Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულში 4 პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. კლუბს მარჯვენა მცველის, ცენტრალური მცველის, ნახევარმცველისა და შემტევის შეძენა სურს.
კატალონიური გრანდი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ხუან ფოიტისა და ტომას მუნიეს კანდიდატურას განიხილავს; ცენტრში “ბარსას” ევან ნ’დიკასა და ინიგო მარტინესის ვარიანტი აქვს, მაგრამ ასევე ემერიკ ლაპორტი შესთავაზეს; ნახევარდაცვაში სასურველი მოთამაშეები ბერნარდუ სილვა და მარტინ სუბიმენდი არიან, მაგრამ ილქაი გიუნდოგანიც ხელმისაწვდომია; შეტევაში კი ვიტორ როკე სერიოზული შესაძლებლობაა, თუმცა კლუბს მარკუს ტურამი შესთავაზეს და ზაფხულში ეზ აბდეც დაბრუნდება.
ყველაფრის მიუხედავად, Mundo Deportivo-ს ცნობით, უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში “ბარსელონას” პრიორიტეტი ფეხბურთელთა ახალი კონტრაქტების დარეგისტრირება იქნება. კლუბს პირველ რიგში რონალდ არაუხოს, მარკოს ალონსოსა და სერჟი რობერტოს რეგისტრაციის მოგვარება სურს.
გარდა ამისა, “ბარსას”, შესაძლოა, გავის საკითხზე ზრუნვაც მოუწიოს. ის უკვე დარეგისტრირებულია, მაგრამ ლა ლიგამ აღნიშნული საქმე გაასაჩივრა და ჯერ არავინ იცის, რა მოხდება.
თუ ლა ლიგის სარჩელს უარით გაისტუმრებენ, “ბარსელონას” არაფრის გაკეთება მოუხდება. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, მაშინ კატალონიელებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებათ, რომ ლიმიტს მოერგონ.
ძაან ყელში ამოვიდა ტებასის ახირებები უკვე
მარტო ესპანეთშია ყველაზე…. წესები და მაგიტომ აი წარმოდიგინე ესპანეთის ფედერაცია დაკომპლექტებულია 4 რეგიონით ახლა აზე ხარ იქ რა ხდება? ცალკე ბასკები ცალკე ანდალუსიელები ცალკე კატალონიელები და ცალკე მადრიდელები. როგორ გინდა აქ საღი აზრი და გადაწყვეტილება მიიღო? ამ რეგიონების გარდა შიდა ამბებიცაა უაზროდ, აგერ ბეტისი სევილიის წარმომადგენლები როგორ გგონია 1 აზრზე იქნება ან სოსიედადი ბილბაო? ან თუნდაც რეალი ატლეტიკო ან ესპანიოლი ბარსელონა??? ამიტომაც არის ასე საშინლად 🙂 ასევე ესპანური მთავრობა აიღე ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა გინდა ფინა ნსური კუთხით და გინდა საგადასახადო კუთხით . ყველაზე ყველაზე მეტი კორუფცია არის ევროპული ქვეყნებიდან ესპანეთში
ეგ გასაგებია მარა მაინც არ ხსნის ტებასის ქმედებების ფაქტს. ეგენი რო ერთმანეთს ერჩიან ფაქტია, წლებია ეგრეა მარა მაგას ხელი არ შეუშლია იმისთვის რო 2008-9 წლებიდან ლა ლიგა ყველაფერზე მაღლა მდგარიყო. რეალი ბარსას პალაჟენია გაგრძელდა წლები. რეალის ახლაც გრძელდება. უბრალოდ ტებასი რასაც აკეთებს ახლა ბარსას ურტყამს და მომავალში რეალსაც დაარტყამს თუ ასე გაგრძელდა. აი თითქმის დარწმუნებული ვარ რო შეიხების მოსყიდულია, რეალურად სიტი პსჟ ეს საქმეს აკეთებს, თავი რო არ დაიწვას იმათ ლანძღავს მარა ფაქტი ისაა რო მესი თავისი ხელით გადასცა პსჟ ეს. დაჟე მბაპეს რეალში გადმოსვლის შანსი რო 100% მდე გაზრდილიყო შეიძლება რამე მოეფიქრებინა იმისთვის რო რეალს ვერ დაერეგისტრირებინა. პერესის მონაა მარა მაგრად მგონია რო შეიხების ფულის კანალზე ზის. შეხედეთ რას გვიშვება პრეამიერ ლიგა, ნოტინგემი(ახლახანს გადმოსული ქვედა ლიგიდან) საუთჰემპტონი ასტონ ვილა, ეს ის გუნდებია რომლებსაც შეუძლია მთელი სევილია ატლეტიკო ან ვილიარეალი იყიდონ, მაგათი მწვრთნელები იყიდონ, აგერ ბოლოს ევერტონმა გაგვისუხარა მთელი ხლამი, დინი მინა, რამხელა ფულები გადაიხადეს, მანჩესტერი კიდე რეალს უღებს აბაროტს, ჯერ ვარანი წაგლიჯეს, კაზე წაიყვანეს, ვალვერდეში იხდიდნენ 100 და ახლა კამავინგაში 120-ს. არც რეგისტრიაციის პრობლემა აქვთ და არც რაიმე სისულელე სანქცია ეხებათ. აგერ სიტის ვერ მოჭამეს ვერაფერი. ჩვენ კიდე ხან ფიფა გვადებს ბანს და ახლა ეს ტებასი გვარბევს.
წერენ დან*რეული აქვსო ტებასს, ლა ლიგა ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში არისო, ცვც და კიდე რამდენიმე კომპანია მაგის გამო კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს ლა ლიგასთან
Dedistyvna gamougeblad
მოკლედ აღარ ჩაძაღლდა ეს ბებერი, ცხენისთავა? არ წაიღო ტვინი და ნერვები. როდის მოვისვენებთ, მარტო ესპანეთში რატოა ამდენი ტვინის მბურღავი სპორტულ-საფინანსო ორგანიზაცია რა უბედურებაა.
ტებასს რააა?!