workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსაში არ დავბრუნდები, ინტერ მაიამის შევუერთდები – ინტერვიუ მესისთან

ბარსაში არ დავბრუნდები, ინტერ მაიამის შევუერთდები – ინტერვიუ მესისთან

ორმა კატალონიურმა გამოცემამ – Sport-მა და Mundo Deportivo-მ – ლიონელ მესისთან ინტერვიუ ჩაწერეს, რომელშიც არგენტინელი საკუთარ მომავალ კლუბს ასახელებს. 

ინტერვიუ ოთხშაბათს შუადღითაა ჩაწერილი, როდესაც ლეოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ “ბარსელონას”, “ალ ჰილალსა” და “ინტერ მაიამის” შორის ამ უკანასკნელს აირჩევდა.

როგორ არის ლეო მესი?

კარგად. სიმართლე ისაა, რომ კარგად ვარ. სეზონი დასრულდა. ეს წელი განსხვავებული იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი შუა სეზონში ვითამაშეთ, რამაც რაღაცები შეცვალა, მაგრამ ახლა უკვე ეროვნულ ნაკრებში გასამართ მატჩებსა და შვებულებაზე ვფიქრობ.

სეზონი დასრულდა და “პარი სენ-ჟერმენს” არც ისე ცუდი ციფრებით ტოვებთ. რა ბალანსს ქმნის ეს?

პარიზს შერეული შეგრძნებებით ვტოვებ. პირველი წელი ძალიან რთული იყო. მეორე სეზონის პირველმა ნახევარმა ძალიან კარგად ჩაიარა, შემდეგ კი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელმაც, ჩემი აზრით, ყველა გუნდზე მოახდინა გავლენა – მან დიდწილად სეზონის მეორე ნახევარი განსაზღვრა. ველოდი, რომ ეს სხვანაირად დასრულდებოდა. რთული ორი წელი იყო… მაგრამ ყველაფერი უკან მოვიტოვეთ.

“ბარსელონა” გენატრებოდათ?

რა თქმა უნდა, კლუბი ძალიან მენატრებოდა. განსაკუთრებით პირველ წელს, როდესაც პარიზში რთული პერიოდი მქონდა. 

ვფიქრობთ, როგორც კულეს, ძალიან გაგიხარდათ, რომ “ბარსამ” ლა ლიგა მოიგო, ასე იყო, არა?

რა თქმა უნდა. გუნდს მთელი სეზონი ვაკვირდებოდი და, როგორც ყველა კულეს, მეც მინდოდა, “ბარსას” ლა ლიგა მოეგო. პირველ სეზონში ზოგიერთი მატჩის შემდეგ ჩავის ვესაუბრებოდი.

რაც შეეხება დაბრუნების შესაძლებლობას, გადაწყვეტილება ხომ არ მიგიღიათ?

დაბრუნება ნამდვილად მინდოდა, ძალიან მონდომებული ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა, იმავე სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, რაშიც “ბარსას” დატოვებისას აღმოვჩნდი. არ მინდოდა, საკუთარი მომავალი სხვების ხელში დამეტოვებინა. მსურდა, გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი თავი და ოჯახი გამეთვალისწინებინა. მესმოდა, რომ ლა ლიგამ “ბარსელონას” გეგმა დაამტკიცა და ჩემი დაბრუნება შესაძლებელი იყო, მაგრამ ამისთვის კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო. “ბარსას” ჩემ გამო ფეხბურთელები უნდა გაეყიდა და ზოგიერთისთვის ხელფასი შეემცირებინა, მე კი არ მსურდა, ამის მიზეზი გავმხდარიყავი. 

“ბარსელონაში” თამაშის დროსაც ბევრ რამეს მაბრალებდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ამით დაღლილი ვიყავი. არ მინდა, ეს კიდევ ერთხელ გამომეცადა. 

