workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრესკონფერენცია ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენი იდენტობა უნდა დავიბრუნოთ. ხვალინდელი თამაში დიდ მოტივაციას გვაძლევს. “ატლეტიკო” დიდებული გუნდია. ჩვენ უმაღლესი დონის მეტოქეს ვეთამაშებით. სიმეონეს გუნდი ალბათ ევროპაში საუკეთსო ფორმაშია.

მცირე ასაკის მიუხედავად, ლამინე იამალს გუნდის დახმარება შეუძლია. მას გამორჩეული ნიჭი და პიროვნული მახასიათებლები აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც “ბარსელონაში” ეპოქის შექმნა შეუძლია. 
გუნდს ვეუბნები, რომ იდენტობა შეინარჩუნონ და ფოკუსირებულნი დარჩნენ. დღევანდელი თამაშში უნდა დავამტკიცოთ, რომ ლა ლიგის მოგება გვსურს.

მესის დაბრუნება? ამაზე საუბარი ჩემი საქმე არაა. მე გუნდის კარგად მომზადებაზე ვარ პასუხისმგებელი. ტრანსფერებზე საუბრის დრო არაა.

იამალი განსხვავებულია. პედრი ინიესტას მაგონებს, თუმცა ლამინეს ბევრი ფეხბურთელის თვისებას ვამჩნევ.
დემბელე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ოთხშაბათს თუ არა, შაბათს მაინც დაბრუნდება, ისევე როგორც კრისტენსენი. რობერტოს გარდა, ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა.
მართალია, ლევანდოვსკის ისეთი შედეგები არ აქვს, როგორიც პირველ წრეში ჰქონდა, თუმცა ის გოლების გატანას გააგრძელებს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
დე იონგი საკვანძო ფეხბურთელია. მისი ყოლა უდიდესი ძალაა, ისევე, როგორც პედრისი. ფრენკი ნახევარდაცვაში ჩვენს თამაშს წარმართავს.
პედრი ინიესტას მაგონებს. ის პასების მთავარი შემქმნელი და თამაშის დირიჟორია. მისი დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ.
კარასკო ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ხშირად მთელ მარცხენა ფლანგს ითვისებს. ის შრომისმოყვარე და არაეგოისტი მოთამაშეა. თუ მის შეჩერებას ვერ შევძლებთ, შესაძლოა, პრობლემები შეგვექმნას.
 თუ ლა ლიგას ვერ მოვიგებთ, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება.
ლაპორტას შეხვედრა ჩეფერინთან? პრეზიდენტმა მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა და საგანგაშო არაფერია. 
თქვენ ამაზე იცინით, თუმცა მშრალ ბალახს თამაშზე გავლენა აქვს. ვინც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობს, ეს იცის. ამით თავს არ ვიმართლებ, მოედნის მდგომარეობაზე მაშინაც ვსაუბრობ, როდესაც ვიგებთ. ჰკითხეთ “ხეტაფეს” მწვრთნელს, რატომ არ მორწყეს მოედანი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • kanja
    schedule 23 აპრ 2023, 15:10

    ნუ გაახურე! დადე 3 ქულა! რას მიედ-მოედები!..

  • me da barca
    schedule 22 აპრ 2023, 20:36

    ატლეტიკომ ბოლოს 8. 01 წააგო, ისიც ჩვენთან. მას მერე 13 თამაში ჩაატარა და აქედან 10 მოიგო და 3 ფრე. თუ ისე ვითამაშეთ, როგორც ბოლო თამაშები, მაშინ მოვიგებთ სამში *****ს.

  • Chico
    schedule 22 აპრ 2023, 18:36

    აი ზუსტად, ხვალ არის ამის დრო, დაამტკიცონ, რომ ლა ლიგის მოგება შეუძლიათ და არა ვინმეს შესუსტების გამო არიან წინ…. მაგრამ რა თუ ვერ დაამტკიცებენ? რა და ამას დაინახავენ და გაიგონებენ რიგორც კულეებისაგან ასევე მადრიდისტებისაგან…. მშრალი ბალახი უშლის თამაშს, ეს ფაქტია, მაგრამ იმ დონის პირობნებამ ფეხბურთში, რა დონისაც ჩავია, ეგეთი რამეები არ უნდა თქვას… ეს მის პიროვნებას სამასხარაოდ იგდებს… მაგრამ ჩავიმ არ თქვა როგორი უნდა იყოს მზე….. ხვალაც შუადღეზეა მატჩი. ბარსელონაში 23* სიცხე იქნება, ქარი არ იქნება, გაზონი ზომაზეა გაკრეჭილი და კარგად მოირწყვება… და აქ ლაპორტამ გადაწყვიტა კიდევ ერთ ფაქტორზე გაემახვილებინა ყურადღება და ბრძანება გასცა, რის საფუძველზეც მატჩის დაწყებისას კამ ნოუს დასავლეთის და აღმოსავლეთის ტრიბუნებზე შესასვლელ კარებებს დაკეტავენ, რომ შემთხვევით ორპირმა ნიავმა ხელი არ შეუშალოს გუნდს….. იუმორი კარგია, მაგრამ ასეთი იუმორი ცრემლების მომგვრელია, ვინაიდან სრულიად შესაძლებია, რომ ბარსამ ისევ ჩაისვაროს და დააბრალოს ნიავსაც და რასაც გინდა…… მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები, სხვა რს გზა გვაქვს რომ…..

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 22 აპრ 2023, 17:39

    ციტატა: Griezzy7
    კარასკო ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ხშირად მთელ მარცხენა ფლანგს ითვისებს – აუუუ ახალი რაფინია მოყავს მგონი ჩავის :((((((((((((


    Memgoni marcxniv martla magis moyvana gadawydeba…

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 22 აპრ 2023, 17:32

    პედირ დე ფრენკი დაბრუნდნენ,ხვალ ლევანა გაიტანს.

  • nikusha
    schedule 22 აპრ 2023, 17:15

    ტერ შტეგენი
    კუნდე-არაუხო-ალონსო-ბალდე
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    რაფინია-ლევანდოვსკი-გავი

  • Maestro 6
    schedule 22 აპრ 2023, 16:04

    ციტატა: nika 54
    რა ამის პასუხია და ბარსელონამ ფირმინიოსთან მოილაპარაკაო:
    https://europop.ge/article/52579-pirmino-shetankhmda-liverpulis-tavdamskhmeli-espanetshi-midis


    ო ეგ მაგარი იქნებქ, ლევანდოვსკი და ფირმინო სერიოზული ამბავია