“ბარსელონამ” ლა ლიგის 25-ე ტურში, “სან მამესზე” ბილბაოს “ატლეტიკს” 1-0 მოუგო.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა: სერხიო ბუსკეტსის გენიალური პაუზისა და ასისტის შემდეგ რაფინია ბელოლიმ მარჯვენა ფეხით ხულენ აგირესაბალას კარი აიღო.
მეორე ნახევარში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს. აღსანიშნავია ალექს ბალდეს შესანიშნავი თამაშისა და ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის თავით დარტყმა, რომელიც მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
რამდენიმე შანსი მიიღო “ბილბაომაც”, თუმცა ტერ შტეგენი და მცველები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. 87-ე წუთზე ინიაკი უილიამსმა გატანა მოახერხა, მაგრამ იკერ მუნიაინის მხრიდან მანამდე ხელით თამაშის გამო გოლი გაუქმდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დასახელდა.
საბოლოოდ, “ბარსამ” აქტივში კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა. კატალონიურ კლუბს 65 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “რეალ მადრიდს” 9 ქულით უსწრებს.
იმედია რაღაცას მოიფიქრებენ ზაფხულში, ასე გოლის გატანა და მერე არუხოს და შტეგენის იმედზე ბურთის გორაობა შორს ვერ წაგვიყვანს. შეტევას უნდა მიხედვა.
90 წუთის განმავლობაში: 1 გოლი, 3 ვითომ მომენტი, უაზრო ბურთის გორაობა პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში ყველა დაცვაში და მაინც ტერ შტეგენის გადასარჩენია გუნდი.
Msn91011, გეთანხმები ასეთი ფეხბურთი ბარსას სტილისგან ძან შორსაა ყურებაც არ მოგინდება ისეთ საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ დღეს ტერშტეგენმა მოიგო ეს თამაში წარმოიდგინეთ ბარსაზე შემტევ გუნდზე რომ ვიტყვი ამას, ლიგაზე ფიქრიც ზედმეტია გუნდის 70პროცენტი გასაშვებია და ფიზიკური მომზადების მწვრთნელიც, ბარსა იტალიურ კატენაჩოზე გადავიდა ცუდია რომ ძველი ბარსას აღარაფერი დარჩა.
ესეც სამი ქულა, არადა ერთი ქულის აღებაც არ იყო ურიგო!..სულ ბეწვის ხიდზე გავდივართ!
მოგება გასაგებია სასიხარულოა მაგრამ რავიცი ამ თამაშით აპირებს ჩავი ზოგადად რაიმე დიდი წარმატების მიღწევას? დღეს რეალურად გუნდს არ დაუმსახურია მოგება და არ არის პირველი შემთხვევა 1-0 ების დროს როცა ესე ხდება და აშკარად იღბალი თუ რა დავარქვათ მაგის ხარჯზე ვიგებთ ხოლმე ესეთ თამაშებს. შედეგი შედეგია მარა ესეთი სცენარი ჩემთვის კარგზე არაფერზე მეტყველებს რაც შეეხება ლევანდოვსკის ამ ტაქტიკაში 0 ია ტიპი თვითონ ვერ შექმნის ვერაფერს ჭირდება გუნდი რომელიც მოამარაგებს მომენტებიც და ეს გაიტანს სხვა შემთხვევაში არაფერია ლევანდოვსკისფან ეხლა ბაიერნში ექნებოდა 25+ გოლი ლიგაში
შტეგენ წადიო ბევრმა როცა არ მისდიოდა კარგად თამაში და რავიცი აბა… ახლა რას იტყვით. კაცმა ისეთი ქამბექი გააკეთა ამ სეზონში და ისეთი ქულები მოუპოვა ბარსას ყველა ფეხბურთელმა ტრაკი უნდა უკოცნოს. რამდენი 1-0 აქვს გუნდს მოგებული და ეგ ვისი დამსახურებაა ნეტა? მარტო დაცვაო რომ იძახით არაა ეგრე.