როდესაც “ბარსა” დავტოვე, ითქვა, რომ ლა ლიგამ ყველაფერი მიიღო, მაგრამ საბოლოოდ ჩემი დარეგისტრირება შეუძლებელი იყო. მეშინოდა, რომ ეს განმეორდებოდა: დავბრუნდებოდი პარიზში, სასტუმროში დიდ დროს გავატარებდი, ჩემი შვილები სკოლაში ივლიდნენ, მე კი კვლავ სასტუმროში ვიქნებოდი. მინდოდა, ჩემი გადაწყვეტილება მიმეღო. “ბარსაში” დაბრუნება სწორედ ამიტომ არ გამოვიდა.

ახლა მინდა ოჯახზე უფრო მეტი ვიფიქრო. როგორც ვთქვი, ბოლო ორი წელი ჩემთვის ოჯახურ დონეზე ძალიან რთული იყო. ერთთვიანი პერიოდი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ შემდგომი პერიოდი ძალიან რთული იყო. მინდა, თავიდან აღმოვაჩინო ჩემი თავი, ოჯახთან და ბავშვებთან ერთად სიამოვნება მივიღო. 

დასახელებული მიზეზებიდან, რომელმა იქონია მთავარი გავლენა გადაწყვეტილებაზე?

იმან, რომ იძულებული არ გავმხდარიყავი, მომეცადა და გამერისკა, რომ იგივე განმეორდებოდა, რაც ორი წლის წინ მოხდა. მინდოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, რაღაც სხვა მომეძებნა და სიმშვიდე მეპოვა.

ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას ახდენს. როგორ იღებენ ბავშვები ახალ სიტუაციას?

ჩემი ოჯახი ძალიან აღელვებული იყო ყველაფრის შესახებ, რაც ესმოდა, მაგრამ, ამავე დროს, ილუზიები არ გვქონია, რადგან არ ვიცოდით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. 

“ბარსელონადან” წასვლა არასდროს გვსურდა. ეს ძალიან, ძალიან რთული იყო, მაგრამ ოჯახი მხარს მიჭერს და გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. 

ბავშვები ბედნიერები და ამავე დროს დამწუხრებულები არიან პარიზის დატოვებით, რადგან ისინი ქალაქს შეეგუენ და სკოლაში მეგობრებიც გაიჩინეს, რომლებთან განშორებაც გულს წყვეტთ, მაგრამ ისინი გაზრდილები არიან, განსაკუთრებით, ტიაგო, რომელსაც სიტუაცია კარგად ესმის.

“ბარსელონადან” ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილება თქვენზე იყო დამოკიდებული. ჩავიმაც კი თქვა, რომ ყველაფერი თქვენს ხელში იყო, მაგრამ ფაქტია, რაღაც რიგზე არ იყო. რას იტყვით ამაზე?

თითქმის ყველაფერი მოვისმინე. ლა ლიგამაც კი დაამტკიცა გეგმა, სიმართლე არაა, რომ გადაწყვეტილება ჩემზე იყო დამოკიდებული, რადგან კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო. გრძელი ზაფხული იყო მოსალოდნელი, მე კი ეს არ მსურდა, რადგან ეს ერთხელ უკვე გამოვცადე. ვარჩიე, ეს დამესრულებინა, დავმშვიდებულიყავი და მომავალზე მეფიქრა.

“ბარსელონადან” გამომავალი ინფორმაციისა და განცხადებებისგან ზეწოლას გრძნობდით?

არა, არა, რადგან უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა და არ ვიცოდი, ბევრი მათგანი საიდან მოდიოდა. ზოგიერთი ჟურნალისტი ადასტურებდა, რომ საუდის არაბეთში გადავდიოდი, ზოგიერთი “ბარსელონას” ფეხბურთელად მთვლიდა, მომდევნო დღეს კი ვერსიას ცვლიდნენ. ამიტომ მე ვარჩიე, იმაზე მეფიქრა, რაც ვიცოდი.

რამდენად მოახდინა თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა 2021 წელს მომხდარმა შემთხვევამ?

ეს ძალიან რთული იყო. როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ იმავეს გამოცდა არ მსურდა. მე ახალი სეზონისთვის ვემზადებოდი, ჩემი შვილები კი ახალი სასწავლო წლისთვის, მაგრამ საკუთარი მომავლის შესახებ უსიამოვნო გადაწყვეტილების მიღებამ მომიწია.

