“ბარსელონა” “ჟუვენილ ა”-ს 15 წლის ფეხბურთელისთვის ლამინე იამალისთვის პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ესპანელი 13 ივლისს 16 წლის გახდება, კლუბს ხელშეკრულების გაფორმება სწორედ ამ დროისთვის სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” იამალის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებებს აწარმოებსს და ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ამჩნევს, რომ ის ჩავი ერნანდესის ნდობას აფასებს.
ლამინე იამალი პირველ გუნდთან ერთად ხშირად ვარჯიშობს. ჩავიმ ის “ატლეტიკოსთან” მატჩის განაცხადშიც კი შეიყვანა.




ბავშვია და ეხლა ის მომენტია, რომ საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება ყველაზე მეტად;
ნელ-ნელა შემადგენლობას უნდა მიაჩვიოს ჩავიმ, მომდევნო სეზონიდან "ისე რა" მატჩებში 60 წუთიდან უნდა შეუშვას და თასზე უნდა დააყენოს ხოლმე, პირველ 3 მატჩში მაინც;
ასე განვითარდება და ნელ-ნელა ჩამოყალიბდება, თუ ჯანმრთელობამ და ფსიქოლოგიამ გაუქაჩა
ეხლა 13 ივლისამდე ყოველდღე ამ ბიჭზე უნდა წეროთ? ისევ მესი ჯობია.
ხო სისულელეა ეგ, მარტო კარგს ხედავ ფეხბურთელისას, მარტო ძლიერ მხარეებს. შეიძლება ზოგადი წარმოდგენა შეგექმნას მარა მცდარიც თან. იუთუბზე მალკომი, იუსუფ დემირი ან ტრინკაო რო გენახა ახალი მესი გეგონებოდა სამივე. მარა რო გადაგესკოჩა ერთ კარგ მარჯვენა ვინგერს ვერ მიიღებდი