workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მარცხის შემდეგ

ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მარცხის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა კოპა დელ რეის ნახევარფინალში “რეალ მადრიდთან” მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ეს მძიმე მარცხია, რომელიც გულს გვტკენს. რთულად გადასახარში ღამეა, თუმცა კვლავ უნდა გავერთიანდეთ. ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ამას შედეგი აჩვენებს.
პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით. მათი კონტრშეტევა უნდა შეგვეჩერებინა. მეორე გოლის გატანამ შანსები მოგვისპო. სერიოზული შეცდომები დავუშვით, რაც შედეგზე აისახა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და წინსვლა განვაგრძოთ. 
ამ მარცხს ლა ლიგის სწრაფად მოგებით უნდა ვუპასუხოთ.
ტრავმებზე საუბარი გასამართლებელ მიზეზებს ჰგავს. 
ჩვენ პირველ მატჩსა და დღევანდელი შეხვედრის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, რის გამოც ამაყი ვარ. 
თამაშამდე ვთქვი, რომ “მადრიდი” ფავორიტი იყო – გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. 
როდესაც “რეალ მადრიდთან” მომენტებს ვერ იყენებ, აუცილებლად ისჯები. ეს გუნდი ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტია.
მეტოქეს უნდა მივულოცოთ. მათ ძალიან კარგად ითამაშეს.
ლა ლიგისა და სუპერ თასის მოგება კარგ სეზონს ნიშნავს. 
გავიხსენოთ, საიდან მოვდივართ. როდესაც “ბარსას” მწვრთნელი გავხდი, გუნდი არაფრისთვის იბრძოდა, ახლა კი ლა ლიგის  მოგებასთან ახლოს ვართ, სუპერ თასი კი უკვე მოგებული გვაქვს. ჩემთვის, ეს კარგი პროგრესია.
არ ვფიქრობ, რომ მენტალური პრობლემა გვქონდა.
საკმარისად მოწიფულები არ ვართ. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებმაც უკეთ თამაში უნდა ისწავლონ.
ვინისიუსი დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. ამის გარდა, მასზე არაფერს ვიტყვი. არ მინდა, კამათი გამოვიწვიო.
 ლევანდოვსკისა და ბენზემას შედარება? დღევანდელი შედეგის გამო არავის მოკვლას არ ვაპირებთ. რობერტი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ის მშვიდადაა.
არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ცდა დააკლეს, ჩვენ უბრალოდ ორგანიზებულობა დავკარგეთ.
საბაბს არ ვეძებ, თუმცა გამიხარდებოდა, თუ დღეს ტრავმირებული ფეხბურთელები გვეყოლებოდა.
ახლა ლა ლიგაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომელიც კოპა დელ რეიზე მნიშვნელოვანი ტურნირია. წინ 11 ფინალი გველის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (29)

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 17:46

    და მაინც იმ 1-0 -ით მოგებულმა მატჩებმა თავისი კვალი დატოვა, გუნდის მენტალიტეტზე. ანუ ბოლომდე გუნდი აღარ იხარჯებოდა და ეს მის ხასიათში ჩაჯდა. დარწმუნებული ვარ პირველი გოლი რო ჩვენ გაგვეტანა მაინც დაცვაზე გადაერთვებოდნენ ეს კი რეალს ყოველთვის ფრთებს ასხავს. მოკლედ რეალი ყოველ გადამწყვეტ მატჩში მაქსიმალისტია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია ლიგის თამაშებზე. ჩვენ კი ისევ რომანტიკული ფეხბურთის ტყვეობაში ვართ და გვგონია მთავარი ფეხბურთში სილამაზეა და არა შედეგი.

  • Rick Sanchez
    schedule 06 აპრ 2023, 21:43

    მაგარი ფანები ჰყავს ბარსას, საოცარი. მესმის გააკრიტიკო გუნდი, ფეხბურთელები, რადგან მართლა მ**ნერს ჭამენ წლებია, მაგრამ ჩავის როგორ აკრიტიკებთ, მადლობა თქვით ამ ჭაობში რომ მოვიდა და ლალიგა მოიგო

  • Gigazakaradze
    schedule 06 აპრ 2023, 17:02

    ციტატა: marco reus 11
    ყველა


    Setienis dros campnouze elklasiko argvitamashia plius amas baierntan gavnadgurdit 8 2

  • Boo.13
    schedule 06 აპრ 2023, 10:20

    აქ მარᲗლა ბაგა-ბაᲦია Თუ რა ხდება)))!?!!!

