ჩავი ერნანდესმა “ატლატიკოსთან” მატჩის განაცხადში 15 წლის ტალანტი ლამინე იამალი შეიყვანა.
Cadena Ser-ის ჟურნალისტის, ადრია ალბეტსის ინფორმაციით, ესპანელი თინეიჯერი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც პირველი გუნდის განაცხადში მოხვდა.
2007 წელს დაბადებული იამალი, რომელიც მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რის გამოც ის პირველ გუნდთან ერთად ხშირად ვარჯიშობს, დღეს კი განაცხადში მოხვედრაც დაიმსახურა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ბარსელონა” იამალის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ფეხბურთელს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმოს. ის “ლა მასიას” ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლება.




ატლეტიკოსთან არ ღირს ამის შემოყვანა, რამეს მოწეევენ
ამ ბავშვს შეჭამენ ნაჯახები.
იმედია ხვალ მცირე დროით მეორე ტაიმში ბოლოსკენ მიეცემა შანსი
ძაან მაგარი რამე ა ამისი განაცხადში შეყვანა, ცოტა დროს თუ მიცემენ მითუმეტეს, ძალიან რთულია ბარსას აკადემიის გავლითტ ძირითად გუნდში მოხვედრო, ეს არა მარტო ნიჭს, არამედ შრომას მოითხოვს, ხოდა თუ ეცოდინებო რომ მისი შრომა დაფასდება და ძირითად გუნდში აუცილებლად მოხვდება, მაში გააგრძელებს უფრო და უფრო მეტად ვარჯიშს, დახვეწავს საკუთარ უნარებს და პირველ გუნდშიც უფრო ძლიერი გადმოვა
განაცხადში რომ შეყავს მაგიტ ცალკე პლიუსებს უწევს. არეკლამებენ .. ელემენტარული რეკორდი დაუფიქსირეს. თუ ნაადრევად გაინაღდეს დარჩენილ თამაშებში უნდა ვიხილოთ
ატლეტიკოსთან არ შემოიყვანოს მოედანზე თორემ დალეწავენ ეგ ცხოველები.