workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრისტენსენის აგენტი ვარაუდობს, რომ ზაფხულში პრემიერ ლიგიდან შემოთავაზებებს მიიღებს

კრისტენსენის აგენტი ვარაუდობს, რომ ზაფხულში პრემიერ ლიგიდან შემოთავაზებებს მიიღებს

ფინანსური პრობლემების მიუხედავად, “ბარსელონა” მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.

ჩავის გუნდი მიმდინარე სეზონში საშინაო ასპარეზზე შესანიშნავად გამოიყურება და შიდა ტრებლის მოგების შანსიც აქვს.

ანდრეას კრისტენსენი ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელმაც “ბარსას” წარმატებებში დიდი როლი ითამაშა და რომლის გაყიდვასაც კლუბი ყველაზე ნაკლებად განიხილავს. ის გუნდს უფასოდ შემოუერთდა და ხელშეუხებელია.

მიუხედავად ამისა, Sport-ის ინფორმაციით, კრისტენსენის აგენტმა “ბარსელონა” გააფრთხილა, რომ მომავალ ზაფხულში პრემიერ ლიგიდან შემოთავაზებებს ელოდება. თუმცა, ანდრეასი კატალონიაში ბედნიერია და ტრანსფერზე არავინ ფიქრობს. კლუბი ირწმუნება, რომ დანიელის გაყიდვას არავითარ შემთხვევაში განიხილავს, თუ ასტრონომიულ შემოთავაზებას არ მიიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • NeymardaSilva
    schedule 27 მარ 2023, 00:15

    მშვენიერ ადგილას არის, ხელი არ დაედოს

  • La Pulga10
    schedule 26 მარ 2023, 22:58

    ბიჯო ამ კაცს თავი გაანებონ საერთოდ.ჩვენი ნესტაა.

  • Rick Sanchez
    schedule 26 მარ 2023, 20:59

    კრისტენსენს თუ გაყიდიან, აღარ ვუყურებ ამათ თამაშებს

  • nika 54
    schedule 26 მარ 2023, 18:31

    ძლივს დაცვას თავი დაედგა და ეხლა ვინმეს გაყიდვა იქნება, თუ ვინმეს მართლა ჰგონია რო ტერ შტეგენი მართლა ჯადოქარია?
    მეკარე მაშინ არის კარგი როცა კარგი დაცვა ყავს და პირიქით. ეხლა ერთი კაი მარჯვენა მცველიც და მერე უკვე თავდასხმის გაძლიერევაზეც მოუწევთ ზრუნვა.

  • Maestro 6
    schedule 26 მარ 2023, 15:58

    მართლაც რომ არ ღირს ამ კაცის გაყიდვა, კარგ ასაკშია,თან უფასოდ მოსული, არც მაღალი ხელფასი აქვს და ძალიან მაგრამ ეგრება ბარსას სქემას, წლის ტრანსფერია ჩემი აზრით, არადა მეგონა ვერ გაამართლებდა

  • Griezzy7
    schedule 26 მარ 2023, 15:48

    არანაირად არ ღირს ამ კაცის გაყიდვა. იდეალური ასაკი აქვს და პროფესიონალია. სულ რომ 100 მილიონი გადაიხადონ ვინ მოყავთ უკეთესი?