღ მარკ, რა კარგი ხუმრობები გცოდნია.

    მეგობრები არიან როგორც ვიცი და ერთმანეთშო წაიჭორავეს ხუმრობით და იმან მოფინა მთელ მსოფლიოს.მაგის გამო ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ან 1/4 ჩაედება ბავარიას დაიმახსოცრეთ ეს კომენტარი🙃
    I N I E S T A 8

  • azulgerana
    schedule 16 ივნ 2023, 18:14
    #4

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️

    ციტატა: mudam cule
    ეს კარგია, მაგრამ მომავალ კაპიტანს რა "კარგი" იუმორის გრძნობა აქვს არ გამოგვრჩეს –
    🎙❗️Leon Goretzka: “We joked here with Ter Stegen. He told us that in Barcelona they are very happy that we won the league, because of that they will not draw us in the Champions League.” [@kerry_hau via: @iMiaSanMia] #fcblive 🇩🇪
    ყოჩაღ მარკ, რა კარგი ხუმრობები გცოდნია.

    Ai eg tu martalia me martalia me magis gamchens shev**are. Eg tu magan ikadra xvalve gaagdon unda mag yofila sufta si*i.
    Am bichs rac dheexeba, es magari ician ro gadmova marto barca undoda is ar ganixila da es ar ganixila,kaci 6 tve utamashebeli iyo da xorvatiiis t*akshi varjishobda da chelseas da dortmundis dhetavazebas ar ganjxilavda xo ddd sxva mxriv tu magrad uyvars barca da shromismoyvarea gmertma gaumarjos,imedia gaqachavs.

    ხო ვეღარ გაიხუმროს კაცმა კახელების შიშით. ფაქტია რომ ლიგის მოგებაზე არც კი ფიქრობს ბარსა, სიმართლე უთქვია

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 16 ივნ 2023, 16:28
    #3

    ციტატა: mudam cule
    ეს კარგია, მაგრამ მომავალ კაპიტანს რა "კარგი" იუმორის გრძნობა აქვს არ გამოგვრჩეს –
    🎙❗️Leon Goretzka: “We joked here with Ter Stegen. He told us that in Barcelona they are very happy that we won the league, because of that they will not draw us in the Champions League.” [@kerry_hau via: @iMiaSanMia] #fcblive 🇩🇪
    ყოჩაღ მარკ, რა კარგი ხუმრობები გცოდნია.

    Ai eg tu martalia me martalia me magis gamchens shev**are. Eg tu magan ikadra xvalve gaagdon unda mag yofila sufta si*i.
    Am bichs rac dheexeba, es magari ician ro gadmova marto barca undoda is ar ganixila da es ar ganixila,kaci 6 tve utamashebeli iyo da xorvatiiis t*akshi varjishobda da chelseas da dortmundis dhetavazebas ar ganjxilavda xo ddd sxva mxriv tu magrad uyvars barca da shromismoyvarea gmertma gaumarjos,imedia gaqachavs.

  • nika 54
    schedule 16 ივნ 2023, 15:08
    #2

    ნამდვილი კულე ყოფილა ეხლა სულ ცოტა დარჩა, ტებასმა დაგვირეგისტრიროს და მართლა ისეთი ფეხბურთელი cold_sweat აღმოჩნდეს რო მესი დაგვავიწყოს. cold_sweat

  • mudam cule
    schedule 16 ივნ 2023, 15:04
    #1