workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკიმ ანსუ ფატის მატჩის შემდეგ პასუხი მოსთხოვა

რობერტ ლევანდოვსკიმ ანსუ ფატის მატჩის შემდეგ პასუხი მოსთხოვა

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში რობერტ ლევანდოვსკი ანსუ ფატიზე ძალიან გაბრაზდა.

საქმე ისაა, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე ლევანდოვსკის ფერან ტორესის ჩაწოდების შემდეგ ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ მის წინ მდგომმა ფატიმ ბურთზე თამაში გადაწყვიტა და პოლონელს ხელი შეუშალა.

წყაროს ცნობით, მატჩის შემდეგ, გასახდელ ოთახში რობერტმა ანსუს პასუხი მოსთხოვა, რადგან მსგავსი შემთხვევა პირველად არ მომხდარა, და უთხრა, რომ უფრო ყურადღებით იყოს.

გამეორებისას ჩანს, რომ გაფუჭებული მომენტის შემდეგ ლევანდოვსკიმ თავი ვერ გააკონტროლა და ფატის ხელიც კი ჩაარტყა.

ანსუმ რობერტს უთხრა, რომ ის ვერ დიანახა და ფიქრობდა, რომ დასარტყმელად კარგ პოზიციაში იყო. თუმცა, აღიარა, რომ მისი მცდელობა ცუდი გამოდგა.

მიგელის თქმით, ლევანდოვსკი ფერან ტორესთანაც მივიდა და მისი ჟესტები აუხსნა, რომლებითაც ჩაწოდებას მოითხოვს ხოლმე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • Bequsha904
    schedule 26 თებ 2023, 15:28

    ლევან ❤️

  • nika 54
    schedule 25 თებ 2023, 13:51

    ციტატა: cezo45
    მესის შემცვლელი 10 ნომერი:)) მესის გზას ვერა მაგრამ ბოიან კრკიჩის გზას კი მიუყვება ეს ბიჭი ნელანელა


    მე მგონი კრკიჩის დონესაც ვერ მიაღწევს.

  • M10 S9 D11
    schedule 25 თებ 2023, 11:32

    თავიდან ააცალა ბურთი ლევას 90%-ი გოლი იქნებოდა მთალდ 100%-ი პროცენტით რო არ შევაფასოთ

  • KING_BARCA
    schedule 25 თებ 2023, 03:48

    10 ნომრიანი მაისურის მორგება ადვილია, მაგრამ სად ფატი, და სად 10 ნომრიანი მაისური, და სად ბარსელონა, ფერნან ტორესს რაუნდა ბარსელონაში? რაფინიას რაუნდა ბარსელონაში და კიდე არიან ბლომად, პედრი და გავი კარგები არიან, მაგრამ ჩაყლაპავენ ისე როგორც დაგიბარებიათ, ძალიან კარგები არ არიან ესენი, წავა რა ფეხბურთელები ყავს ბარსელონას….

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 25 თებ 2023, 01:22

    Ragacnairad moedanze araswor jestad mechvena amis xelis chartyma,tvininac karga qaqs chams kai xania,mara psychologiuri momentia da vegar motoka tavi ra. Fatis kide dedas shvc ro meramdened iset adgilas ichiteba gvazianebs.

  • La Pulga10
    schedule 24 თებ 2023, 22:32

    ფატის ფეხბურთელობა დამთავრდა

  • Don_Andresito
    schedule 24 თებ 2023, 20:40

    ორივე ერთად არ ხართ საშუალო დონე ამ ეტაპზე. რა მომენტიც ქონდა ხო გამოიყენა რა

  • CuleTillIDie
    schedule 24 თებ 2023, 19:50

    კაით რაა კაით რა, წელს ვიტყვით ჯერ 20 წლისააო, დავტოვებთ, წელიწადში 14 მილიონს მიიღებს, ჩაიკუკავს, გულისამაჩუყებელ სიტყვებს იტყვის, მერე ვიტყვით მერე რა ჯერ 21 წლისაა ყველაფერი წინააო და ასე გაგრძელდება ამის ამბავი სანამ არ შეგვრჩება. რა ეტყობა თამაშის გაუმჯობესების აი მართლა? დაჟე სეზონის დასაწყისში უკეთესი იყო

