workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და ბილბაოსთან სასტარტოში იქნება

ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და ბილბაოსთან სასტარტოში იქნება

Sport-ის ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და “ბილბაოსთან” მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, პოლონელს მოედანზე უკვე 90 წუთის გატარებაც შეუძლია. მას “ალმერიასთან” შეხვედრის შემდეგ არ უთამაშია და აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს ტრავმა არ ჰქონდა, მაგრამ რისკის თავიდან ასაცილებლად დასვენება აუცილებელი იყო.

ლევანდოვსკი საკუთარ სხეულს კარგად იცნობს, რის გამოც დაბრუნების ზუსტი დრო წინასწარ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თუმცა ცხადი იყო, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელებოდა.

რობერტის გარეშე “ბარსელონამ” 2 მატჩი ჩაატარა – კოპა დელ რეის ნახევარფინალში “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ და ლა ლიგაში “ვალენიასთან”. გუნდმა ორივე მათგანი 1-0 მოიგო და ნათელია, რომ მთავარი ბომბარდირის გარეშე შეტევითმა პოტენციალმა იკლო.

ლევანდოვსკი გუნდს მნიშვნელოვან დროს უბრუნდება. “სან მამესზე” მოგების შემთხვევაში “ბარსელონა” მადრიდში 9-ქულიანი სხვაობით ჩავა და “ელ კლასიკოში” რაც არ უნდა მოხდეს, ჩავის შეგირდებს მაინც სოლიდური უპირატესობა ექნებათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 09 მარ 2023, 14:31

    [u]ლევანდოვსკი გუნდს მნიშვნელოვან დროს უბრუნდება. "სან მამესზე" მოგების შემთხვევაში "ბარსელონა" მადრიდში 9-ქულიანი სხვაობით ჩავა და "ელ კლასიკოში" რაც არ უნდა მოხდეს, ჩავის შეგირდებს მაინც სოლიდური უპირატესობა ექნებათ.[/u
    ვერ გავიგე რომელ მადრიდულ კლასიკოზეა ლაპარაკი? კლასიკო ბარსელონაში არ არის? თანაც ორივე დარჩენილი.

  • Rick Sanchez
    schedule 08 მარ 2023, 23:24

    როგორც იქნა,თორემ აუტანელია ფერანის ყურება ფორვარდის პოზიციაზე