Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ბრაზილიასა და მაროკოს შორის 26 მარტს გასამართ ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად სკაუტს გააგზავნის.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი აღნიშნულ შეხვედრაში ვიტორ როკეს, აბდე ეზალზულის, სოფიან ამრაბატსა და შადი რიადს დააკვირდება.
როკე მომავალი ზაფხულისთვის “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ეზ აბდე ჯერ კიდევ “ბლაუგრანას” საკუთრებაა და კლუბი გეგმავს, მისი ძალები პრესეზონზეც მოსინჯოს.
სოფიან ამრაბატმა, რომელიც ამჟამად “ფიორენტინაში” ასპარეზობს, იანვარში “ბლაუგრანაში” ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იტალიურმა გუნდმა მას წასვლის უფლება არ მისცა. შადი რიადი კი “ბარსა ატლეტიკის” მცველია, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტიც ჰქონდა.



რით დაგეხმაროთო,რომ გეკითხებიან და უბრალოდ ვათვალიერებო, რომ პასუხობ
იგივე ვარიანტი, სუპერმარკეტში ცარიელი ჯიბით სეირნობა…