მიუხედავად იმისა, რომ “კამპ ნოუ” 65 წლისაა, სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება. “ბარსას” საშინაო მოედანი ყველას აოცებს, ერთ-ერთი ასეთი არნაუ მარტინესი გახდება, რომელიც ტრიბუნებზე კი არ იქნება, არამედ, როცა “ბლაუგრანას” ჰიმნი ჩაირთვება, მოედანზე შეაბიჯებს და ბავშვობის კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
ორშაბათს “ბარსელონა” ლა ლიგის 28-ე ტურში “ჟირონას” მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა არნაუ “ბარსას” წინააღმდეგ ითამაშებს, მაგრამ აქამდე ეს ახალგაზრდა ფეხბურთელს მხოლოდ “მონტილივიზე” გაუკეთებია.
მარტინესმა “ლა მასიაში” 6 წელი (2010-2016) გაატარა. 2015/16 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურმა კლუბმა მის მშობლებს შეატყობინა, რომ არნაუ გუნდის გეგმებში არ შედიოდა. ამის შემდეგ ფეხბურთელი “ოსპიტალეტში” გადავიდა, პროფესიონალური კარიერა კი “ჟირონაში” დაიწყო.
არნაუ შეტევაში აქტიურობით გამოირჩევა. “ბარსელონა” მის პროგრესს ყურადღებით აკვირდება. თავის მხრივ, ფეხბურთელის სურვილი კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგებაა. თუ მარტინესი დაბრუნდება, ის პირველ გუნდში ერთ-ერთ ყოფილ თანაგუნდელს, ალეხანდრო ბალდეს შეხვდება, რომელთანაც აკადემიაში თამაშობდა.
თან უკვე ბარსა ატლეტიკში ირიცხება ოფიციალურად
ერთი ეგ არაუხოა ძლიერი და მეორე დესტი
და ხულიან არაუხო?! ამობობენ, რომ ძალიან ძლიერია და რას ფიქრობთ?
თან უკვე ბარსა ატლეტიკში ირიცხება ოფიციალურად
ფრიმპონგი მართლა მაგარია, მარა წავა აუქციონი. პავარს დიდი ხელფასი უნდა, კანსელო მარცხნივ უკეთესია. თან არაპროფესიონალი ქინხია. ეს ბიჭი კიდე აშკარად პროგრესირებს. ვინისიუსს მაგრად დაუდგა და ჯამში მაგარი ბიჭია, ფოიტი კიდე ყველაზე ცუდი ვარიანტია, ეგ და რაფინია ერთად ზედმეტია ერთი ფლანგისთვის. ფრიმპონგი თუ არ გამოვიდა ეს არნაუ იყოს,არ ეღირება 60 და 80. ისე არაუხოსაც დააკვირდნენ იქნებ გავარდეს რამე
Primpong,es , pavard. Ase davalagebdi prioritetebs mag flangze. Foyt tu moiyvanes da xavis movu**an dedis glandi
ბარსას აღზრდილება კლუბი არასდროს ავიწყდებათ, მესიზე დიდი მაგალითი რა გინდა.
ოღონდ ფოიტი არ მოიყვანონ და თუ უნდათ ისევ სემედუ დააბრუნონ
ან არნაუ ან ფრიმპონგი,ორივე იდეალურად ერგება ჩვენ სტილს
კაი ვარიანტია
ფოიტის მოთრევას ბევრად ჯობია