რამდენად იქონია გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე პარიზში გატარებულმა ორმა წელმა, რომლებიც, როგორც აღნიშნეთ, მარტივი არ იყო?

ცოტათი გავლენა ამანაც იქონია, რადგან პარიზში ბედნიერი არ ვიყავი, რაც ჩემს ოჯახურ ცხოვრებასაც დაეტყო. ამიტომ, გადაწყვეტილება ამასაც უკავშირდება. მინდა, ოჯახთან და ბავშვებთან უფრო მეტი დრო გავატარო და ცხოვრებით სიამოვნება მივიღო.

ჩავისა და ლაპორტასთან ისაუბრეთ?

ლაპორტასთან ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ ვისაუბრე, ჩავისთან კი ხშირი კომუნიკაცია მქონდა. “ბარსაში” მწვრთნელად მოსვლის შემდეგ, მასთან კიდევ უფრო მეტს ვსაუბრობდით. ჩვენ ჩემს დაბრუნებასაც განვიხილავდით და მას ვკითხე, იქნებოდა თუ არა ეს კარგი გუნდისა და პირადად მისთვის.

თქვენი სახელი “კამპ ნოუზე” მატჩის მე-10 წუთზე ხშირად ისმოდა. რას გრძნობდით ამ დროს?

ეს მშვენიერი იყო და ძალიან ვისიამოვნე. კლუბი უცნაურად დავტოვე. ვისურვებდი, ბუსკეტსის, ალბას, ინიესტას და ჩავის მსგავსი დამშვიდობება მქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელი არ იმყოფებოდა, ვისურვებდი, ხალხს დავმშვიდობებოდი და ბოლო დღით მესიამოვნა. ამიტომ “კამპ ნოუზე” ჩემი სახელის მოსმენით ძალიან ბედნიერი ვიყავი. გარდა ამისა, ყოველთვის ვიცოდი, რომ სიყვარული სამუდამო და ორმხრივია. უცნაური გრძნობა იყო, მოგესმინა ეს და იქ არ ყოფილიყავი.

დაიწერა, რომ “ბარსაში” უფასოდ თამაშისთვისაც მზად იყავით. ეს სიმართლეა?

ეკონომიკური საკითხი პრობლემა არასდროს ყოფილა. ფულზე არც გვისაუბრია. “ბარსელონამ” შეთავაზება გამიკეთა, მაგრამ ეს არ ყოფილა ოფიციალური, წერილობითი წინადადება, რადგან გარანტიები არ არსებობდა – არ ვიცოდით, იქნებოდა თუ არა დაბრუნება შესაძლებელი. გადამწყვეტი ფული რომ ყოფილიყო, საუდის არაბეთში წავიდოდი – გადაწყვეტილება ამის მიხედვით არ მიმიღია.

კლუბიდან წამოსული გზავნილების გჯეროდათ?

მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნება ძალიან მინდოდა, პოზიტიურ მესიჯებს დიდი აღფრთოვანებით არ ვხვდებოდი, რადგან არ ვიცოდი, რა მოხდებოდა და ყოველთვის ორი წლის წინ მომხდარი მახსენდებოდა.

ფიქრობთ, რომ “ბარსელონამ” თქვენს დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა?

გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვიცი. მათ ლა ლიგის თანხმობა ჰქონდათ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო. “ბარსელონა” არაა იმ სიტუაციაში, რომ ჩემთვის დაბრუნების გარანტია მოეცა, რაც გასაგებია იმ მდგომარეობის გამო, რაშიც კლუბი იმყოფება.

იმის გათვალისწინებით, რაც ორი წლის წინ მოხდა, ფიქრობთ, რომ კლუბში არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონხართ და თქვენი დაბრუნება არ უნდათ?

