“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ელჩეს” დამარცხების (4-0) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
თავიდან ბოლომდე შესანიშნავად ვითამაშეთ. გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომელთაც ცოტა დრო ეძლევათ.
ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით. “რეალ მადრიდს” 15 ქულით ვუსწრებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ერიკ გარსიას საყრდენის პოზიციაზე თამაში ჟორდი კრუიფის იდეა იყო. მას ვარჯიშებზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ვფიქრობ, დღეს კარგი თამაში ჩაატარა. ჩვენ სარეზერვო გუნდთან ამხანაგური მატჩი გავმართეთ, რომელშიც გარსიამ ამ პოზიციაზე მშვენივრად ითამაშა. შეგვიძლია მისი სახით დიდებული საყრდენი გვყავდეს. ერიკის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ის მონდომებული ფეხბურთელია და შექებას იმსახურებს.
ალეიშ გარიდო “ბარსას” პროფილის ფეხბურთელია. მას ბოლო პასის გაკეთების უნარი აქვს და ძალიან ტექნიკურია. ამასთან, მას განვითარებისთვის დიდი დრო აქვს.
ამდენი მრავალმხრივი მოთამაშის ყოლა მნიშვნელოვანია. რობერტოს, კესიესა და ალონსოს ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ.
ასე უნდა განვაგრძოთ. დღევანდელი მოგებით უნდა ვისიამოვნოთ, ხვალიდან კი კოპა დელ რეის ნახევარფინალზე ვიფიქროთ.
ითამაშებს თუ არა დე იონგი “ელ კლასიკოს”? ვიმედოვნებ, ასე იქნება. ეს მის შეგრძნებებზეა დამოკიდებული.
ანსუსა და ფერანის გამო ბედნიერი ვარ. მათ თავდაჯერებულობა სჭირდებოდათ. დღეს მათ განსხვავება შექმნეს.
ფერანი ყოველთვის მუშაობს, მისი გაწვრთნა საოცარია. მას მუდმივად მომატება სურს. ტორესი თავმდაბალი და შრომისმოყვარეა.
ანსუს ეს გოლი სჭირდებოდა. შემტევების ხასიათი იცვლება, როდესაც მათ გოლი გააქვთ. მატჩის მიწურულს ის ძალიან დაღლილი იყო, რადგან დაცვაში ბევრი იშრომა. გოლი მისი შრომისა და ნიჭის შედეგია.
ვიდეოების ყურება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფეხბურთელებს ეხმარება, გაიაზრონ, თუ რა უნდა გამოასწორონ, როგორ აკონტროლონ საკუთარი სხეული და ა.შ.




27 თამაშში 71 ქულა. ეს ნიშნავს რომ საშუალოდ მატჩში 2,62 ქულას ვიღებთ, ასე რო განაგრძონ 100 ქულას თავისუფლად მოაგროვებენ, და ბოლოს 20 მატჩის მშრალად შენახვა? არვიცი რა ასე რო მესის აქ ყოფნის დროს ყოფილიყო ალბათ სულ ჩემპიონები ვიქნებოდით.
რობერტო კაი ნახევარმცველის როლს თამაშობს ხო იცით