ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონა” ბოიან კრკიჩის დაქირავებას აპირებს და აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.
კატალონიურ კლუბს სურს, ბოიანი სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს და იმ ფეხბურთელებს მიხედოს, რომლებიც, შესაძლოა, პირველ გუნდში დაწინაურდნენ.
წყაროს ცნობით, კრკიჩს სატრანსფერო პოლიტიკასთან შეხება არ ექნება და მხოლოდ “ლა მასიასა” და პირველ გუნდს შორის კავშირის დამყარება დაევალება.
ბოიანი “ბლაუგრანას” აღზრდილია. ის აკადემიაში 1999-2006 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ ერთი წელი “ბარსა ატლეტიკში” გაატარა, პირველ გუნდში კი 2007-2011 წლებში ასპარეზობდა. კრკიჩმა საფეხბურთო კარიერა წელს დაასრულა.
უცებ მეგონა ფეხბურთელად მოყავდათ.
ასეთი პოზიცია ჩემთვისაც გამონახე ლაპორტ, ამას მეც კი ვიზამ. მთავარია ბანძი ხელფასი არ დამინიშნო, 20 000 ევრო და ზემოთ, ბინასაც შენ მიხედე.
და რა იქნება ამის დავალება კერძოდ?
ნაკლებას იმედის მომცემი ახალგაზრდები რომ დაარწმუნის დროულად წასვლაში
ვის მოუვიდა თავში აზრად ეს ბაჯაღლოობა? რა ბოიანი ტიპმა თავის კარიერა ვერ აიწყო ამან ვის რა უნდა ურჩიოს
რომ არა დაცვის ტრავმა ახლა ფინალში ინტერის მაგივრად ჩვენ უნდა ვიყოთ , არადა როგორი კარგი შანსი იყო და ბადეც როგორი ადვილი აღმოჩნდა
Magrad meimedeboda am bichis,tavidan messize naklebi potenciali ar uchanda. Glejda ro gamovida da mere rogor ar wavida kargad amis kariera,yvelaferi moigo mara…
აუ ეს რა მაგრად მევასებოდა მარა მესისთან დავიდ ვილასთან ანრისთან და იბრასთამ უკვე ვეღარ გაქაჩა კონკურენცია