“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო ლიონელ მესიზე საუბრობს:
სამწუხაროა, რომ პსჟ-ის ქომაგები ვერ აცნობიერებენ, რამდენად იღბლიანები არიან, რომ მესი ჰყავთ. ვფიქრობ, 10 წლის წინ პარიზელთა ვერცერთი ფანი იფიქრებდა, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი მათ გუნდში ითამაშებდა. იმის ნაცვლად, რომ ლეოს თამაშით სიამოვნება მიეღოთ, 2 წელია, მას აკრიტიკებენ.
10 წელიწადში ისინი საკუთარ ქმედებებს ინანებენ. ნებისმიერი კლუბი ყველაფერს გაიღებდა, რომ მესი 5 წუთით მაინც ჰყოლოდა.
ლეოს პროფესიონალიზმი კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს. რთულად მოსაძებნია ადამიანი, რომელიც მსგავსი მიდგომებით გამოირჩევა. მისი გაკრიტიკება შეუძლებელია.
არგენტინელი იქ უნდა წავიდეს, სადაც თავის ოჯახთან ერთად ბედნიერი იქნება. თუ ეს ადგილი არგენტინაა, შესანიშნავი იქნება. თუ არა, მის ყურებას ტელევიზორში გავაგრძელებთ, როგორც თითქმის ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მესის “პარი სენ-ჟერმენიდან” წასვლა გადაწყვეტილია. მისთვის ბრძოლაში ფავორიტი კი “ბარსელონაა”.




მე მგონი ადრე პირიქით იყო ლაპარაკი ნაკრებში არ თამაშობსო, და პსჟ-ში რა ჭირს? 20 გოლი და 19 ასისტი აქვს წელს, მაშინ როცა მბაპე საერთოდ არ უბრუნებს პასს, მესი რო უკეთეს პოზიციაშიც რო იყოს. თუ უყურებთ პსჟ-ს თამაშებს ადვილად შეამჩნევთ რამდენს მაზავს მბაპე, რა საგოლეებს აფუჭებს. ოღონდ არავის მისცეს პასი მეორე რონალდუა.
წავა არაბეთში ალბათ😑 აბა ბარსას სად აქვს ამის მოყვანის თავი
ნუ პსჟ რომ არარაობაა თავის ფანებიან გუნდიანად და თავმოყვარე ფეხბურთელი მაგათთან რომ არ უნდა გადავიდეს ნათელია, მარა მესის ბრალიც არის გარკვეულწილად ჯერ მაგ სასირეთში რომ გადავიდა ნეიმარის გამო და მერე საერთოდ რომ არ ინდომებს თამაშს და კიდია ვაბშე კლუბი,როცა ნაკრებში 200% იხარჯება.