workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი რეალ მადრიდთან მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე, ლა ლიგის 26-ე ტურში “ბარსელონა” “რეალ მადრიდს” უმასპინძლებს.

ჩავი ერნანდესმა “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენი მიზანი თამაშში დომინირებაა, რაც თითქმის ყოველთვის გამოგვდის. ბოლო “ელ კლასიკო” გამონაკლისი იყო. გვინდა, ამჯერად ბურთი უფრო ხშირად ვაკონტროლოთ და დაახლოებით ისე ვითამაშოთ, როგორც სუპერ თასის ფინალში.

პედრი გუშინ ტკივილმა შეაწუხა და ამიტომ გამოგვაკლდა. თუ 100%-ით ჯანმრთელი არ ხარ, სჯობს, არ ითამაშო.

ხვალ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ამით არაფერი დასრულდება. ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ “რეალ მადრიდისთვის” მარცხი დიდი დარტყმა იქნება.
არაუხო ძლიერი და სწრაფია და მეტოქის მოქმედებას გრძნობს. ის ლიდერია. რონალდი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია.
პედრის გარეშე “რეალ მადრიდზე” დომინირება შეგვიძლია.
მე ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. ვეთანხმები ლაპორტას სიტყვებს, რომ “ბარსას” დესტაბილიზაციის კამპანიაა აგორებული, მაგრამ სხვა დეტალებზე საუბარი არ მსურს.
ვბრაზდები, როდესაც ბურთს არ ვაკონტროლებთ, მაგრამ ვფიქრობ, თავს კარგად ვიცავთ. მთელი გუნდი დარბის და შრომობს, თუმცა მირჩევნია, ბურთს ჩვენ ვფლობდეთ.
რაფინია განსკუთრებით მომწონს. მან იცის, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას. მან გამორჩეული პიროვნული თვისებები აჩვენა. რაფინიას გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
ნეგრეირას საქმეზე არ გვისაუბრია. მატჩისთვის ჩვეულებრივად მოვემზადეთ. 
ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში კუნდე და არაუხო გვყავს, რადგან ორივეს სხვადასხვა პოზიციებზე თამაში შეუძლია.
არ მაინტერესებს ხალხი რას იტყვის, რადგან ვიცი, რომ ჩვენ მიერ მოგებული ყველა ტიტული სავსებით ლეგალური იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 19 მარ 2023, 15:35

    ძალიან უნდა მოინდომონ, დადონ უნდა თავი. არაფრით წაგება არ გვაწყობს რეალი სულ გაგიჟდება და მერე ჩვენც უნდა რისკით ვითამაშოთ ყველა დარჩენილი შეხვედრა.

  • rivaldo80
    schedule 18 მარ 2023, 23:34

    ხვალ ძალიან თავს გაიგიჟებს რეალი მთავარია ტრავმების გარეშე და ფრეც კაი შედეგი იქნება.

  • Don_Andresito
    schedule 18 მარ 2023, 22:28

    ციტატა: Madona
    გამარჯობა მეგობრებო😇💛♥️.სილქის არხები როგორ ჩავრთო სმარტ ტელევიზორში ხომ ვერ მასწავლით? მადლობა წინასწარ ყველას💜🧡


    უნდა დარეგისტრირდე. დარეგისტრირების მერე მოგეცემა კოდი რომელსაც გამოიყენებ ფულის ჩარიცხვისას. ინტ ბანკით ჩვეულებრივად ვიხდიდი მაგ კოდით 3 ლარს. და არხებიც ეგრევე ირთვებოდა

  • Gigazakaradze
    schedule 18 მარ 2023, 22:02

    რთული თამაში იქნება წარმატებები ბიჭებს ღმერთით მოვიგებთ ❤💙

  • Madona
    schedule 18 მარ 2023, 21:46

    გამარჯობა მეგობრებო😇💛♥️.სილქის არხები როგორ ჩავრთო სმარტ ტელევიზორში ხომ ვერ მასწავლით? მადლობა წინასწარ ყველას💜🧡

  • La Pulga10
    schedule 18 მარ 2023, 21:16

    ესეც რეალის მხერხავი გაიჩითა :დდდ ხვალაც უნდა მოვიგოთ და ვაფშე ავუხუროთ ტაკოები

  • JustBarcaLover
    schedule 18 მარ 2023, 19:27

    გოლი გავიტანოთ და მერე კაი ატლეტიკო ვითამაშოთ :დდ ვინისიუს რათქმაუნდა ჯიბეში ჩაისვამს არაუხო და მორჩა საჯარიმოში ფეხსაც ვერ დადგამენ ეგენი

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 18 მარ 2023, 19:23

    ციტატა: I N I E S T A 8

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Mtavaria ar wavagot. Nichiitac laliga 99%it chvenia. Tu moviget xo saertod .


    დაცვა ხოდზე თუ იქნენა წესით უნდა გავაძვრინოთ ერთი ბურთი .ერე ხავიმ იცის როგორ მოკლას თამაში მის საყვარელ ანგარშიზე😀1-0


    Pirvel tu shevugdet chveni tamashia. Mere gaxsnan unda tamashi da egeba mivayolot

  • nikusha
    schedule 18 მარ 2023, 19:21

    ტერ შტეგენი
    არაუხო-კუნდე-კრისტესტენი-ბალდე
    კესიე-ბუსკეტსი-დე იონგი
    რაფინია-ლევანდოვსკი-გავი

  • I N I E S T A 8
    schedule 18 მარ 2023, 18:46

    ციტატა: ♠️Spookyfy♠️
    Mtavaria ar wavagot. Nichiitac laliga 99%it chvenia. Tu moviget xo saertod .


    დაცვა ხოდზე თუ იქნენა წესით უნდა გავაძვრინოთ ერთი ბურთი .ერე ხავიმ იცის როგორ მოკლას თამაში მის საყვარელ ანგარშიზე😀1-0

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 18 მარ 2023, 18:12

    Mtavaria ar wavagot. Nichiitac laliga 99%it chvenia. Tu moviget xo saertod .