workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანკ კესიე – ელ პრეზიდენტე იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე

ფრანკ კესიე – ელ პრეზიდენტე იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე

ფრანკ კესიე “ბარსელონას” სათამაშო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სულ უფრო და უფრო ხდება, მისი აღნიშვნა კი კლუბის ერთ-ერთ სიმბოლოდ გვევლინება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კოტ-დ’ივუარელმა “რეალ მადრიდს” კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაუტანა. 

“ბარსაში” გამოსვლის შემდეგ კესიე გუნდში ადგილს ნელ-ნელა იმკვიდრებს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ის ყველაზე გამოყენებად მოთამაშეებს შორის მე-19 პოზიციაზე იყო, მაგრამ მუნდიალის შემდეგ მე-12 ადგილამდე ავიდა.

ჩავი ფრანკს 90 წუთით იშვიათად ათამაშებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან 1 მატჩის გარდა მონაწილეობა ყველაში მიიღო და შვიდჯერ სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა. ამაზე მეტი მხოლოდ რაფინიამ ითამაშა, რომელსაც 1 შეხვედრაც არ გამოუტოვებია.

პედრის ტრავმამ, რა თქმა უნდა, კესიეს ხელი შეუწყო, რაც აფრიკელმა გამოიყენა და იმედი არ გაუცრუებია.

“ასეთი შრომის გამო ის სამაგალითო ფეხბურთელი და პიროვნებაა. როცა ფრანკი მოედანზე შედის, გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება”, – განაცხადა ჩავი ერნანდესმა “ელ კლასიკოს” შემდეგ.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც პედრის არყოფნით სარგებლობს, სერჟი რობერტოა, რომელმაც “რეალ მადრიდს” ასევე გაუტანა. “ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, სასტარტოში რობერტო დამეყენებინა თუ კესიე. საბოლოოდ, ორივემ გაიტანა”, – ესეც ჩავის სიტყვებია.

კოტ-დ’ივუარელი “რეალ მადრიდთან” მატჩში მოედანზე 77-ე წუთზე გამოვიდა და “ელ კლასიკოს” გმირი გახდა. აღსანიშნავია, რომ მისი გოლი ლა ლიგის ეგიდით “ბარსელონას” მიერ “კამპ ნოუზე” გატანილი მე-3000 ბურთი იყო.

“ეს აუხსნელი გრძნობაა. უბედნიერესი ვარ, რომ 95 000 ქომაგის თვალწინ გავიტანე. არ მჯერა”, – თქვა კესიემ მატჩის შემდეგ. 

ეს კი, ასევე “რეალ მადრიდთან” კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გასულ ერთადერთ გოლში მონაწილეობიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ მოხდა. აღნიშნულ შეხვედრაში კესიეს დარტყმა ტიბო კურტუამ მოიგერია, მაგრამ ასხლეტილი ბურთი ედერ მილიტაოს მოხვდა და კარში შევარდა.

ჟესტი, რომელსაც კესიე მამამისს უძღვნის, “ელ კლასიკომდე” ორჯერ ვიხილეთ – ჩემპიონთა ლიგაზე “პლზენთან” და კოპა დელ რეიზე “სეუტასთან”. 3 გოლთან ერთად მის ანგარიშზე ამდენივე ასისტია.

ახლა კესიე იმაზე მეტად “ელ პრეზიდენტეა”, ვიდრე ოდესმე ყოფილა…

[fcbarcelona.com]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • isakichi
    schedule 23 მარ 2023, 04:03

    ციტატა: nika 54

    ციტატა: isakichi
    გინდ ასე თქვით გინდა ისე,გოლიც როცა არ გაქონდა ამ კაცს მაინც ქმნიდა მოედანზე თვალშისაცემ განსხვავებას,შრომისმოყვარე ფეხბურთელია,ბუნებრივი ჯანიც ხელს უწყობს,ორთაბრძოლებში ართმევაზე საიმედოა,პასიც კარგი აქვს,დრიბლინგიც,რაც მთავარია კაცი მოედნის ყველგანაა მოედნის ცენტრში,ინი ხავი ბუსის ფაბრეგასის დროს ასეთი სტილის ფეხბურთელები არ ყოლია ბარსას მარა ერთი ორი ასეთი ფეხბურთელი დღეს აუცილებელია გუნდში,კეიტა ვიდალი გაიხსენეთ,მე პირადად კესიეს სასტარტოდან დავაწყებიებდიყველაზე მთავარი დამავიწყდა,არ მიყვარს ყურებჩამოყრილი და უჟილკო ფეხბურთელები,კლასი და სხვა დანარჩენი რომც არ ქონდეს ფეხბურთელს მარტო ზემოთ თქმულის გამო დავაფასებ,კესიე მატადორია

    ესპანურად ტორეადორი.

    კიი მეგობარო,ტორეადორი იყოს ;))))

  • nika 54
    schedule 22 მარ 2023, 21:40

    ციტატა: isakichi
    გინდ ასე თქვით გინდა ისე,გოლიც როცა არ გაქონდა ამ კაცს მაინც ქმნიდა მოედანზე თვალშისაცემ განსხვავებას,შრომისმოყვარე ფეხბურთელია,ბუნებრივი ჯანიც ხელს უწყობს,ორთაბრძოლებში ართმევაზე საიმედოა,პასიც კარგი აქვს,დრიბლინგიც,რაც მთავარია კაცი მოედნის ყველგანაა მოედნის ცენტრში,ინი ხავი ბუსის ფაბრეგასის დროს ასეთი სტილის ფეხბურთელები არ ყოლია ბარსას მარა ერთი ორი ასეთი ფეხბურთელი დღეს აუცილებელია გუნდში,კეიტა ვიდალი გაიხსენეთ,მე პირადად კესიეს სასტარტოდან დავაწყებიებდიყველაზე მთავარი დამავიწყდა,არ მიყვარს ყურებჩამოყრილი და უჟილკო ფეხბურთელები,კლასი და სხვა დანარჩენი რომც არ ქონდეს ფეხბურთელს მარტო ზემოთ თქმულის გამო დავაფასებ,კესიე მატადორია

    ესპანურად ტორეადორი.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 22 მარ 2023, 14:33

    Magari kacia es. Ar aris gasayidi,tu rame saswauli moxda da shevinarchunet da sxvebic davimatet xo kai,tu wra da kak minimum 30-40 milionad unda gayshvan.

  • Don_Andresito
    schedule 22 მარ 2023, 11:08

    მაინც დიდი წუნი აქვს როცა ძირითადშია, ტოპ გუნდებთან და პრესინგის დროს უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება. რობერტო იმიტო არჩია ჩავიმ. მარა უმატებს და შეიძლება ტოპ დონეს მიაღწიოს თუ არ გაუშვეს.

  • me da barca
    schedule 22 მარ 2023, 10:44

    გამოდის, რომ ამ გამარჯვებისთვის მადლობა პედრის უნდა გადავუხადოთ, ტრავმა, რომ მიიღო.

  • Rick Sanchez
    schedule 21 მარ 2023, 23:08

    ნამდვილად სასარგებლოა ასეთი კაცი სკამზე, არანაირად არ არის გასაყიდი

  • isakichi
    schedule 21 მარ 2023, 21:27