  • ძველი სკოლა
    schedule 06 აპრ 2023, 10:18

    3 კლასიკო მოიგო ხმა არავის ამოუღია გუშინაც პირველი ტაიმი იდეალურად ჩაატაარეს არ გაუმართლათ დ ეხლა დაჯ***ე გადავიდნენ სამწუხარო ფაქტია 😏 როგორც ხავის აგდებთ ისე ხართ მოსაკვეთები ბარსელონას ფანობიდან ამით ამის თქმა მინდოდა😉😉

  • Barca8
    schedule 06 აპრ 2023, 10:17

    marco reus 11, მომისმინე ჯიგარი ხავი მოვიდა დაშლილ დაჩანაკებულ გუნდში რომელიც ლალიგაში 9 პოზიციაზე იყო პლიუს ფინანსური კრიზისი პლიუს 4 ძირითადი მოთამაშის ტრავმა ძირითადი არა უფრო წამყვაბი მოთამაშეების ტრავმა და სეტიენს და კუმანს გუნდი და ფეხბურთელები რო ყავდა ნ შეადარებ რა ძალიან გთხოვ ისეთ სასწაულ რაღაცას იძახი რო ფერან ტორესით და ანსუ ფატით გინდა რო ლიგის ფინალი ითამაშო ლიგიდანაც იმიტო გამოვვარდით რომ არ გაგვიმართლა და მსაჯებმა აშკარად გაგვიწერს ხავი კიდე ძალიან კარგად მიდის 1 სრულ სეზონში ლალიგა მოიგო თითქმის და სუპერთასი და პრინციპულ დაპირსპირებას რას ეძახი რეალს საკმაოდ ჩაცაფარეთ წინა სეზონში და ეხლაც ერთი თამაში გვაჯობეს გასაგებია მაგრამ ბაიერნთან რა ნამუშით უნდა მოგვეგო ამ გუნდით არ მესმის მესსის დროსაც კი ბაიერნს 1000 ში ერთხელ ვუგებდით ატლეტიკო ხო გაწამებული ყავს რომელ პრინციპულ თამაშზეა საუბარი არ მესმის მე მირჩევნია პრინციპული თამაშები წააგოს გუნდმა და ტიტულები მოიგოს ვიდრე უტიტულოდ და კიდევ მთელი თამაშის განმავლობაში როცა მარცხენა მცველი ამწვავებს ყველაზე მწტად თამაშს და მხოლოდ მარცხენა მცველს შეუძლია კაცის 1-2 კაცის მოტყუება იქ უკვე მარტო მწვრთნელზე ნუ გადატყდება ყველაფერი 1 კაცი გვყავდა ვისაც კაცის მოტყუება შეუძლია და ისიც ტრავმირებულია დაასტულოს სეზონი ან კიდე შენი აზრი მაინტერესებს ხავი რო გაუშვან ვინ გინდა რომ მოიყვანონ მართლა მაინტერესებს ან სეტიენს რა არ უქნია 8-2 მე წავაგე ბაიერნთან ალბათ ეგ გირჩევნია ალბათ დღევანდელ შედეგებს შენ

  • marco reus 11
    schedule 06 აპრ 2023, 10:08

    Barca8,
    ზედმეტად პატარა არ ვარ , მეათე წელია ამ საიტზე ვარ მარტო. ჩავი იმიტო მინდა მარტო წავიდეს ,რო ორ წელიწადში ყველა პრინციპული და საჭირო ორმატჩიანი დუელი წააგო. იმიტო მინდა წავიდეს , რო გოლს რო გავუშვებთ 99% ის თამაში მკვდარია. ლალიგას ვიგებთ , მარა აი 1-0 ბს ვწურავთ მგონი 10 თამაში მოვიგეთ ეგრე. და სიმართლე გითხრა მე უჩლზე როგორ გამოვა გუნდი ეგ უფრო მაინტერესებს ვიდრე ლა ლიგა. უჩლს დორმატში ჩავიმ უკვე საკმარისად დამამახა მე პირადად რა შეუძლია. 4-0 წაგება კამპნოუზე რეალთან კიდე ხო ისტორიული *ლეობაა სეტიენსაც რო არ უქნია. წუროს დაცვა ახლა კიდე

  • Barca8
    schedule 06 აპრ 2023, 09:30

    ვინც იძახით ჩავის წასვლას ან ზედმეტად პატარები ხართ და ვერ იაზრებთ რამხელა საქმე გააკეთა გუნდისთვის ან კიდე ფეხბურთის გარტყმაში არ ხართ უკვე ყელშია ვიღაცეების უაზრო კომენტარები რა ლოგიკით გინდათ ხავის წასვლა არ მესმის თუ ამიხსნით და დამისაბუთებით ლოგიკური მსჯელობით გავჩუმდები

  • Andria
    schedule 06 აპრ 2023, 09:13

    marco reus 11, სადუნდა წავიდეს ჩავი სად ??? ორი ტიტული როდის ნახეთ ბოლოს ერთად ???? ან ვინ ითამაშებს კარგად ძირითადის 4 ფეხბურთელი რო არ ყავს ? როცა ყავდა გადააფცქვნა ბურთი თავზე ლალიგაში თუ სუპერთასზე