ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მას ჩამოყალიბებული თერთმეტეული არ ჰყავდა და 3 წლის განმავლობაში ზედიზედ ორ მატჩში ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობა არასდროს დაუყენებია. როგორც ჩანს, იმავე გზას ადგას “ფურია როხას” დამრიგებელი ლუის დე ლა ფუენტეც.
Relevo-ს ცნობით ნორვეგიასთან მოგების შემდეგ ესპანეთის ნაკრებში შოტლანდიასთან მატჩისთვის 7 ცვლილებაა მოსალოდნელი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო “ბარსელონელების” ბედია. ესპანური წყაროს ცნობით ლუის დე ლა ფუენტე როგორც გავის, ასევე ალეხანდრო ბალდეს დასვენებას გეგმავს, რაც “ბლაუგრანასთვის” კარგი ამბავია, რადგან ჩავის გუნდს ისედაც ბევრი ფეხბურთელი აკლია და თუ ნაკრებიდან მოთამაშეები ტრავმების გარეშე და დასვენებულები დაბრუნდებიან, ეს “ბარსას” წაადგება.
ესპანეთი შოტლანდიას ხვალ დაუპირისპირდება და მოსალოდნელია, რომ სტუმართა ძირითადში “ბარსელონელ” ფეხბურთელს ვერ ვიხილავთ.
დაუბაბანეს და ეგაა, 0-2, ა, მნე პო-ფიგუ, ჩამოვლენ მშივრები და ღორის თავი თაღლაურაში!
ძალიანაც კარგი, დავიღალეთ ამდენი ტრავმებით
ძალიანაც კარგი, ყოჩაღ ფუენტე. მადრიდელები ყველა ათამაშოს, სულ ჩვენები ხო არ უნდა იმტვრეოდნენ ამ სანაკრებო შეკრებებზე.