ლუის როხოს ინფორმაციით, ჟერარ პიკეს კარიერის დასრულება ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნებას ხელს უწყობს.
წყაროს ცნობით, მათი გუნდში ერთად ყოფნა რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რადგან ლეოს სჯერა, რომ პიკემ “ბარსადან” მის წასვლაში გარკვეული წვლილი შეიტანა.
კატალონიური გრანდი მესის შესაძენად ლა ლიგას ეკონომიკურ გეგმას წარუდგენს. თუ კლუბი თანხმობას მიიღებს, მაშინ არგენტინელის გაფორმების შანსი გაიზრდება. გარდა ამისა, ჟოან ლაპორტა ლეოს შეხვდება და ურთიერთობას გამოასწორებს.
ტრანსფერი მარტივი არაა, რადგან კლუბს ჯერ კიდევ მრავალი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ “ბარსელონა” საჭირო ნაბიჯებს დგამს და მესის უახლოვდება – რაც რამდენიმე თვის წინ შეუძლებელი ჩანდა, ახლა შესაძლებელია.
ლეო “ბარსას” როგორიც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით ძალიან დაეხმარება. მისი დაბრუნება Espai Barça-სთვის ინვესტორებსა და სპონსორებს მოიზიდავს.
ჩავი ერნანდესი მესის მუდმივად ესაუბრება და “ბარსელონაში” დაბრუნებაში არწმუნებს. ლაპორტამ იცის, რომ ლეოს ტრანსფერი ჩავის დამსახურება იქნება.
სერხიო ბუსკეტსისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება და წასვლის თაობაზე ჟორდი ალბაზე ზეწოლის შემცირება შემთხვევითობა არაა. ისინი მესის მეგობრები არიან და “ბარსელონას” არ სურს, მათი გაშვებით არგენტინელის გადაბირების შანსები შეამციროს.
მესის საუდის არაბეთიდან (€400 მილიონი წელიწადში) უნდა “პარი სენ-ჟერმენისგან” ბევრად კარგი შემოთავაზებები აქვს, ვიდრე კატალონიური კლუბი წინადადება იქნება (“ბარსას” შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია), მაგრამ თუ ლეო დაბრუნდება, ეს ფულის გამო არ მოხდება.




მეტი რა ქნას პსჟ-ს 40 მილიონზე ეუბნება უარს, არაბებს 400 მილიონზე და ბარსელონაში 10 მილიონად მოდის ამაზე დიდი მსხვერპლი არა მგონი ვინმეს ქონდეს გაღებული საკუთარი კლუბის სასარგებლოდ.
პიკე არისა…ინტრიგანი-აფერისტი.
აი ხო კბიოლებამდე დაიცავვს ბარსას პიკე ისეთი კულეა, არავის შეარჩენს სიტყვას, მარა თავისივე ენით იმდენ რამეს აფუჭებს პარალელურად რო ცოტა რთული დასაჯერებელიც არის. რამდენი რამე აქვთ ერთად გადატანილი ამ ორს აკადემიიდან მოყოლებული და ამ ჩემისამ ზურგს უკან ჭორაობით გაანადგურა თუ რამე პატივისცემა ქონდა ლეოს მის მიმართ
მაგრად მაინტერებს ამათ შორის რა მოხდა/