Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” იოზუა კიმიხს ელოდება, რომელმაც “ბაიერნს” წასვლის სურვილზე უნდა შეატყობინოს, შემდეგ კი “ბარსა” გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
წყაროს ინფორმაციით, “ბარსა” დარწმუნებულია, რომ გერმანელის ტრანსფერი მარტინ სუბიმენდიზე ნაკლები დაჯდება. კიმიხის გარემოცვა ფიქრობს, რომ “ბლაუგრანას” მისი შეძენა €60 მილიონად შეეძლება. ასევე აღსანიშნავია, რომ “ბაიერნი” ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზე, შესაძლოა, თანახმა იყოს, ერთ-ერთი ვარიანტი კი ანსუ ფატია.
“ბაიერნს” კიმიხის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ფეხბურთელსა და მის აგენტს სჯერათ, რომ როცა კლუბის ხელმძღვანელობას ეტყვიან, რომ იოზუა “ალიანც არენაზე” ბედნიერი არაა, წასვლა შესაძლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად “ბარსელონამ” აღნიშნული ინფორმაცია უარყო, კატალონიურ კლუბთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ კიმიხი “ბარსასთვის” რეალური ვარიანტია.




ვერატი აცხადებს, რომ ყელში ამოუვიდა ეიფელის კოშკის ყურება; (გი დე მოპასანს კითხულობდა ბოლო დროს);
ეგეც გასათვალისწინებელია და ნეიმარიც ამბობს, რომ სადაც ლეო წავა, ზაპასკასავით მეც დამაგდეთო
ნუ ვნახოთ, გრძელი სკამიც საჭიროა, ხომ იცით?
იოშუა შესანიშნავია, მაგრამ ბაიერნი ვენებს დაიჭრის, "იუბერ ალეს" დაუკრავენ, სენტიმენტებით გულს აუჩუყენებ, ხელფასს მოუმატებენ და კაპიტნის სამკლაურს გადასცემენ ცერემონიულად
ლევანაზეც მასე იძახდით და კუნდეზეც მათავარია ფეხბურთელს სად უნდა გულით.ბუსის წასვლის მერე ბევრს მოუნდება ეგ პოზიცია დაიკავოს ბარსაში. ისე ლაპარაკობთ აქ ზოგი თითქოს ხეტაფე ვართ ბარსაში უამრავ ფეხბურთელს უნდა თამაში.
თავის თაობის ერთ-ერთ თუ არა საუკეთესო ნახევარმცველზე გვაქვს საუბარი რომელსაც კიდევ უამრავი წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში თან ამასთანავე ბაიერნის ღერძია და ალბათ მუსიალას შემდეგ ხელშეუხებელთა სიის წევრი.ხოდა ასეთ კაცს 60 მილიონად გვატნევდნენ ძაან ზღაპარი მგონია 😂 დღეს მაგ ფასად წესიერს ვერავის იყიდი ყოველშემთხვევაში სუპერსტარს ნამდვილად ვერ იყიდი კიმიხი კიდევ ეგეთია.
სადაც კროოსი გაყიდეს 35-ში ამას რატო არ გაყიდიან 60-ში
60 მილიონად მოგცემთ ბაიერნი კიმიხს?ალემანს ჯადოქრული ჯოხი აქვს თუ რას აპირებენ🤨მორჩნენ რა ამ ჩვენ დაბოლებას,ხალხო მესი ვერ მოგვყავს უფასოდ და ჩვენ ფეხბურთელებს ვერ ვარეგისტრირებთ რაის კიმიხი და რაის ფეხბურთელის ყიდვა…აგერ მე ვარ და აგერ თქვენ, ამათმა მაქსიმუმ ინიგო,გიუნდოგანი და მესი გაქაჩონ…ტყუილად ვიშლით ნერვებს ამ ჭორების კითხვით იმედები მწარედ გაგვიცრუვდება
კიმიხში 80+ბონუსები რო მოითხოვოს ბავარიამ არცუნდა დაფიქრდნენ ისე უნდა გადაიხადონ მაგრამ…😃😃სადაა კიმიხი ხულიანი და კარგი ცხოვრება😃
არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, ინიგო, გარსია, ხ.არაუხო, რობერტო, ბალდე, გაია.
დე იონგი, კიმიხი, გილამონი, კესი, გავი, პედრი, გიუნდოგანი.
მესი, ლევანდოვსკი, დემბელე, როკე, ალვარესი, ბლანკო, პედროლა.
ძირითადი: ტერ შტეგენი – არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, ბალდე – კიმიხი, დე იონგი, პედრი – გავი – მესი, ლევანდოვსკი.
ეს სასტავი მინდა შემდეგ სეზონში, მაგრამ არ მგონია ფული გვეყოს
ალვარესი შენც სიტისგან იმიტო მოგყავს რო შენც სკამზე დასვა თუ??? :დდდ
რატო სკამზე, ლევანდოვსკი ასაკშია და როტაციაში იქნება მაგასთან