მეორედ დაფიქრების შემდეგ, “ბარსელონას” სატრანსფერო პრიორიტეტად მარჯვენა მცველის შეძენა იქცა.
კატალონიურ კლუბში ჟოაუ კანსელუს ვარიანტი ყველაზე ხშირად განიხილება. ასევე ცნობილია, რომ ჩავი ერნანდესს ხუან ფოიტი ძალიან მოსწონს, მაგრამ მისი ტრანსფერი ძვირი დაჯდება. გარდა ამისა, არსებობს ტომას მუნიეს კანდიდატურაც.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსას” ჩავის თანხმობა ექნება, კლუბისთვის არნაუ მარტინესი რეალური ვარიანტი გახდება. ის ფოიტზე იაფია და შესაძლოა, ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელიც ჩაერთოს.
ეს დაბრუნდეს და კიდევ არის ხულიან არაუხო; საკმარისია, ორი ახალგაზრდა ლატერალი, რომლებიც მებრძOლები და ფიზიკურად ძლიერები არიან
ეს მივყიდეთ ჟირონას თუ იჯარით ყავთ?
ფოიტს მართლა ჯობს მარა ჩავი თავისი მახინჯი გემოვნებით ფოიტზეა გადამკვდარი, ერთი რაფინიას დაიტოვებს,მეორეს ფოიტს მოიყვანს და მარჯვენა ფლანგი გვეყოლება მიმიქარავს დანი მესის დროინდელი. ძვირიაო, არადა ალბათ 15 მაინც ღირს, თან რო უშვებდნენ არაფერი ჩაუდეს პუნქტი ამ ფარჩაკებმა? ბელერინივით 32 რო გახდება მერე დავიბრუნოთ ::D იაფი აგერ სემედოა და დავიბრუნოთ მაშინ. მუნიე კიდე საერთოდ რა სახსენებელია
არაა ცუდი ბიჭი, ფოიტში ფულის ყრას კი ჯობია
რა ხუან ფოიტი ბლიად ან რა მუნიე მაგათ ბელერინი მერჩივნა