არ ვიცი. იქნებიან ადამიანები, რომელთაც ჩემი დაბრუნება არ სურთ ან არ სურდათ დარჩენა, როდესაც კლუბიდან წასვლამ მომიწია, ისევე როგორც, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და საჯაროდ დაადასტურეს, რომ ჩემი დაბრუნება სურდათ. ხელმძღვანელობაში აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომელთაც ჩემი დაბრუნება არ სურდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს კლუბისთვის კარგი არ იქნებოდა.

თქვენი გაშვებიდან მალე “ბარსამ” 55 მილიონად ფერან ტორესი შეიძინა. ეს უცნაურად არ გეჩვენებათ?

არ ვიცი. ცოტა გამაბრაზა იმან, რომ ჩემი დარჩენა ვერ მოხერხდა, შემდეგ კი კლუბი ტრანსფერში დიდ თანხას იხდიდა. მაგრამ ეს მოხდა იმის გამო, რომ მაშინ კლუბს შეეძლო. დროის გასვლასთან ერთად ეს გავიაზრე და მეტს აღარ ვფიქრობ. თუ რაღაცები მოხდა, მოხდა იმიტომ, რომ მაშინ ასე უნდა მომხდარიყო – სულ ესაა.

ერნესტ ფოლჩმა (ჟურნალისტი) დაწერა, რომ თქვენი და “ბარსელონას” ურთიერთობა ღია ჭრილობაა, რომელიც სისხლდენას არ წყვეტს. თქვენც ასე ფიქრობთ?

ნაწილობრივ, კი, რადგან გულშემატკივრებს არ დავმშვიდობებივარ ისე, როგორც ვისურვებდი და ვფიქრობ, ეს დავიმსახურე ისევე, როგორც იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. 

ვისურვებდი, რომ ოდესმე გამოვმშვიდობებოდი იმ ადამიანებს, რომლებთანაც ბევრი წელი გავატარე, ბევრი სიამოვნება თუ უსიამოვნება გამოვიარე. 

“ბარსელონაში” დაბრუნებას ისურვებდით, თუნდაც სპორტულ დირექტორად ან ელჩად?

რა თქმა უნდა. მინდა, კლუბთან ახლოს ვიყო. მომავალში ბარსელონაში ცხოვრებას ვაპირებ. ეს ჩემს ცოლსა და ბავშვებთან ერთად გადაწყვეტილი მაქვს. არ ვიცი, როდის ან როგორ, მაგრამ ვიმედოვნებ, ერთ დღეს შემეძლება, “ბარსას” ისევ დავეხმარო, რადგან ესაა კლუბი, რომელიც მიყვარს.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იყო რაიმე, რამაც განსაკუთრებით დაგწყვიტათ გული?

არა, არა. როგორც ვთქვი, ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა და ყველაფერს ვერ უარვყოფდი. 

დაბოლოს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ “ბარსელონაში” არ ბრუნდებით, სად გაგრძელდება თქვენი კარიერა?

გადავწყვიტე, რომ კარიერას “ინტერ მაიამიში” ვაგრძელებ.

მაიამიში ბუსკეტსსა და ალბასთან ერთად მიდიხართ?

ეს კიდევ ერთი ჭორია, რომელიც მედიამ გაავრცელა, თითქოს ჩვენ ყველაფერი ერთად დავგეგმეთ. ყველა საკუთარ მომავალზე ფიქრობს. ჩვენ ერთად არაფერი გადაგვიწყვეტია. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და არ ვიცი, ისინი რას გადაწყვეტენ. 

ამერიკაში წასვლით ყურადღების ცენტრიდან გადიხართ?

