workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ჟირონასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ჟირონასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “ჟირონასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხვალინდელი თამაში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მშვენიერი შანსი გვაქვს, რომ 15-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვოთ. წაგება დაუშვებელია. “რეალ მადრიდის” მარცხი დამატებით მოტივაციას გვაძლევს.
თამაში რთული გამოვა. მიშელი ძალიან კარგად მუშაობს.
წინა თამაში გავაანალიზეთ. ჩვენ შეცდომები დავუშვით, რომლებიც ძვირად დაგვიჯდა. მაგრამ ეს ფურცელი უკვე გადავშალეთ. ახლა ლა ლიგაში დარჩენილ 11 მატჩზე ვართ ფოკუსირებულნი. 
დიდ თამაშებში გამოცდილება დაგვაკლდა.
აბდე ძალიან კარგად თამაშობს, მის გამო ბედნიერები ვართ. როდესაც ის დაბრუნდება, შევაფასებთ და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუმცა მას ვენდობით.
ჩვენ სუპერ თასი მოვიგეთ და ლა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოს ვართ, კოპა დელ რეიზე კი კარგად ვიბრძოლეთ. მართალია, ევროტურნირებზე ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია.
ბუსკეტსი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაპიტანი. მინდა, რომ ის გუნდში დარჩეს, თუმცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.
პედრისა და დემბელეს დაბრუნება იმაზეა დამოკიდებული, თუ თავს როგორ იგრძნობენ. ჯერ-ჯერობით ისინი თავს კარგად არ გრძნობენ.
არ ვფიქრობ, რომ ერთი-ერთზე თამაში გვიჭირს. მართალია, რაფინიას კამავინგას წინააღმდეგ გაუჭირდა, თუმცა ბალდე, ფერანი, დემბელე და ანსუ ამ ასპექტში ძლიერები არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2023, 16:05

    წინა თამაში გავაანალიზეთ. ჩვენ შეცდომები დავუშვით, რომლებიც ძვირად დაგვიჯდა. მაგრამ ეს ფურცელი უკვე გადავშალეთ. ახლა ლა ლიგაში დარჩენილ 11 მატჩზე ვართ ფოკუსირებულნი.
    რა ანალიზი უნდოდა, გუნდს დღესდღეობით 4 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და რეალი ამას გაპატიებდა. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს 3 ათეული წელი ხდება რეალს ასე არ მოუგია ჩვენთვის, ჩვენ კი ამ ბოლო ათწლედში გვაქვს იმდენი დიდი ანგარიშით მოგება რო უცებ ვერც ჩამოთვლი. იმედი ვიქონიოთ რომ მომავალში კლასიკოსთვის წამყვანი ფეხბურთელები მუდამ მწყობრში იქნებიან და დემბელესნაირი სირისტიანები აღარ უნდა შევიძინოთ.

  • Gaucho24
    schedule 10 აპრ 2023, 12:09

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Au idi vkchortu ra. Buskecic unda gaushva da mag shetevidan yvela gasayrelia,plus alba. Gaijarebulebidan yvela,abde sheidzleba marto skamze. Xalxi moitxove normaluri bliad da gasayreli gayare tore didi deo ar giweria ase. Artetasac gamoucdeli gundi yavda mara gadaxsna dzaan bevri grandi…


