ჩავი ერნანდესმა “ვისელ კობესთან” გასამართი ამხანაგური მატჩისთვის “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
მთავარი ამბავი სასტარტოში მექსიკელი მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს გამოჩენაა. ივარაუდება, რომ მომდევნო სეზონიდან 21 წლის ფეხბურთელი პირველი გუნდის წევრი იქნება, დღეს კი მას საქმეში პირველად ვნახავთ.
ძირითად შემადგენლობაშია გუნდის სათადარიგო მეკარე ინიაკი პენიაც, ასევე ახალგაზრდული გუნდის წევრები, საყრდენი პო პრიმი და გარემარბი დანი როდრიგესი.
“ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობა: პენია, ხულიან არაუხო, ერიკ გარსია, ალონსო, პრიმი, დე იონგი, პაბლო ტორე, კესიე, დანი როდრიგესი, ლევანდოვსკი, ფატი.
სათადარიგოთა სკამი: ტერ შტეგენი, ტენასი, გავი, დემბელე, ტორესი, კრისტენსენი, რობერტო, რაფინია, კუნდე, უნაი, მარკ გიუ, ექტორ ფონტი
ტერ შტეგენი მორალურად გატყდა?
ხულიან არაუხოს თამაში მაინტერესებს ძაან
აუ ინიესტაზე რა ხდებაა?? მეორე ტაიმი იქნება ჩვენსკენ?