დიახ, ევროპის დატოვება ამას ნიშნავს. ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ევროპიდან მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში მსურდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე და “ბარსაში” ვერ დავბრუნდი, დრო იყო, კარიერა აშშ-ში გამეგრძელებინა, განსხვავებული ფეხბურთი გამომეცადა და უფრო მეტი სიამოვნება მიმეღო, რა თქმა უნდა, ჩვეული პასუხისმგებლობითა და გამარჯვების სურვილით, თუმცა უფრო მშვიდად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (40)

  • me da barca
    schedule 08 ივნ 2023, 22:48

    მე მგონი ბევრი რამე კიდევ არ თქვა, თავი შეიკავა, არ გაამწვავა.
    არ მიყვარს რაღაცის მტკიცება, ან ვიღაცის დადანაშაულება, როცა არ ვარ დარწმუნებული სიმართლეში, ამიტომ ასე ვიტყვი. ვისაც 2 წლის წინ მესის გაშვებაში და ახლა არ მოყვანაში წვლილი მიუძღვის, ყველას ოჯახები მოვიკითხე დიდი სიყვარულით ვინც არ უნდა იყოს ის. თქვენი ჯიში და ჯილაგი მო****

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2023, 15:35

    გუნდში იქნებიან ფეხბურთელები ვისაც თქვენი დაბრუნება არ უნდათო?
    მაგარი შეკითხვაა, ყველასთვის ვინც წინ თამაშობს ან თუნდაც ცენტრში ამის მოსვლა უმუშევრად დარჩენის გარანტიაა. რა თქმა უნდა არავის არ ენდომება.

  • vereli
    schedule 08 ივნ 2023, 13:27

    ციტატა: totti10
    Messi: "After I left, I was disappointed that I couldn't stay, and Barcelona was making transfers, they told me to try a little, but when I saw how they bought new players, I realized that I was an extra burden on the team, then and now there are people in Barcelona who want me to stay and He did not want to return.

    კაცი ამბობს გამომიყენეს და მიმაგდესო მეტი კულტურულად როგორ თქვას, ხოდა ყველას დედა… ვინც ეს კაცი გამოიყენა ქულები დაიწერა და ისე მოისრულა გეგონებოდა ერთი რიგითი ყოფილიყო


    კაცი ამბობს???????????????? კაცი საჯაროდ არ ტირის და გადაწყვეტილებას არ აპრავებს თან ოჯახით და ოჯახის წევრების "მდგომარეობით", არ დაბრუნდა და თქვას კაცურად რო მაიამიში გადაწყვიტა წასვლა, რათ უნდა რო ოჯახის სტრესებზე ლაყბობს საჯაროდ

  • Rick Sanchez
    schedule 08 ივნ 2023, 10:42

    არ უნდოდა დაბრუნება, ნუ აგინებთ ნურც ტებასს და ნურც ლაპორტას. არ უნდოდა და ვსო. ფაქტია კიდევ ერთხელ ითამაშეს ჩვენს ნერვებზე და მწარედ გვატკინეს გული.

  • CHEPE
    schedule 08 ივნ 2023, 09:27

    კიდე მესის რომ მისტირიან🙄🙄 ამ გუნდიდან ჯერ უნდა გაყარო უმაქნისები და ორლაირანები მოიყვანო ძლიერი სასტავი და მერე თუ უნდა დააბრუნონ მესი.. 1 მესი წლებია ვერ შველოდა გუნდს ევროსარბიელზე და ლალიგას ისედაც იგებდა თუ ბოლო 3 სეზონს გამოაკლებ… ჯობია შემადგენლობას მიხედონ და ვინც საჭიროა ის იყიდონ თორე ასე არაფერი გამოვა ჰალას სიქიმა სასტავი რატომ უნდა დაგვცინოდეს მესის დაბრუნებას ნატრულობენო და მაგათმა წელს სასტავი შეკრან მერე წადი და ზდიე ჩამდგარი ფეხბურთით მოედანზე

  • Gaucho24
    schedule 08 ივნ 2023, 02:16

    ციტატა: Msn91011
    უბრალოდ იმაზე მწყდება გული წელს რო მოსულიყო 1 ან 2 წელი რასაც ითამაშებდა მაინც იმაზე მეტს გააკეთებდა რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გააკეთებს დემბელე რაფინია და არ გავაგრძელებ ჩამოთვლას. 35 წლის ასაკამდე კი ვერც აღწევს ზოგ ზოგი ერთი მარა ამ კაცზე გული მწყდება შეეძლო ძაან მაღალ დონეზე ეთამაშა


