ბარსელონა ხელფასების შემცირებას იწყებს

ბარსელონა ხელფასების შემცირებას იწყებს

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” სერხიო ბუსკეტსის, უსმან დემბელეს, ალეხანდრო ბალდესა და ინიაკი პენიას კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

სერხიო ბუსკეტსი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას სანაკრებო პაუზის შემდეგ მიიღებს. “ბარსა” მას 1+1-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით €3.5 მილიონს სთავაზობს.

კატალონიური კლუბი უსმან დემბელეს გარემოცვასთან მოლაპარაკებებს ბუსკეტსის მომავლის გარკვევისთანავე დაიწყებს. ფრანგის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2024 წელს იწურება და “ბლაუგრანას” გასულ ზაფხულში განვითარებული მოვლენების გამეორება არ სურს. “ბარსას” უსმანთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობის დაწყება მალე უნდა, მაგრამ FFP საქმეს ართულებს. 

ალექს ბალდე ხელშეკრულებას 2027 წლამდე გაახანგრძლივებს და ანაზღაურებაც გაეზრდება. ერთადერთი დაბრკოლება FFP-Ს წესებია, რომელიც ფეხბურთელის პირველ გუნდში დარეგისტრირებას ხელს უშლის.

ინიაკი პენიასთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ შეჩერდა. მხარეები 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა იმის გამო, რომ ჩავი კოპა დელ რეიზეც ტერ შტეგენს აყენებს, ახალგაზრდა მეკარეს ეჭვები გაუჩნდა. ამასთან, მას “ბეტისისგან” შემოთავაზება აქვს.

კატალონიური პრესის ცნობით, იმისთვის, რომ “ბარსელონამ” ახალწვეულებისა და ახალი კონტრაქტების დარეგისტრირება შეძლოს, ივლისამდე სახელფასო ფონდის €200 მილიონით შემცირება მოუწევს. ჟოან ლაპორტა გეგმავს, ეს კიდევ ერთი ფინანსური ბერკეტის გააქტიურების გარეშე მოხდეს – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც კლუბი ხელფასების შემცირებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. 

“ბარსელონამ” კლუბის ყველა განყოფილებასა და გუნდში აუდიტი ჩაატარა. ხელფასების შემცირება მათზეც იმოქმედებს. ამ მომენტისთვის, დადასტურებულია, რომ საკალათბურთო გუნდის წევრებს ანაზღაურება მოაკლდებათ.

კატალონიური გრანდს ზაფხულში რონალდ არაუხოს, სერჟი რობერტოსა და მარკოს ალონსოს ახალი კონტრაქტების დარეგისტრირება სურს. გარდა ამისა, გუნდს სერხიო ბუსკეტსისა და ალექს ბალდეს ხელშეკრულებების რეგისტრაციაც მოუწევს, თუ მათთან შეთანხმება გაოფიციალურდება. 

“ბარსა” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რომელიმე ფეხბურთელთან გამომშვიდობებასაც არ გამორიცხავს. ერთ-ერთი კანდიდატი ჟორდი ალბაა, რომელსაც კლუბმა მომავალ სეზონში €38 მილიონი (გადავადებული ხელფასის ჩათვლით) უნდა გადაუხადოს. 

“ბარსელონამ” იცის, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვაც მოუწევს, რათა სახელფასო ფონდი შეამციროს. გუნდიდან წასვლის ყველაზე დიდი შანსი ანსუ ფატის აქვს, რომელსაც ჟორჟე მენდეში სხვა კლუბებს სთავაზობს. 

გარდა ამისა, კატალონიური კლუბი ხელფასის შემცირების თაობაზე ფრენკი დე იონგთან და/ან ტერ შტეგენთან მოლაპარაკებების დაწყებასაც აპირებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    22 მარ 2023, 21:17

    ციტატა: me da barca
    ასე გუნდს ვერ შეეწყოს ტყლორესის გარდა სხვა არ მეგულება. ბრაზი მახრჩობს, რაში გადაყარეს ამხელა თანხა, რომელიც ჯერ გადახდილიც არაა. უკან, რომ წაათრიოს სიტიმ არა?


    ძლივს მოიცილა პეპმა და ეხლა უკან წაიყვანს? პეპს კაბინეტზე გამოკრული ქონია განცხადება როგოც ჩვენ ბაზრობებზე აქვთ: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება!

  • Don_Andresito
    22 მარ 2023, 11:23

    ფრენკიმ დააყენოს და დაიკლოს, შტეგოც დაიკლებს, ბუსი თუ 3,5 დათანხმდა იდეალური. რობერტო კაპიმებზე თამაშიბს. ალბამაც იგივე უნდა გააკეთოს ან წავიდეს. ფატი ტორესი რო გაიყიდოს და გაიჯარებულები უნდა გვეყოს. იქნებ აღარ მოგვიწიოს ძირითადიდან არავის გაყიდვა

  • me da barca
    22 მარ 2023, 11:04

    ასე გუნდს ვერ შეეწყოს ტყლორესის გარდა სხვა არ მეგულება. ბრაზი მახრჩობს, რაში გადაყარეს ამხელა თანხა, რომელიც ჯერ გადახდილიც არაა. უკან, რომ წაათრიოს სიტიმ არა?

  • Rick Sanchez
    21 მარ 2023, 23:15

    ტორესი, ფატი, ალბა, პენია და გაიჯარებული ხალხი გაყიდონ. წესით საკმარისი იქნება.

  • alwaysculerr
    21 მარ 2023, 23:14

    შტეგო კი დაიკლებს კაპიტანია ბოლო ბოლო და დე იონგზე არვიცი, წინაზე მაგრად გაა*რაკა დაკლებაზე

  • JustBarcaLover
    21 მარ 2023, 22:58

    ვინც არ დაიკლოს მაგას მოუ…