workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას სატრანსფერო გეგმები

ბარსელონას სატრანსფერო გეგმები

ხვალ ჩავი ერნანდესი და მატეუ ალემანი ერთმანეთს შეხვდებიან, რათა მომავალი სეზონის დაგეგმვა გააგრძელონ – შეხვედრაზე წამსვლელებისა და მომსვლელების საკითხი განიხილება. 

ხავი მიგელის ინფორმაციით, “ბარსელონადან” წასვლის მთავარი კანდიდატები ანსუ ფატი, ფერან ტორესი და ფრანკ კესიე არიან. გარდა ამისა, თუ კლუბი სარფიან შემოთავაზებას მიიღებს, შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების გაყიდვაზეც იფიქროს, მათ შორის, ერიკ გარსიაზეც.

წყაროს ცნობით, იმ მოთამაშეებს, რომლებიც მომავალი სეზონისთვის გუნდის გეგმებში არ შედიან, ჩავი პირადად დაურეკავს და კლუბის გადაწყვეტილებას შეატყობინებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსას” პრიორიტეტები შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ლეო მესის შეძენა – “ბარსელონა” გეგმავს, არგენტინელს ოფიციალური შეთავაზებით ხვალ მიმართოს;
  2. საყრდენის დამატება – კატალონიურ კლუბს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად ტოპ საყრდენი სურს, რის გამოც იოზუა კიმიხისა და მარტინ სუბიმენდის ვარიანტს განიხილავს;
  3. შემტევი ნახევარმცველი, შემტევი, მარჯვენა მცველი – “ბარსა” პრესეზონზე ეზ აბდეს შანსს მისცემს. იჯარით გაშვებული სხვა ფეხბურთელები, მათ შორის, ნიკო გონსალესიც, შესაძლოა, სხვა ტრანსფერებში ჩაერთონ ან კვლავ გაანათხოვრონ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 07 ივნ 2023, 17:38
    #6

    ჯერ უფასოები მესი-გიუნდოგანი დაარეგისტრირონ და მერე, იყიდონ კიმიხი და სუბიმენდი(ფული რო მორჩებათ)

  • რივალდო-მესი
    schedule 06 ივნ 2023, 23:08
    #5

    20 წლის ფატის თუ გაყიდიან მაქსიმუმ 50 მილიონად და რაფინიას დაიტოვებენ რომელშიც სულ მცირე 60 გადაიხდიან ინგლისში ეს იქნება მორიგი სირობა ამ გუნდის მართველობის. გარსიას გაყიდვა რომ საეჭვოა ეგ ვაბშე სასაცილოა. ხავის გემოვნება აქვს იმინა ფიფიასთან უნდა მუშაობდეს დინამოში დააკვდებოდნენ ერთმანეთს.

  • Footballfan
    schedule 06 ივნ 2023, 22:17
    #4

    ციტატა: L.M 10
    ჯერ მესი და მერე სხვა


    ეგ მესი მარტო კაცი რომ ვერაფერს გვშველოდა ძან კარგად გამოჩნდა ბოლო წლებში.. მესი საყრდენზე 10 იანზე და ცენტრში ბურთის გამნაწილებლად ვერ იქნება ერთად კაცი 35 წლის არის

  • M10 S9 D11
    schedule 06 ივნ 2023, 22:05
    #3

    გიუნდოგანი კიმიხი/ტილემანსი პავარი/ფრიმპონგი/კანსელო

  • C.PC5
    schedule 06 ივნ 2023, 20:54
    #2

    მემგონი ამ მომენტში სატრანსფერო გეგმებზე მეტად საექსპორტო გეგმა უფრო გვანაღვლებს😃 ეს ნაგავი თუარ გავყარეთ აქედან ჩემ ფეხებს გაკეთდება ტრანსფერები🙂 იმედია ამასთან დაკავშირებითაც მალე გავრხელდება ახალი ამბები🤞

  • L.M 10
    schedule 06 ივნ 2023, 20:53
    #1

    ჯერ მესი და მერე სხვა