    მეტი მაღალ დონეზე რაღა უნდა ითამაშოს ტიპმა ფეხბურთი დახურა 😂

  • Boo.13
    schedule 08 ივნ 2023, 02:03

    მაგრად ტეხავს რა ეს ლაპორტა და Თავის კამანდა . ეს ახხვარი გუნდს სახელს უტეხავს. რეები აკეᲗა და რის გამო მომავალᲨი რომ ლიგაც მოიგოს ტო რაᲗ გვინდა ესეᲗი ლიგა და გუნდი სადაც ეს ქაᲗამი პრეზიდენტობს? მესი ერᲗია და ვსო . მესის რო არ დააფასებ უკვე Შცდომაა დიდი და ადრე Თუ გვიან პასუხს აგებენ. მაგრად მიტყდება რა. ბავᲨვობიდან ამ გუნდს ვბალეᲨიკობ 20 წელი დაახლოებით და იმენა ტეხავს რა. არაფერᲨი არ ჯდება ეს ქაᲗამი პრეზიდენტი და კამანდა მაგის. არ მინდა ლიგა არც ლა ლიგა მესის Ღვაწლს Თუ არ დააფასებენ გამოდის არაფერი არ ფასობს. ეგეᲗ გუნდს რა უᲗხარი სადაც არაფერი ფასობს. კაროᲩე რა.

  • azulgerana
    schedule 08 ივნ 2023, 01:31

    ეგენი გინდა ინტერ მაიამში და ერთ ჩემპ ლიგას დადებთ

  • araujo4
    schedule 08 ივნ 2023, 00:41

    ბარსელონამ დაწერა ორშაბათს მესის შეთავაზება გავუკეთეთ და მამამისმა გვაცნობა რო ინტერ მაიამიში გადადიოდაო… ძაან ტეხავს ლაპორტა ძაან.

  • Barca1980
    schedule 08 ივნ 2023, 00:39

    ძალიან ცუდი სუნი აუვიდა ამ ყველაფერს . ფრაზა რაც მესიმ ახსენა , რომ ჩემს გამო ფეხბურთელების გაყიდვა და ხელფასების შემცირება იგეგმებოდავო … ! რეალურად ლაპორტამ ისევ გამოიყენა მესი , როგორც პრეზიდენტის არჩევნების დროს ლა ლიგასთან სავაჭროდ , დაამტკიცებინა გეგმა , ალბას და ბუსკეცს მესის დამატების გამო უარი ათქმევინეს გადადებულ მილიონებზე . და ფაქტია რომ მესის დაბრუნება არ უნდოდათ , იმდენად დიდია მისი სახელი , ეშინიათ ფაქტია . მესიმაც დროზე გაასაჯაროვა , რომ ისევ ლაპოს არ დაეწერა ქულები . ლეოს წარმატებები , აი ლაპორტას და მის ბო…ბანდას კიდევ , ეს წელი დაგრჩათ დასამტკიცებლად , რომ რეალურად ბრძოლისუნარიანი გუნდის აშენება შეგიძლიათ , თუ წელსაც ევროპა ლიგა უნდა გვაყურებინოთ , მართლა მოდი იდი ნა…ით აქედაან !!!

  • Maestro 6
    schedule 08 ივნ 2023, 00:36

    ციტატა: rivaldo80
    შენ იმდენი სიხარული მაჩუქე რაც გაგისწორდება ის გაკეთე შენ ოჯახთან ერთად ოდესღაც ბარსაში დაბრუდები ეგ ვიცი.


