მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” სოფიან ამრაბატი და გვიდო როდრიგესი მოსწონს, ჩავის ფავორიტი კვლავ მარტინ სუბიმენდია. მწვრთნელი მას პრიორიტეტად მიიჩნევს, განსაკუთრებით სერხიო ბუსკეტსის წასვლის შემდეგ.
სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ ბასკ საყრდენზე კლუბმა დიდი ეკონომიკური ძალისხმევა (€60 მილიონი) უნდა გაიღოს. მათ მიაჩნიათ, რომ სუბიმენდი საყრდენის პოზიციაზე პრობლემას მინიმუმ 10 წლით მოაგვარებს. თუ “ბარსა” მარტინს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, წელიწადში მისი ხელფასი €12 მილიონი იქნება, რაც კატალონიელთა ფინანსურს მდგომარეობას ერგება.
ცოტა ხნის წინ სუბიმენდიმ საჯაროდ განაცხადა, რომ “რეალ სოსიედადის” დატოვებას არ აპირებს, მაგრამ “ბარსელონას” აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეთავაზების შემთხვევაში ფეხბურთელი მას განიხილავს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიურ გრანდში სუბიმენდის ტრანსფერში ამხელა თანხის გადახდის მომხრე ყველა არაა, მაგრამ ჩავი ერნანდესის პოზიცია ნათელია: მას ბასკი ნახევარმცველი სურს.
და ვინც მოითხოვა მოიყვანეს? მეორადებში რო აგარჩევინონ ტანსაცმელი და მერე გითხრან არ გიხდებათ ეგ პონტია ამ შემთხვევაშიც
ესპანელების გუნდს თუ აწყობს ჩავი, ნაკრების მესამე საყრდენში მაინც ნუ იხდის 60 მილიონს…
ჩავი ბოდიში ჩაგიჯვი გემოვნებაში და მოთხოვნაში მაინც მაესტრო არ იყო ითხოვ ფეხბურთელებს კარგები არიანო და ხე დიდი რაფინიას მოყვანას ობამეიანგი დაგეტოვებინა ის ჯობიოდა ლიგის ჯგუფიდან გაიყვანდა გუნდს და რეალთან არ წაასხამდი ამ ანგარიშით
ჩაის არჩეულმა რომელმა გაამართლა?
ამის თამაში საერთოდ არ მაქვს ნანახი, მაგრამ ახლა გადავხედე ფლეშსკორზე ამის სტატისტიკას და სტაბილურად 7 აქვს შეფასება, და მგონია არც ეგეთი ცუდი ტიპი უნდა იყოს. (არ დამიწყოთ ახლა ფლეშკორიდან ნუ უყურებ თამაშებსო და მასეთები 🙂)
იმედია ჩავი არ ცდება და მართლა იცის თავისი საქმე. 60 მილიონი ამ ბარსელონასთვის ასტრონომიული თანხაა, მაგრამ ეტყობა ზუსტად იცის , რომ გაამართლებს ეს ტრანსფერი.
ბიჯო ზუბიმენდიში ფულის გადახდას დაამატონ ცოტა და დრკლან რაისი მოიყვანონ ჯობია კი ძვირი დაჯდება მაგრამ ღირს
12 მილიონი? და მესის ვერ აძლევენ არა მაგდენს. კვარაცხელიას ჯობია ეხლა ეს ვითომ? რომელსაც ახალი კონტრაქტით 3 მილიონი უხდება თურმე ხელფასი. მანამდე კი 1,1 მილიონი ქონდა.
აბა, ჰე….წავიდა დაბოლება-ნაცარი.
გუნდი იძირება -სულს ღაფავს…რაის 60 -12 მილიონი….
30 და ვინმეს ჩართავენ ალბათ სად აქვთ 60 ერთბაშად😃როდრიზეც ასე იძახდა ხალხი და ეხლა კი ვხედავთ რაცაა დღეს საუკეთესოა მის პოზიციაზე.ვერც კესი და ვერც ნიკო ამ ბიჭს მართლა ვერ ჯობია იმიტომ რო არცერთია სუფთა საყრდენი.ვინ იცის დე იონგთან საუკეთესო ცენტრი შექმნას მაგრამ 60 ბევრია .ისე მუნდო დეპორტივოს არასდროა გაუმართლებია თავისი ნაბლუდუნები და ესეც მორიგი ჭორი მგონია
ცუდი ბიჭი მართლა არაა მარა 60 ძალიან ბევრია, 25+ნიკო კიდე ხოო მარა 60 ად ბევრად კაი ვინმე შეგვიძლია ვიყიდოთ. რავიცი რავიცი, დაგვაქცევს ეს ხავი, 60-50 ტორესი რაფინიაში მიგვათხლეშინა და შეტევაში 0 ვართ. იგივე მოხდება ნახევარდაცვაშიც.
რავიცი აბა ამრაბატს კი მირჩევნია
Egeni vinc chamotvale problemas ver mogvixsnian,verc ertad da verc calcalke,magram subimendi ro 60 milioniani igroki araa da xavi nabo**arma ro espanelebis machalkobas unda moeshvas eg iasnia. Morig espanelshi amxela tanxas gvayrevinebs da arc fiqrdeba gundi ro gakotrebis pirasaa me magis dedas iq shvc.
სუბიმენდის ძალიან ცუდად უყურებთ თქვენ როგორც ბარსას სტილის საყრდენი ზედ გამოჭრილია.ვერც დეიონგი და ვერც კესი ამის მეოთხედს ვერ დადებს საყრდენ ზონაში.თავის დროზე როდრიზეც იგივეს იტყოდით ახლა კი ხედავთ რა დონეაა
60 მილიონი უნდა გადაახდევინოს ჩავიმ ამაში ბარსელონას?? და ამ დროს დეიონგი, კესი და ნიკოც გუნდში იქნებიან და კიდე უნდა დაამატოს ჩამშლელი ნახევარმცველი? კაი ცალკე ვერცერთი შეცვლის ბუსკეცს მარა დეიონგი-კესის დუეტი ხო მაინც ვიცით რაც შეუძლიათ. ან რო იჭიმები იცი რო გაამართლებს ეს სუბიმენდი? ყველა ესპანელზეა ჩაციკლული ეს ჩემისა რა უბედურებაა🤮 ბარსას მწვრთნელი ხარ ფურიაროხასი კიარა! არაა აუცილებელი ყველა პოზიციაზე ესპანელი გეყენოს, ეგ შენ დროს იყო ბარსას და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა იდენტური, დამთავრდა ის თაობა აღარაა🙃 იმედია არ დაუჯერებენ და არ მოიყვანენ მართლა ჩავის გამო, უფრო სწორად 10 მილიონზე მეტი მაინც არ გადაყარონ თუ ეგრე ძაან უნდათ🙂
ამას მაქედან 6 შეხვდება, მაგდენიაქვს ფატის, გავის, ბალდეს და პედრისაც.
12 მილიონი ხელფასი სუბიმენდის? სულ გაუბერეს ამათ. მაგდენს სუპერვარსკვლავს უნდა უხდიდნენ, თუ არ უნდათ რომ რამდენიმე წელში კიდე გაკოტრების ზღვარზე არ მიიყვანონ კლუბი.