მომდევნო სეზონში “ბარსელონას” დაცვის მარჯვენა ფლანგზე, შესაძლოა, ახალგაზრდა მექსიკელი ხულიან არაუხო ვიხილოთ.
მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონა” შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს. პრიორიტეტი ლიონელ მესისა და საყრდენი ნახევარმცველის დამატებაა. ამის გამო დაცვის მარჯვენა ფლანგს სათანადო ყურადღება ვერ ექცევა, არადა ჟიულ კუნდეს დაცვის ცენტრში თამაში სურს და მას ჩავი ერნანდესიც ეთანხმება.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე “ბარსას” პრიორიტეტები ხუან ფოიტი და ჟოაუ კანსელუ არიან, მაგრამ რთული ფინანსური მდგომარეობა ორივე ვარიანტს მიუწვდომელს ხდის.
As-ის ცნობით “ბარსელონაში” დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ მომდევნო სეზონში გუნდის მარჯვენა მცველი ხულიან არაუხო იყოს. 21 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანამ” იანვარში დაიმატა, მაგრამ ტრანსფერის რამდენიმე წამით დაგვიანების გამო მისი დარეგისტრირება ვერ მოხერხდა. თუმცა ფეხბურთელი პირველი გუნდის ვარჯიშებში აქტიურად იყო ჩართული. მომდევნო სეზონიდან კი ხულიანს კატალონიურ გუნდში თამაშის უფლება ექნება.
კიდევ ერთი ვარიანტი ტრადიციულად სერჟი რობერტოა. “ელ კლასიკოში” კი ვინისიუს ჟუნიორის შეჩერებაზე კვლავ რონალდ არაუხო იზრუნებს.




აი მანდ დაგვერხევა ზუსტად
Gvars ar shearcxvens. Droa ukve alvesis mere normaluri marjvena mcveli gvegirsos
ორი მატჩი ვნახე მუნდიალზე მისი მონაწილეობით, ნამდვილად აქტიური იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ უჩვენებია…. აბა ვნახოთ და ივარგა, რატომაც არა….
მუნდიალზე საიდან ნახე, როცა არ უთამაშია, ის კი არა საერთოდ არ წაუყვანია მარტინოს?!
ნესტორ არაუხო ჰყავდა, სხვა, მისი მოგვარე,
ეტყობა ტრავმა ჰქონდა ან რაიმე, რადგანაც მანამდეც იყო ნაკრების წევრი და მას მერეც არის შემადგენლობაში
P.S. ისე კი აქებენ, ამბობენ ძალიან ძლიერიაო და იქნებ გაამართლოს
ღმერთმა არ ჰქნას და კიდევ ერთი ბელიერინი ვნახოთ…..
ორი მატჩი ვნახე მუნდიალზე მისი მონაწილეობით, ნამდვილად აქტიური იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ უჩვენებია…. აბა ვნახოთ და ივარგა, რატომაც არა….
ისე 3 მცველიან ტაქტიკაც მოსასინჯია 3-4-3
კუნდე-არაუხო-კრისტესტენი
გავი-დე იონგი-აბრაბატი-ბალდე
მესი-პედრი
ლევანდოვსკი
ისე ფეხბურთელი ვერ უნდა ბედავდეს ამდენს, რას ქვია წავალ თუ ცენტრში არ მათამაშებთო, წავა თორე თავზე არ დაგვექცეს გუნდი. ფრიმოონგი და პავარი მოგვივა მაგის ფასში. იქით რაფინიაა გავა და იგინება. ვაფშე ვერაა ეს ხავი პალაჟენისტი პატივს არ სცემენ. პეპს ვინ გაუბედავს მაგას ან კლოპს. კუნდე ცენტრში ნიშნავს ოთხ პრობლემას, ერთი: კუნდე არაუხოს დუეტი ცუდია, მარცხენა ცენტრალურ მცველად ორივე არაკონფორტულად დგას. მეორე: კუნდე ცენტრში ნიშნავს მეტ შეცდომას კუნდეს მხრიდან. მესამე: კუნდე ცენტრში ნიშნავს კრისტიანსენს სკამზე. მეოთხე: ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე ტოპ მარჯვენა მცველს ვერ ვყიდულიბთ, ესეიგი კუნდე ცენტრში ნიშნავს მარჯვნივ რობერტოს ან გამოუცდელ არაუხოს. ეს არაუხო კი უნდა დაიტესტოს. წაუდესტებს მგონი მარა შანსს იმსახურებს, მარა ძირითადად უნდა იდგეს კუნდე. არ უნდა და გზა პარიზისკენ ხსნილია
ჯერ არ უთამაშია და ამის იმედზე როგორ უნდა იყო
პრესეზონზე გაიტესტება და ვნახოთ აბა რა ბიჭია
პავარის ვარიანტია ახლა ერთადერთი კაი ვარიანტად დარჩენილი
კუნდეს ცენტრშიო, ანუ კრისტენსენი სკამზე? ყველაზე მეტად კუნდე მე მინდოდა ბარსაში მარა გავკარი გარდოგარდმო, კრისტენსენი ბევრად ჯობია და თუ ვინმეს გაყიდვის აუცილებლობა იქნება სწორედ კუნდე უნდა გაიყიდოს, ისე კი სამივე დასატოვებელია პროსტა ცუდი ისაა რო სკამზე ვერ სვავს ვერცერთს
მომდევნო სეზონში ბარსას მთავარი მარჯვენა მცველი, შესაძლოა, ხულიან არაუხო იყოს
რას ჰქვია შესაძლოა? აბა რისთვის მოიყვანეს? მით უმეტეს ბარსას სტილი აუთვისებია უკვე დაიწერა.
პრიორიტეტი შემტევის გაძლიერება უნდა იყოს და ბუსკეცის შემცვლელის მოყვანა, თუ შეძლებენ მერე მარჯვენა მცველიც საჭიროა