workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ კაპიტნების ოთხეული შეარჩია

ჩავიმ კაპიტნების ოთხეული შეარჩია

სეზონის ბოლოს “ბარსელონას” ორი კაპიტანი – ჟორდი ალბა და სერჟიო ბუსკეტსი – ტოვებს, შესაბამისად, კაპიტნების ოთხეული ახლიდანაა დასაკომპლექტებელი.

ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავიმ ოთხეული უკვე შეარჩია – შემდეგი სეზონიდან კაპიტნები სერჟი რობერტო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რონალდ არაუხო და რობერტ ლევანდოვსკი იქნებიან. პირველი კაპიტანი სერჟი რობერტო იქნება, თუმცა იმის გამო, რომ ესპანელი სასტარტო შემადგენლობის წევრი არაა, სამკლავურს მატჩების უმრავლესობაში ტერ შტეგენი ატარებს.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კაპიტნების ასარჩევად ხმის მიცემაც აღარ გახდება საჭირო. კლუბი მხოლოდ უსმან დემბელეს პასუხს ელის, რომელსაც გასულ სეზონში კაპიტნობა შესთავაზეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (42)

  • nika 54
    schedule 25 მაი 2023, 19:10
    #42

    ხოო აი ზუსტად დემბელეს კაპიტნობა აკლდა ბარსელონას და ეგაა, აწყობილა გუნდი.

  • mari
    schedule 25 მაი 2023, 16:20
    #41

    პირველი კაპიტანი სერჟი რობერტო იქნება,!!!
    joy joy joy joy joy
    ხომ ვთქვი რომ ჩავი რობერტოს არ შეელეოდა და მას დანიშნავდა!
    მოკლედ რობერტო დაბადებიდან აქ არის, მაგრამ არც "მკვდრებში" წერია, არც "ცოცხლებში"!!!
    ადამიანი ნებისმიერ "დირკას" რომ ცემენტის უქონლობის გამო ქვიშით ამოავსებს, აი მაგ ქვიშის პონტში იყო ამდენი წელი, ეხლაც არის და სანამ ჩავია გუნდში იქნება კიდევ!!!