workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ვიტორ როკეს ტრანსფერს უახლოვდება

ბარსელონა ვიტორ როკეს ტრანსფერს უახლოვდება

“ბარსელონა” ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის, ვიტორ როკეს ტრანსფერს მიუახლოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo ავრცელებს.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით “ბარსელონა” და “ატლეტიკო პარანაენსე” ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბრაზილიურ კლუბში ნელ-ნელა ეგუებიან, რომ ვიტორ როკე “ბლაუგრანაში” ითამაშებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ფეხბურთელის სურვილია.

“ბარსელონაში” ხვდებიან, რომ ვიტორ როკეს ტრანსფერისთვის წინასწარ განსაზღვრული 25 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება. კატალონიელები მზად არიან, ბონუსების ჩათვლით ფეხბურთელში 40 მილიონზე მეტი გადაიხადონ. “ატლეტიკო პარანაენსე” კი მზადყოფნას გამოთქვამს, ტრანსფერი “ბარსასთვის” უფრო მოქნილი გახადოს, მაგალითად შეამციროს ფიქსირებული თანხა, ან დათანხმდეს ფეხბურთელის იჯარით გაშვებას 2024 წელს მისი გამოსყიდვის დათქმით.

ვიტორ როკე 18 წლის ცენტრფორვარდია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. “ბარსელონა” მასში რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ხედავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • Rick Sanchez
    schedule 07 მარ 2023, 19:12

    40 მილიონი ამაში? რავიცი რავიცი

  • nika 54
    schedule 07 მარ 2023, 13:42

    ეს ახალი ნეიმარია თუ რონალდინიო? ყველაფერი გამოდგომაზეა და ისეთი დრო დადგა ფეხბურთელებსაც შეეხოთ უკვე ეგ თემა.

  • tbilisi
    schedule 07 მარ 2023, 12:57

    ვინც განათხოვრებულია იქიდან მხოლოდ ნიკოს დაბრუნებაზე თუ იფიქრებს კაცი დანარჩენი არცერთი არ არის ბარსას დონის და ვერც გახდება კოჭებში ეტყობათ, დიდად არც ნიკოს იმედი მაქვს სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ სადაც რობერტო იყო ამდენი წელი ბარსაში მაგედან გამომდინარე შეიძლება ნიკოც გამოდგეს. თორე აბდე ვერასდროს გახდება დიდი ფეხბურთელი, რაღაცას ფაფხურობს თავჩაღუნული, ეგრე ვთამაშობდით 70 წლებში ქუჩაში. smile მწვრთნელთან ეგრე რომ გეთამაშა ეგრევე სასტვენს ჩაგიკაკუნებდა თავში "თავი ასწიეო" smile

  • La Pulga10
    schedule 07 მარ 2023, 10:43

    ციტატა: Tomasa
    ლევანდოვსკი არ უნდა ეყიდათ რა კაროჩე.იმას არ ვიძახი რი არ გამოგვადგა მარამ ასაკშია უკვე და ესეთ დროს სამომავლო გეგმებზე როცა გაქ აქცენტი არ ღირს ისეთი ფეხბურთელის ყიდვა ვისაც ვეღარ გაყიდი მომგებიანად. კაროჩე ბარტომეომ ძაან არია გუნდი რა და ესენი კი ცდილობენ მაგრამ ვერ ალაგებენ.


    რა არ უნდა გვეყიდა ეგ რომ არ გვყავდეს 10 ადგილზეც არ ვიქნებოდით. ალვარესი და როკე თუ მოიყვანეს იმდენს ისწავლიან ლევანდოვსკიგან,რომ ტოპ სტრაიკერები დადგებიან.

  • Tomasa
    schedule 07 მარ 2023, 09:09

    ლევანდოვსკი არ უნდა ეყიდათ რა კაროჩე.იმას არ ვიძახი რი არ გამოგვადგა მარამ ასაკშია უკვე და ესეთ დროს სამომავლო გეგმებზე როცა გაქ აქცენტი არ ღირს ისეთი ფეხბურთელის ყიდვა ვისაც ვეღარ გაყიდი მომგებიანად. კაროჩე ბარტომეომ ძაან არია გუნდი რა და ესენი კი ცდილობენ მაგრამ ვერ ალაგებენ.

  • JustBarcaLover
    schedule 07 მარ 2023, 08:20

    ციტატა: nikusha
    კარასკო და ეს უნდა მოვიდნენ, აბდე დაბრუნდეს და ნუ კოლიადოც სკამისთვის, ხოლო ფერანი და ფატი წავიდნენ


    რაფინია და ფატია გასაყრელი კიდე ტორესისგან თუ გამოვა რამე ზამენაზე მაინც გვეყოლება ეგ ჩემაალა

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 07 მარ 2023, 03:14

    Xo nu driblingi ragac saswauli awvso ara,mara arc isea ar aqvs an cudi aqvso ro tqva. Dartyma dzaan kai aw,aiswrafe dzaan kaia aq,satamasho aspeqtshi kide modzravi bichia dzaan. Simaglec ro tqva kai aqvso ara. Aq mokled plusebi da minusebi. Alvaresis moyvana me bevrad mirchevnia rad unda ori azri,tu orives moiyvanen vafshe kmayofili viqnebodi. Plus erti marcxena wingeri. Iq dembelea,iq levanaa,iq akademiis wingerebi da kai sheteva gveyoleboda momaval wels

  • Pirat❤️💙
    schedule 07 მარ 2023, 01:20

    ამის რა ვიდეოებზეც ნაყურები მაქვს სუას ვამსგავსებ მე მოძრავი ფორვარდია არც დრიბლინგის და კაცის მოტყუების ეშინია და რაც მთავარია კაი ფინიშინგი აქვს

  • ani-messi-goat
    schedule 07 მარ 2023, 01:15

    ახლა ვნახე ამის ვიდეო და მბაპეს გავს :დ

  • I N I E S T A 8
    schedule 07 მარ 2023, 01:12

    ციტატა: Berlinetta♥
    ჩემ აზრზე ვრჩები, არ მომწონს ეს ბიჭი, აგუეროსავით კია მარა ნეიმარივით მარტივად ეცემა


    ყველაზე კარგი ვარიანტი ხულიან ალვარესია🙃

  • Berlinetta♥
    schedule 07 მარ 2023, 00:18

    ჩემ აზრზე ვრჩები, არ მომწონს ეს ბიჭი, აგუეროსავით კია მარა ნეიმარივით მარტივად ეცემა

  • nikusha
    schedule 07 მარ 2023, 00:06

    კარასკო და ეს უნდა მოვიდნენ, აბდე დაბრუნდეს და ნუ კოლიადოც სკამისთვის, ხოლო ფერანი და ფატი წავიდნენ

  • Clever liar
    schedule 07 მარ 2023, 00:00

    ურუგვაელ ცივსისხლიან ფორვარდებს კი გავს იუნიორრბში, მაგრამ ბრაზილიელს არანაირად, თითქმის არა აქვს დრიბლინგი..

  • Wtf man1
    schedule 06 მარ 2023, 23:56

    მოიყვანონ იქნებ გაამართლოს და მართლა წლები არ გვექნება საზრუნავი ფორვარდზე