“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად “ვისელ კობეში” თამაშობს, კატალონიის რადიოსთან ყოფილი კლუბის შესახებ საუბრობს.
სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” მსაჯები არასდროს მოუსყიდია. “ბარსაში” თამაშისას უცნაური არაფერ მიგრძვნია. მესმის, რომ ხალხი აკვირდება იმას, რა მოხდა და რა – არა, თუმცა ერთია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და მეორეა მსაჯის მოსყიდვა. დარწმუნებული ვარ, ეს არასდროს მომხდარა.
“რეალ მადრიდთან” თამაში ძალიან ინტენსიური და საინტერესო იყო, რომელიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. “ელ კლასიკოს” მოგებამ ლა ლიგაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვცა, თუმცა ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ჩემპიონატის მოსაგებად ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.
ჩავის მოსვლის შემდეგ გუნდმა ძალიან მოუმატა. ის ამ მომენტისთვის დიდხანს ემზადებოდა. ჩავის მკაფიო იდეები აქვს, იცის, რა უნდა გააკეთოს, მას კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს “ბარსას” მწვრთნელობა.
ჩემი მომავალი? ამ ეტაპზე საკუთარ თავს ფეხბურთელად ვხედავ, თუმცა ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთ დღესაც მწვრთნელობას ვისურვებდი.




Akademiashi aris ukve markesi da chveni legenda kacia,tan mshvenieri mwvrtnwlia. Dzaan qveda asakobrivebs tu chaibarebs es ar vici.shtabshi misvla kide xo…
ეს ნამდვილად კარგ თაობას მოამზადებს ლა მასიაში.
მოდით რაა, ბარსას აკადემია ჩაიბარე, გაზარდე ლომები. ლა მასიას თაობა ხართ.