ინიაკი პენია ბარსელონადან წასვლაზე დაფიქრდა

ინიაკი პენია ბარსელონადან წასვლაზე დაფიქრდა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინიაკი პენიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელშეკრულების 2026 წლამდე გაფორმებაზე მასთან შეთანხმდება არსებობდა, ახალგაზრდა მეკარე “ბარსადან” წასვლაზე დაფიქრდა.

პენია ფიქრობს, რომ “ბარსელონაში” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ფაქტორის გამო სათამაშო დროის მიღება ძალიან რთული იქნება, რის გამოც გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

MD-ს თანახმად, ინიაკის სიტუაციას “ბეტისი” აკვირდება, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვა კატალონიურ კლუბში დარჩენას არ გამორიცხავს.

პენიას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და თუ მასთან შეთანხმება ვერ შედგება, 23 წლის მეკარე ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 26 თებ 2023, 18:36

    პატარა კი უნდა მოითმინოს, რავიცი ბარსაში მე-2 ნომრობას ბეტისში სავარაუდოდ გარანტირებული ადგილი ურჩევნია.

  • DesmondHume
    schedule 25 თებ 2023, 17:11

    ტენასი არანაკლებია, უფრო ახალგაზრდაც. ცოდოა ესეც სკამისთვის და გაუშვან მაშინ

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 25 თებ 2023, 16:53

    Sanamde unda moitminos tore ki,shtegeni kai xans dziritadis mekarea,ufasod dakargva texavs da gauxangrdzlivon da gayiyon,tenasic magari bichia

  • La Pulga10
    schedule 25 თებ 2023, 16:36

    როდის გინდა ათამაშო.თასზე რეალს ვხვდებით და ვარიანტი არაა ამის დაყენება.ლა ლიგაშიც დასაკარგი ქულები არ გვაქს.მოთმინება უნდა გამოიჩინოს სხვა გზა არაა.