workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: მესისთან ურთიერთობა უნდა გამოვასწორო

ჟოან ლაპორტა: მესისთან ურთიერთობა უნდა გამოვასწორო

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ერთ-ერთ YouTube-არხთან ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

მესიმ იცის, რომ მისთვის “ბარსას” კარი ყოველთვის ღიაა. ვნახოთ, რა მოხდება. მე გზა უნდა მოვძებნო, რომ ლეოსა და “ბარსელონას” შორის ამჟამად არსებული სიტუაცია გავაუმჯობესო.

პრეზიდენტად გახდომისას კლუბში ცუდი მემკვიდრეობა დამხვდა და ისეთი გადაწყვეტილების მიღებამ მომიწია, რომლითაც კმაყოფილი საერთოდ არ ვარ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nikusha
    schedule 25 მარ 2023, 12:00

    მესი და ობამას დაბრუნება მინდა და დანარჩენი ტრანსფერები თუ არ გაკეთდა მაგასაც გადავიტან და ავიტან პროსტა ამ ორის დაბრუნდება მინდა ფატის და ფერანის გაშვების სანაცვლოდ. ოღონდ ეს 2 კაცი მოვიდეს და მოვინელებ დანარჩენს ყველაფერს

  • Rick Sanchez
    schedule 24 მარ 2023, 22:34

    ციტატა: M10 S9 D11
    კაროჩე მესი ბარსაში თუ არ დაბრუნდა ზაფხულში დარწმუნებით შემეძლება იმის თქმა რო ლაპორტამ გამოიყენა


    გავის ვერ არეგისტრირებენ და მესის იმედი ნუ გექნება. აქიდანვე შეეგუე.

  • M10 S9 D11
    schedule 24 მარ 2023, 20:18

    კაროჩე მესი ბარსაში თუ არ დაბრუნდა ზაფხულში დარწმუნებით შემეძლება იმის თქმა რო ლაპორტამ გამოიყენა

  • Don_Andresito
    schedule 24 მარ 2023, 18:39

    მორიგ სიქინობას აპირებს. ეშინია ლეოს ავტორიტეტის. არ დააბრუნებს. იტყვის ტებასმა არაო თორე ყველაფერი ვცადეო

  • barsamesia
    schedule 24 მარ 2023, 18:38

    ლაპორტამ იცოდა, რომ ცუდი ვითარება დახვდებოდა, მაგრამ ასეთი უმძიმესი სიტუაცია რომ იყო ბარსაში, არ ელოდა. წარმოიდგინეთ, იმ პერესის "ბართმონაუ"-ს ისეთი რაღაცეები უკეთებია კლუბში, რომ (რაც ვიცით და რაც არ ვიცით) რამდენი წელია იძიებენ და დასრულებაც არ უჩანს მასშტაბებს… მარტო ის რად "ღირს", შავი პიარის სპეციალისტებს რომ უხდიდა მსუყე თანხებს, თან რაში – მესი რომ გამოჩენილიყო გაშავებული. კლუბი ისეთ კატასტროფულ უფსკრულში ჩააგდო, რომ იქიდან ამოსვლა ვერ შეძლებოდა. თუმცა, მე მჯერა ლაპორტასი, რომ ბარსა ისევ დადგება ფეხზე… ლაპორტას მოუწია არასასიამოვნო და ხისტი ზომების მიღება – გაიყიდა ბარსას ქონების მსხვილი ნაწილი, ხელფასების და შტატების შემვირება, და რაც მთავარია, სწორედ "ბართმონაუს" მიერ მიყენებული ჭრილობების და ტებასის მონდომებით დადგა საშინელი, მე ვიტყოდი, ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა – მესი წავიდა. ახლა რომ ნახეს, რომ ბარსამ დაიწყო უფსკრულიდან ამოსვლა, ეგრევე ეკვეთნენ – თავისუფალი აგენტების ყიდვის საშუალება კი არადა, საკუთარი ფეხბურთელის პირველ გუნდში დარეგისტრირების უფლებასაც არ აძლევენ! მაგრამ ბარსა მიჩვეულია უფსკრულებიდან ამოსვლას და შემდეგ ისეთი ჯადოქრული გუნდის შექმნას, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის შედევრებში მოიხსენიებს ფეხბურთის მატიანე, ისტორია გრძელდება…

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 24 მარ 2023, 17:18

    Ebicho moiqca ise rogorc sachiro iyo. Tu daabrunebs xo kai tu vera da magari gacileba unda movuwyot.

  • nika 54
    schedule 24 მარ 2023, 17:07

    კაი დროს გაგახსენდა, არჩევნებამდე არ იცოდი ვითომ რა ხდებოდა კლუბში.