”ბარსელონამ” ტელიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

”ბარსელონამ” ტელიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კატალონიურმა ”ბარსელონამ” კონტრაქტი გაუხანგრძლივა ფილიალის გუნდის თავდამსხმელს, კრისტიან ტელიოს.

ახალი ხელშეკრულებით ფეხბურთელი კლუბში 2013 წლამდე დარჩება. ესპანელი ფეხბურთელის მინიმალური გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ტელიო ესპანეთის 20 წლამდელთა ნაკრების წევრია. ის ”ბარსა ბ”-ში 2010 წლის ზაფხულში ”ესპანიოლ ბ”-დან გადაბარგდა. კატალონიური კლუბის პირველ გუნდში ფეხბურთელის ოფიციალური დებიური ჯერ არ შემდგარა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია