ჟოან ლაპორტა, ედუარ რომეუ, მატეუ ალემანი და ხელმძღვანელობის სხვა წევრები აქტიურად მუშაობენ, რომ ლა ლიგას შესაბამისი გეგმა წარუდგინონ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” მიზანია, რომ რონალდ არაუხოს, გავის, მარკოს ალონსოსა და სერჟი რობერტოს კონტრაქტები დაარეგისტრიროს. ამასთან, კლუბს სურს, ახალი შენაძენების რეგისტრაციაზე პრობლემები არ შეექმნას.
კატალონიური კლუბი სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას ანაზღაურების შემცირებასა და რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ხელფასების შემცირება მხოლოდ საფეხბურთო გუნდს არ შეეხება. გარდა ამისა, “ბლაუგრანამ”, შესაძლოა, Barça Studios-ს 24% გაყიდოს, საიდანაც დაახლოებით €100 მილიონს მიიღებს.
ოთხშაბათს ლა ლიგის ასამბლეაა და “ბარსას” სურს, აღნიშნულ შეხვედრაზე მომზადებული მივიდეს. წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ლა ლიგა კატალონიელთა გეგმას მიიღებს.
ბარსა სტუდიოს ნაწილიც თუ გაყიდეს არ ჰქონიათ თავში ჭკუა და ეგ არის. ისედაც ამდენი წილები გაყიდეს რაფინიას ტრანსფერისთვის…
აბა Barça Studios-ს 24% თუ გაყიდიან საიდანაც დაახლოებით €100 მილიონს მიიღებენ, რაღა დარჩა 100 მილიონს ვერ იშოვიან 15 კაცი გვყავს გასაყიდი თუ მეტი არა.
ზაფხულში მესი დაიდოს ლაპორტ
დავაით მოამზადეთ თსლობა