დღეს El Confidencial-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ესპანეთის საგადასახადო სააგენტომ “ბარსელონა” წარსულში ხარჯების არასწორი დეკლარირების გამო 15.7 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
გამოცემის ცნობით, რომ “ბარსა” ყოფილი სპონსორის Audi-ს მიერ ფეხბურთელებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ავტომობილების ღირებულებისა და ფეხბურთელებისთვის ჩარტერული რეისების გამოყოფისთვის გაწეული ხარჯების არასწორი აღრიცხვისთვის დაჯარიმდა.
ამასთან დაკავშირებით, “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებები და შესწორებები გააკეთა.
განცხადებაში ვკითხულობთ:
“ბარსელონას” 2015/16 და 2017/18 სეზონების ფინანსური წლების გამოსაკვლევად გამოძიება ჩატარდა, რომელიც 2021 წლის ივლისში დასრულდა.
საგადასახადო სამსახურს სანქციები არ დაუწესებია El Confidencial-ის მიერ აღწერილი არცერთი სავარაუდო დარღვევის გამო.
გამოცემის მიერ ნახსენები სანქციები, რომლებიც ცენტრალურ ადმინისტრაციულ ფინანსურ სასამართლოში გასაჩივრდა, ფეხბურთელების აგენტებისთვის გადახდილი თანხისთვის დაკისრებულ გადასახადებს ეხებოდა.
“ბარსას” სურს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ 2023 წლის აპრილში ცენტრალურმა ადმინისტრაციულმა ფინანსურმა სასამართლომ დააკმაყოფილა კლუბის იურისტების საჩივარი რეზიდენტთა და არარეზიდენტთა საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ დამატებით ღირებულების გადასახადთან და მოთამაშეთა აგენტებისთვის გადახდილ თანხასთან დაკავშირებით დაკისრებული ჯარიმები ასევე მალე გაუქმდება.
კლუბი გავრცელებული ინფორმაციის შესწორებას მოითხოვს.
ყველაფრით რო ჩვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ…
ნ.აბიჭვარი მადრიდის ბინძური ხელი, ყველა მხრიდან როგორ უტევს და უჩალიჩებს, დანგრევა და მოსპობა უნდათ ბარსასი, მაგრამ ჩემი ყ… ჩაიდონ ,ვერაფერი გამოუვათ ღორისშვილებს
მოკლედ, რომ ვხედავ, გუნდს როგორ ექცევიან და ამცირებენ, პატივს უფრო მეტად ვცემ (მიუხედავად იმისა, რომ 18 წელია ამ კლუბის გულშემატიკვარი ვარ). ტიპების ერთი იმედი აქვთ, დანგრეულ-დაქცეული "ბარსელონა" ნახონ, მაგრამ ეს ამბები იცით რისი ნიშანია?
კლუბის აღზევებისა და "ბარსელონას" ახალი ეპოქის ეშინიათ; იციან, რომ "ბარსელონა" უდიდესი ბრენდია და მხოლოდ მაშინ შეიძლება რაიმე ზიანის მიყენება, როცა კრიზისი აქვს და ეგ პერიოდი ახლა არის.
ჰოდა, სანამ დრო გაქვთ, ვირთხებო, ცოტა ხნით, თქვენი ჭკუით, "ამცირეთ" კლუბი და როცა "ბარსას" დრო დადგება, ყველას პასუხი მოგეზღვებათ – განსაკუთრებით, მოედანზე.
რეპრესიებია აბა რა არის ეს?! რაც დაბრუნდა ლაპორტა ხოარ გასულა კვირა რო რაღაც ახალი არ მოიგონოს ტებასის კლანმა🙂 ჩვენი დროც დადგება, მოეთხოვებათ მაგ ნაბო*რებს პასუხი ყველა გამოგონილ ბრალდებაზე, ბართომეუ შეუძღვებათ კამერაში მთელ მოდგმას!
როგორც კი ტებასმა "ნებართვა გასცა" ლეოს დაბრუნებაზე ამას თან მოჰყვა, საჯარიმო სანქციები რაღაც მოგონილ დარღვევებზე
ეხლა კიდევ გამოვა ტებასი და დინჯად აგვიხსნის, რომ ამ ჯარიმის გადახდის შემდეგ ბარსას აღარ ეყოფა ლეოს დასარეგისტრირებელი თანხა. და ალბათ ზრდილობიანად მოიხდის ბოდიშს. არვიცი ვის გახსოვთ ლეოს რო 4 მილიონის დამალვა უპოვეს და ლეომ რო 10 მილიონი მაშინვე შეიტანა, მამამისის მიქარულ საქმეზე. მაშინ სასამართლომ გაითვალისწინა რომ მესი არ იყო დამნაშავე ფული კი რა თქმა უნდა ბიუჯეტში გაუშვეს. ამის შემდეგ დღეს რას მოვიგონებ იმ შლიუშკის გვარს, რომელიც ადრე რეალის დირექტორატში მუშაობდა და იქიდან პროკურორად გადავიდა. მოითხოვა მესის მიმართ გამოძიების გაგრძელება. ამ ქალბატონს ხშირად ხედავდნენ პერესის ლოჟაში მის ახლომახლოს. პერსი კი აგრძელებდა მესიზე ზეწოლას და რეალში იწვევდა. მალე რონალდუს საერთოდ 15 მილიონამდე არადეკლარირებული თანხა უპოვეს და იმ ისტერიჩკამაც მორთო ღრიალი მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ და ჩემით უნდათ ავტორიტეტის მოხვეჭაო. მოკლედ ნელ-ნელა ეს საქმე მიაჩუმათეს. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა გჯეროდეს პერესის ცრემლების, რო თურმე ფრანკო რეალს კი არა ბარსელონას ეხმარებოდა და საბუთად ის მოყავდა ბარსა უფრო ხშირად ხდებოდა ჩემპიონი იმ წლებში ვიდრე რეალიო.
სასაცილოც აღარაა. ლიჟბი რამეთი დაგვამცირონ.