“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ჟერარ პიკე საინტერესო კომენტარს აკეთებს:
თუ “ბარსა” ლა ლიგას მოიგებს, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ჩემპიონად ვიგრძნობ, რადგან სეზონის პირველ ნახევარში გუნდის წევრი ვიყავი.
განხორციელებული ტრანსფერებიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ პრიმერა დივიზიონის მოგების კანდიდატები ვიყავით.
პიკემ “ბარსელონას” მაისურით ბოლო მატჩი 2022 წლის 5 ნოემბერს ჩაატარა. მის ანგარიშზე 616 შეხვედრა, 53 გოლი და 15 ასისტია. ჟერარმა “ბარსასთან” ერთად ყველაფერი მოიგო.
ბარსა ჩემპიონი ნამდვილად გახდება, მაგრამ პიკე საკითხავია ჩაითვლება ჩემპიონად, მე მგონი არა.