ჟოან გამპერის თასი, შესაძლოა, ბაზელში ჩატარდეს

ჟოან გამპერის თასი, შესაძლოა, ბაზელში ჩატარდეს

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, “ბარსელონამ”, შესაძლოა, გამპერის თასი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ჩაატაროს.

ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ ამ ვარიანტს განიხილავს, რათა კლუბის შემოსავალი გაზარდოს.

ზოგადად, გამპერის თასი ყოველი სეზონის წინ “კამპ ნოუზე” ტარდება. კატალონიურმა კლუბმა არჩევანი ბაზელზე ალბათ იმიტომ შეაჩერა, რომ საფეხბურთო კლუბი “ბაზელი” ასევე “ბარსა” დამაარსებლის, ჟოან გამპერის დაარსებულია.

აღსანიშნავია, რომ გამპერის თასამდე, “ბარსელონა” მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ამხანაგური მატჩის ჩატარებაზეც ფიქრობს. ვინაიდან გუნდი კოპა დელ რეის ფინალში ვერ გავიდა, ლა ლიგაში “ოსასუნასთან (2 მაისს) და “ესპანიოლთან” (14 მაისს) გასამართ შეხვედრებამდე 12-დღიანი პაუზა აქვს, რის გამოც ამხანაგური მატჩის ჩატარებას არ გამორიცხავს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    14 აპრ 2023, 18:31

    რა უნდა გამოიმუშაონ იმდენი, მგზავრობის ფულს ამოიღებენ მაინც.