workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრისიო დიასი: ბარსელონასნაირი დიდი გუნდის ინტერესი ოცნების ახდენაა

ფაბრისიო დიასი: ბარსელონასნაირი დიდი გუნდის ინტერესი ოცნების ახდენაა

“ბარსელონას” ერთ-ერთმა სატრანსფერო სამიზნემ, ფაბრისიო დიასმა Fútbol por Carve Tira Diaria-სთან კომენტარი გააკეთა:

ისეთი დიდი გუნდის ინტერესი, როგორიც “ბარსელონაა”, ოცნების ახდენას ჰგავს. ყველაფერს ჩემი აგენტი აგვარებს.

მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ის ჩემთვის საუკეთესო ვარიანტს იპოვის. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსამ” დიასის აგენტთან შეთანხმების საფუძვლები უკვე შეადგინა, მაგრამ მონტევიდეოს “ლივერპულთან” გარიგებისთვის ჯერ არ მოუღწევია. ურუგვაული კლუბი 20 წლის ტალანტის სანაცვლოდ €6 მილიონს ითხოვს. მათ “ფლამენგოსა” და “რივერ პლეიტის” €4-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრეს.

“ბარსელონამ” შეხვედრაზე ფაბრისიოს წარმომადგენელს უთხრა, რომ ფეხბურთელი “ბარსა ატლეტიკის” წევრი იქნება, მაგრამ პირველ გუნდში ითამაშებს.

ურუგვაელ საყრდენს ევროპაში გადაბარგება სურს, რის გამოც სამხრეთ ამერიკული კლუბების წინადადებებს არ განიხილავს.

თუ “ბლაუგრანა” “მონტევიდეოს” მომავალ 2 კვირაში ვერ შეუთანხმდება, შესაძლოა, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიასის ფასი გაიზარდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Albicelecte
    schedule 08 მაი 2023, 22:13
    #2

    ურუგვაელების ტრადიცია თუ გაგრძელდება, მაგას რა სჯობს?
    6 მილიონი ხურდებია

  • nika 54
    schedule 08 მაი 2023, 17:53
    #1

    თუ მართლა "ტალანტია" 6 მილიონი არ არის ძვირი მაშინ, როცა რაფინიაში თითქოს 80 მილიონს იხდიანო. ურაუგვაელებიდან სუარესი გვყავდა დღეს კი არაუხო და ნეტავ ამათ დონეს მიუახლოვდეს.