“ბარსელონა” მომავალ სეზონში ცენტრფორვარდის შეძენას აპირებს, ფავორიტი კანდიდატები კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ვიტორ როკე არიან. კლუბმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, რადგან იცის, რომ ტრანსფერი ორივე მათგანს სურს.
მიუხედავად ფეხბურთელთა სურვილისა, კლუბებთან შეთანხმება მარტივი არ იქნება. გაბონელი შემტევი “ჩელსის” გეგმებში არ შედის, მაგრამ გასულ ზაფხულში მათ ობას სანაცვლოდ €15 მილიონი გადაიხადეს და პიერ-ემერიკს ასე ადვილად არ დათმობენ; ვიტორ როკე კი 18 წლისაა და ლოგიკურია, რომ “ატლეტიკო პარანაენსე” მის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს.
კატალონიურმა გრანდმა იცის, რომ თუ ლა ლიგა ამის საშუალებას მისცემს, ბრაზილიელ ტალანტში მაქსიმუმ €40 მილიონის გადახდა შეუძლია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას როკეს მამამ მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფს სთხოვა, რომ ბრაზილიაში გაემგზავრონ და “ატლეტიკო პარანაენსეს” პირისპირ გაესაუბრონ.




ობამა ალბათ ლევანდოვსკის ზამენათ. რაღაც მოუმატა ტრამვიანობას.
გამაგიჟებთ რააა!!! ობამა აქ არ გვყავდა? რათ გაუშვით?
იჩალიჩეთ, იჩალიჩეთ! ობამას დაბრუნება მშვენიერია და მეტად აუცილებელი!
როკე კაია და ასევე იჩალიჩეთ მეფის დაბრუნება!
რაღადროს ობამეიანგია, ამათ ხოარძმარავთ
ობა საშინელ ფორმაში იქნება და როკე კიდე არაფერი დიდი ტალანტია, ბარსაში გადმოვა და ჩაიკუკავს
აუ კაით რაა ჯონათან დავიდმა ყველა ინტერვიუში თქვა რომ ბავშვობის კლუბი და ოცნება ბარსააო და თან მაგარი თავდამსხმელია ბიჭოო ვიღაც როკე რომელსაც ევროპაში სათამაშო გამოცდილება საერთოდ არ აქვს და ეგრევე ბარსაში მოგყავს რავიცი აბაა
როკე თი მოგვყავს მაშინ ობამეიანგი რაღათ გვინდა,თან თუ ფულის გადახდა მოგვიწევს მითუმეტეს