    აი ეგეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ყველას, რაც მესიმ ბარსასთვის გააკეთა მაგის მერე არცერთ კულეს ზედმეტი არ უნდა წამოსცდეს, ახლა კი ზოგი მესის აგინებს🤦‍♂️

    ციტატა: rivaldo80
    ვაკვირდები აბრაბატს და მართლა კარგია მაგრად მოაჯდება ბუსის პოზიციას


    არ აფასებენ თორემ ტიპი ყველა ჩვენს სავარაუდო ვარიანტს ჯიბეში ჩაისვამს და მსოფლიოზეც რა მაგარი იყო

  • rivaldo80
    schedule 08 ივნ 2023, 00:30

    ვაკვირდები აბრაბატს და მართლა კარგია მაგრად მოაჯდება ბუსის პოზიციას

  • Msn91011
    schedule 08 ივნ 2023, 00:30

    უბრალოდ იმაზე მწყდება გული წელს რო მოსულიყო 1 ან 2 წელი რასაც ითამაშებდა მაინც იმაზე მეტს გააკეთებდა რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გააკეთებს დემბელე რაფინია და არ გავაგრძელებ ჩამოთვლას. 35 წლის ასაკამდე კი ვერც აღწევს ზოგ ზოგი ერთი მარა ამ კაცზე გული მწყდება შეეძლო ძაან მაღალ დონეზე ეთამაშა

  • Bola
    schedule 08 ივნ 2023, 00:15

    რა დებილობა მოხდა იმენა ერთ დღეში რანაირად დატრიალდა ყველაფერი ვინ რა მოძრაობა ჩაატარა იმენა რა სირცხვილია. კაცი რა ადრე მიდის ევროპიდან. რა ცუდად ამთავრებინებენ ისტორიას. რამდენი რეკორდის მოხსნა შეეძლო კიდე. თუ იცით ძველი წესი რომ იყო ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელს რომ აძლევდნენ მარტო ოქროს ბურთს ეგ კიდეა?

  • Tamo
    schedule 08 ივნ 2023, 00:13

    ისე ცოტა რო მოეცადა ბექჰემი გაექცეოდა?? პროსტა რაც ადრე გაუკეთა ლაპორტამ ეხლა დასაჯა თავის ჭკუით,იცის ეხლა ფანები შეუტევენ და ეგაა…მესმის რაც მოხდა წარსულში მარა არც ამის მამიკოს არ უნდა დავეიმედებინეთ…სულ არ ველოდი ამის ასეთ უცაბედ უარს რამის გული გამიჩერდა😑
    კარგად ლეო მადლობა ბევრი ლამაზი მომენტისთვის და უკანასკნელი იმედგაცრუებისთვის🙂

  • Gigazakaradze
    schedule 08 ივნ 2023, 00:11

    Fexburti shemayvara gardaclilma deidashvilma ronelic aseve barcas fani iyo da roca sofelshi viyavit yoveltvis metamashebodaa 2011 weli iqneboda 4 5 wlis viyavi daaxloebit mesizec man miambo daa shemiyvarda messi da barca sigijemde. samwuxarod 2 wlis mere gardaicvala 12 wlis asakshi manqanam daejaxa fexburtis tamashis dros burti gadauvarda daa. Xoda saflavis qvaze gaxsovt tuara milani barca roiyo 2 0 rowavaget ai eg periodia kakras barcas tamashi iyo da meore tu mesame dges gardaicvala 8 marts.. xoda saflavis qvaze misma natliam chemi deidashvilis foto chempionta ligis ertad da barca milani 4 0 daaxatina eg tamashi ardamaviwydeba mesis shesrulebit. Pirvelad rovuyure tamashs zogadad fexburts mgoni barca chealse iyo rowavaget 1 0 drogbam ro gaitana… erti sityvit imsaxurebs mesi girseul gacilebas da aq ertma tqva fo gamperis tasze koiwviono kiiii aucileblad magram aq samwuxaro ambavia campnoudan mainc ver gavacilebt😢😢😢 jer imedia dabrundeba europashi… darcha 1 rekordi mosaxsneli chempionta leagueze golebis mxriv 10 tu 11 golit uswrebs ronaldo kargi iqneba magasac tu moxsnis prosto ase adre ratom wavidaaa iqneb gvardiolastan mainc misuliyo… ise aricit vinmem siti rato araqtiurobs amtemaze? Samwuxaroa ubrqlod 3 fexburteli wavidaa magalanazgaurebadi da mesis vervimatebt an am chemisebs daewyet transferebze mushaobaa sanam laliga daadasturebdaaa tu sheeshindat roar dagvidasturoso es fexburtelebi tyula rato gavushvatoo… erti sityvit rac me laportasi mjeroda da megona ro gunds fexze daayenebdaaa ravici vbaleshikobdiii archevnebze magram faqtia mesi gakoiyena bolomde. Warmatebebi mesis miskarierashi da gmertit ert dgesac dabrundebodes barcashi daa moigos ucl. Ise ijarazee maic araa? Xoaricit?. Warmatebebi culeebo shemdeg sezonshi❤ gadzleba mogcet gmertma.

