workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინე იამალი: ჩავიმ მითხრა, რომ თავისუფლად მეთამაშა

ლამინე იამალი: ჩავიმ მითხრა, რომ თავისუფლად მეთამაშა

“ბარსელონას” 15 წლის ტალანტმა, ლამინე იამალმა, რომელსაც გუშინ პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა, Barça TV-თან ისაუბრა:

მოედანზე გასვლისას დიდებული ემოციები დამეუფლა. “კამპ ნოუს” ხილვა შესანიშნავი იყო. თანდათან ვცდილობდი, ნერვები მომეთოკა და თავი კომფორტულად მეგრძნო.
თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ, რის გამოც მადლიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გავხდი, მაგრამ მინდა, კიდევ ბევრს მივაღწიო.
ჩავიმ მითხრა, რომ პირველი ნაბიჯები თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად გამოეყენებინა და თუ შევძლებდი, ის მეკეთებინა, რასაც ახალგაზრდულ გუნდში ვაკეთებ. თანაგუნდელებიც ამას მეუბნებოდნენ, მატჩის შემდეგ კი მომილოცეს.
ჩემი ფავორიტი პოზიცია მარჯვენა ფლანგია. მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს კრეატიული ვარ და საკუთარი უნარების გამოყენება შემიძლია. 
ამ მიღწევას ოჯახს, მეგობრებსა და იმ ადამიანებს ვუძღვნი, რომლებიც საწყისი ეტაპიდან ჩემთან არიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 01 მაი 2023, 17:10

    დემბელეზე როგორ ამბობთ გასაშვებიაო? ერთადერთია გუნდში ვისაც ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია და ყიდით?

  • Frenkie de Jong_
    schedule 30 აპრ 2023, 22:50

    ციტატა: NEYBarca
    რავი ჩემი აზრით ამაზე უნდა დაიდოს ფსონი და არა დემბელეზე , რასაც ეხლა შვებიან. დემბელე უნდა გაიყიდოს ყველა ვარიანტში.

    ფსონი თავის დროზე როცა დადეს მაშინ მიქარეს ფატიზე, ახლა კიდე ახალ ბავშვზე დადონ კიდე ფსონი. ბავშვია და ჯერ არც ფიზიკური და მითუმეფეს არც ფსიქოლოგიური მონაცემები აქვს ამხელა წნეხისთვის.

    დემბელე კიდე ისედაც და ასედაც გასაშვებია

  • NEYBarca
    schedule 30 აპრ 2023, 21:13

    რავი ჩემი აზრით ამაზე უნდა დაიდოს ფსონი და არა დემბელეზე , რასაც ეხლა შვებიან. დემბელე უნდა გაიყიდოს ყველა ვარიანტში.

  • C.PC5
    schedule 30 აპრ 2023, 20:44

    ძაან კი შევჭამე ტვინი შეხსენებებით მარა რეკორდსმენი კაცი რომ გვყავს დღეს იუბილარი რა პონტში არ აღნიშნავთ მწერლებო?

  • M10 S9 D11
    schedule 30 აპრ 2023, 20:08

    შემდეგ თამაშში ძირითადიდან უნდა დაიწყოს ფატიზე და ტორესზე მეტს მაინც გააკეთებს თან მოტივირებული იქნება

  • nikusha
    schedule 30 აპრ 2023, 19:58

    ციტატა: nika 54

    ციტატა: nikusha
    ნაპოლის 6 მატჩი დარჩა და გასათამაშებელია 18 ქულა. სწორად 18 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს მეორე ადგილოსთან და რა მაინტერესებს გაინაღდა დღეს ჩემპიომობა თუ 1 ქულა სჭირდება კიდე? როგორი ბალანსი აქვს მეორეადგილოსანთან?

    ვერა, თამაში ფრედ დამთავრდა, ეხლა კიდევ ერთი ქულა უნდა რო 80 გაუხდეს, ლაციო კი მაქსიმუმის 18 ქულის აღებაში მხოლოდ 79 ქულას დააგროვებს. აგერ ცხრილი დღევანდელი თამაშის შემდეგ.

    1. NAPOLI 32 25 4 3 68 22 46 79
    2. SS LAZIO 32 18 7 7 50 24 26 61

    მადლობა გაიხარე ძმა. თან ჩემი მოსახელე ხარ და კაი კაცი ჩანხარ და იქნები უეჭველი

  • nika 54
    schedule 30 აპრ 2023, 19:44

    ციტატა: nikusha
    ნაპოლის 6 მატჩი დარჩა და გასათამაშებელია 18 ქულა. სწორად 18 ქულიანი ჰანდიკაპი აქვს მეორე ადგილოსთან და რა მაინტერესებს გაინაღდა დღეს ჩემპიომობა თუ 1 ქულა სჭირდება კიდე? როგორი ბალანსი აქვს მეორეადგილოსანთან?

    ვერა, თამაში ფრედ დამთავრდა, ეხლა კიდევ ერთი ქულა უნდა რო 80 გაუხდეს, ლაციო კი მაქსიმუმის 18 ქულის აღებაში მხოლოდ 79 ქულას დააგროვებს. აგერ ცხრილი დღევანდელი თამაშის შემდეგ.

    1. NAPOLI 32 25 4 3 68 22 46 79
    2. SS LAZIO 32 18 7 7 50 24 26 61

  • nikusha
    schedule 30 აპრ 2023, 19:24