workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხუან ფოიტი ხდება

ჩავის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხუან ფოიტი ხდება

ცენტრალური მცველის, საყრდენის, შუახაზელისა და შემტევის შეძენის გარდა, მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონას” ერთ-ერთი საზრუნავი მარჯვენა მცველის პოვნა იქნება.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ხუან ფოიტი ხდება. მიუხედავად ამისა, კატალონიურ კლუბს კონტაქტი ჯერ არც არგენტინელ მარჯვენაფლანგელთან ჰქონია და არც “ვილიარეალთან”.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობამ იცის, რომ ამ მომენტისთვის, მათ ფოიტის გასაფორმებლად საჭირო ბიუჯეტი არ აქვთ. ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვის შემთხვევაშიც კი, “ბარსას” არგენტინელი €30 მილიონამდე დაუჯდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 30 მარ 2023, 21:45

    აბა ის 18-წამდაგვიანებული არაუხო-2 ვინ არის მარჯვენა მცველი არ არის?

  • Rick Sanchez
    schedule 30 მარ 2023, 21:40

    30 მილიონად მოჰყავთ მონტიელის ზამენის ზამენა?

  • cruyff9
    schedule 30 მარ 2023, 14:13

    რა ფოიტიიო🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️პავარი მოიყვანეთ ბიჭოო

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 30 მარ 2023, 05:16

    Marjvniv vafshe aravin ar gvchirdeba da tu mainc deda aifetqa xavim,mashi 1)pavard 2) canselo…

  • Maestro 6
    schedule 30 მარ 2023, 01:59

    პავარზე კი ვამბობდი არ გვინდათქო მაგრამ რავი 26 წლისაა და საკმაოდ კარგ ფორმაში, დაცვაშიც კარგია და შეტევაშიც, როგორც მინიმუმ განხილულ ვარიანტებს კი ჯობია

  • DesmondHume
    schedule 30 მარ 2023, 01:57

    რატო ამოსდით მზე და მთვარე ამაზე გამაგებინეთ ვინმეეეეეემ :დდდდდდდდდდ მოაშორეთ რა ფოიტი, ხულიან არაუხოს განვითარებაზე იზრუნონ და ვაბშე არგვინდა არავინ

  • Don_Andresito
    schedule 30 მარ 2023, 01:48

    იდიოტიზმი, გვყავს კარგი მარჯვენა მცველი კუნდეს სახით, კუნდე ბევრად კაი მარჯვენა მცველია და ნაკლებად კარგი ცენტრალური მცველი, ფოიტი კიდე საშუალო დონის მარჯვენა მცველი. ანუ თუ სკამისთვის მოყავთ, სად გვაქ სკამში გადასახდელი 30 მილიონი, თუ ძირითადში უნდათ კიდე რა გამოდის, საშუალო დონე ფოიტი, კუნდე ცენტრში და კრისტიანსენი სკამზე? რა იდიოტიზმია. კანსელოს იჯარა განიხილონ და ეგ იქნება.