  • C.PC5
    schedule 08 ივნ 2023, 00:08

    წარმატებები ლომო სადაც არუნდა იყო❤️ ფაქტიურად ის ითქვა ამ ინტერვიუშიც რაც ისედაც ვიცოდით. აშკარაა რო ლაპორტამ მორიგი ბლეფი მოაწყო, შეიძლება სამომავლოდ კარგი გათვლაც კი გააკეთა მაგრამ ლეგენდებთან ასე მოქცევა საზიზღრობაა და მეტი არაფერი, საერთოდ როარ გაგვეკეთებინა ამ ზაფხულს ტრანსფერი ეგ მერჩივნა ვიდრე ასე გამოეყენებინათ მესის სახელი. კარგი ისაა რო მთელი ზაფხულის მანძილზე არ გაიწელა ეს საგა და აქედანვე ვიცით ყველაფერი, ლეოც მშვიდად შეუერთდება ახალ გუნდს და ძმაკაცებსაც მიუყვანს ბექემი ისეთი პირი უჩანს😉 ძველი გვარდია შეიკრება და კი ეღირება საყურებლად. კარგი იყო დარჩენილიყო ევროპაში, მარა ინდივიდუალურია ეგ გადაწყვეტილება და იმითაც კმაყოფილი ვარ რო არაბეთში არ წავიდა, მანდ წასულ ხალხს მე არაფრად ვთვლი, ამერიკაში ერთი-ორი პერსპექტიული ახალგაზრდა მაინც იქნება და იმათ მაინც გაახარებს რომ მოუწევთ ასეთი ლეგენდების გვერდით თამაში. იმედია კარიერის ბოლო მატჩს მაინც ჩაატარებინებენ ნოუკამპზე, თორე მართლა ავიცრუებ გუნდზეც გულს ისე ვატყობ💔

  • Dani alves
    schedule 08 ივნ 2023, 00:03

    ბოლო წლებში დაჩემდა ლეგენდების არ დაფასება ბარსას სუარესიც ისე გაუშვეს და რავი მესი რო გყავს და ვერ შეირგებ მეტის ღირსი ხარ

  • Clever liar
    schedule 07 ივნ 2023, 23:56

    არაუშავს ლეოჯან, გული ჩამწყდა თუმცა შენთან ერთად რო ლიგაზე, უეფა და კონფერენს სინდიოფალაზე ერთმანეთზე მიყოლებით ჩავიფუფავდით, გული ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვეტკინებოდა ჩვენც შენც და ილიკო-ილარიონსაც. რაცავართ ესავართ.

  • დამავიწყდა
    schedule 07 ივნ 2023, 23:49

    ციტატა: SaSoRi
    მოიცა მესის ადანაშაულებ? შენ რო იყო მის ადგილას რას იზამდი? რამდენს მოიცდიდი. რო იცადა მაგიტო გაუშცეს პსჟ შიინტერ მაიამიში არ წასულიყავი მაინც


    სად წერია რო ვადანაშაულებ?მესიმ არ მოიცადა თორე ამ შემთხვევაში 100000% მოიყვანდნენ ესაა რეალობა თორე ლეოს აქ უფლება მოიქცეს ის როგორც მას სურს დაიმსახურა მაგ კაცმა.🙃მე მხოლოდ რეალობა დავწერე .შეეძლო მოცდა და არ მოიცადა ამას ეხლა ვინ როგორ გაიგებს ეგ ეუკვე სხვა საქმეა მე როგორც გავიგე კი განვმარტე ჩემო პატარა მეგობარო🙃