    პირველივე სეზონში? არა , არტეტასაც დრო მისცეს რამდენი წელია არსენალშია და ახლა იბრძვის ტიტულისთვის , ისიც გარანტირებული არ აქვს ტოპ 5 ჩემპიონატიდან ყველაზე დაბალი შანსი ჩემპიონობის არსენალს აქვს . ასეთი ფინანსური პრობლემები არ ქონდა და არ აქვს არტეტას , მაგრამ როცა თავისი ფილოსოფია ჩამოაყალიბა გუნდში , როცა ის ფეხბურთელები იყიდა ვინც უნდოდა აგერ ახლა დაფრინავს კი ბატონო , და ხავის საშინელი ფინანსური მდგომარეობა დახვდა გუნდში , განადგურებული მენტალიტეტი ,აკომაჩები და ეზ აბდეები , გუნდის მთავარი ბირთვი დაბერებული და მთავარი მესი ახალი წასული იყო , მესი რომელზეც მთელი გუნდი იყო დამოკიდებული და მის გარეშე თამაში არ იცოდნენ , ტიპმა ერთ სეზონში ლა ლიგა მოიგო ფაქტიურად , ევროტურნირებზე და მნიშვნელოვან თამაშებში არ გაუმართლა ტრავმების გამო და მაინც არ მოგვონს და ვაჯმეინებთ , ნამდვილად არ მესმის.. ეს რეალობაა ფიფა არ არის რომ იყიდო გაყიდო შენ ათამაშო ფეხბურთელი და ხელში ჯოისტიკი გეჭიროს , ის რომ ფერანმა რაფინიამ არ გაამართლა მათი ბრალი უფროა ვიდრე ხავის , ხავიმაც იცის დარწმუნებული ვარ რომ ნეიმარი უკეთესია რაფინიაზე , მბაპე უკეთესია , მანე უკეთესი იქნებოდა და ა.შ მაგრამ რისი ტრაკიც ბარსას ქონდა ის მოუყვანეს , დაუდეს ფეხბურთელების სია ვისი ყიდვაც ბარსას შეეძლო და უარესებს შორის საუკეთესო აირჩიეო და ეზ აბდეებს და აკომაჩებს ნამდვილად ჯობნიან , უბრალოდ გარედან ყველაფერი მარტივად ჩანს , ის ფული რაც გადაიხადეს ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ , ნაწილ-ნაწილ იხდიან , დაბალ ხელფასებზე , რომელი ვარსკვლავი წამოვა ამ პირობებით , არცერთი , მაგრამ იმდენი ხანი თუ გაჩერდება ხავი რამდენიც არტეტა გააჩერეს არსენალში და უკეთესი ფინანსური პირობები თუ ექნება დარწმუნებული ვარ ევროტურნირებზეც მიაღწევს წარმატებას , არავინ იცის რას იზამდა ლუის ენრიკე , ტუხელი ან სხვა იმ შემადგენლობით და იმ ფინანსებით რაც ხავის აქვს , ხავი კი ლა ლიგას იგებს , ტიტული დაუბრუნა გუნდს , მენტალიტეტი დაუბრუნა გუნდს , შეკრა და ფსიქოლოგიურად მოხოდა , პრესინგი ასწავლა და გუნდი აათამაშა , თან რა გუნდი ბოლო მწვრთნელის კი არა ბოლო მწვრთნელების ჩამპალი გუნდი, ვალვერდე კიკე კუმანი , ნაგავი მენტალიტეტით ფილოსოფიით და ტაქტიკით და თან მთავარი ყველაზე ძლიერი იარაღით ვერაფერს აკეთებდნენ , მესი ყავდათ და ვერაფერი , ღმერთმა ქნას მესი დაბრუნდეს და რამდენიმე კარგი ტრანსფერი გაკეთდეს , მერე ვნახოთ რას იზამს ხავი და შევადაროთ სხვებს , მანამდე კი დავტკბეთ იმით რომ დღეს ღამე რეალს 15 ქულით გავასწრებთ და დავტკბეთ ლა ლიგით და სუპერთასით , იმედია აღარავინ დაიმტვრევა და ბიჭებიც მალე დაბრუნდებიან რომ სრული შემადგენლობით დავტკბეთ , წარმატებები

  • Albicelecte
    schedule 09 აპრ 2023, 16:35

    ანუ დემბელე გაიყიდება, რაფინია ღრმად სკამზე გადაჯდება და მეფე დაბრუნდება, ეს იყო იმ 0:4-ით ნათქვამი, რომ 1 ნომრად თამაშით წყეული ჯოგი რომ დააჩოქო და გაანადგურიო ჯერ მესი უნდა დაბრუნდეს და შემდეგ რომ წავა, შეკრულ-შეთამშებულ გუნდს გადააბაროს რეალის რბევის ტარდიცია;
    გმადლობთ, ნახვამდის innocent

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 09 აპრ 2023, 16:10

    Au idi vkchortu ra. Buskecic unda gaushva da mag shetevidan yvela gasayrelia,plus alba. Gaijarebulebidan yvela,abde sheidzleba marto skamze. Xalxi moitxove normaluri bliad da gasayreli gayare tore didi deo ar giweria ase. Artetasac gamoucdeli gundi yavda mara gadaxsna dzaan bevri grandi…