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 24 თებ 2023, 19:29

    ფატი ძაან გად@იჯვა თავზე, ზაფხულში ფატისაც და ლევანასაც ორივეს გავყიდდი და წესიერ ფორვარდს და გარემარბს მოვიყვანდი, ყელშია ამოსული უკვე ამათი ღკეობების ყურება, სუას მერე წესიერი ფორვარდი არ გვეღირსა, 35 წლის რონალდუ ვეღარ თამაშობს ევროპის დონეს და ლევანა იმასთან ჭიჭეიშვილია

  • rivaldo80
    schedule 24 თებ 2023, 19:24

    ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს ფატისაც და ტორესაც ტირესი კიდე რაღაცას ცდილობს ფატი აჭრილია მაგრამ ნუ გავიწყდებათ 20 წლისა ჯერ.

  • C.PC5
    schedule 24 თებ 2023, 19:20

    თამაშშივე შევამჩნიე ეგ მომენტი და არ მესიამოვნა ლევანდოვსკის საქციელი, მიუხედავად იმისა რო ადრეც იყო ზუსტად ეგეთი შემთხვევა. ფატის ინერტულობას მაგით მოეპოვება ახსნაც, იცის ხელს უშლის უმეტესწილად დანარჩენებს და ვეღარც ბედავს თამაშს, თორე ფიზიკურად ამაზე უკეთ არ ყოფილა ჯერ. ძაან ცუდია და ახლა კიდე უფრო გამოჩნდა რომ ჩავის ჯერ კიდე ბევრი აქვს ცალკეულ ფეხბურთელებთან სამუშაო, ბარსამ გაუშვას ფატიო იძახიან მარა მე ვფიქრობ ფატი წავა თვითონ, ორი ლომის ამბავია, ვინც მოიგებს ის რჩება ხროვაში, ლევანა იასნია ნებისმიერ შემთხვევაში დაჩაგრავს ფატიმას ერთად თამაშისას, მარა მაგის გამო უნდა გაწირონ ფატი? ლევანდოვსკის მაქსიმუმ ორი სეზონი დარჩა მაღალ დონეზე და მორჩა, მითუმეტეს ისედაც არაა დიდი თამაშების იგროკი, ფატი კიდე თუ შეძლეს და ჩააყენეს ისევ ფორმაში არავინ იცის რეები შეიძლება ჩაიდინოს ( ამას კარგი თავლსაზრისით ვამბობ ). გამოჩენისას ფატი არც გავიზე და არც ბალდეზე ნაკლები ტალანტი არ ყოფილა, შეიძლება მეტიც ისეთი ფეხბურთელების ამოგდება შეძლო რაღაც მომენტში ძირითადიდან. მოკლედ ჩავიმ რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაოს ფატისთან, ახლა სჭირდება მწვრთნელისგან გამხნევება და სწორი რჩევები, ცალკე მიცეს თამაშები სადაც დადგება თავის პოზიციაზე და არ ლევანდოვსკისთან ერთად სადაც კიდე უფრო მეტად იკარგება, არც 5-10წუთების მიცემაა საკმარისი, უბრალოდ უნდა მოინდომონ და აყვება ეგ ბიჭიც ტემპს. ლევანდოვსკიმ კიდე ნერვის მოთოკვა ისწავლოს ჯობია, უაზროდ მიღებული წითლები, უაზრო ხელის გაშლები და თანაგუნდელისთვის ხელის კვრას შეეშვას ურჩევნია, აღარაა საათივით აწყობილ ბაიერნში, იცოდა სადაც მოდიოდა და რისთვისაც მოყავდათ, კაია გოლები მარა რაც არ მომწონს უნდა ვთქვა და ნუ გამომიხტებით დასაცავად ტყუილად. თუ იმაზე გექნებათ პრეტენზია რომ იმ მომენტში გაათანაბრებდა ლევანდოვსკიო, გაათანაბრებდა ხოარ მოიგებდა?! დამატებითებში ფიზიკურად ისევ მანიუ აჯობებდათ და აზრი? ტყუილად დაიღლებოდნენ.

  • cezo45
    schedule 24 თებ 2023, 19:12

    მესის შემცვლელი 10 ნომერი:)) მესის გზას ვერა მაგრამ ბოიან კრკიჩის გზას კი მიუყვება ეს ბიჭი ნელანელა

  • Gio Baxturidze
    schedule 24 თებ 2023, 18:43

    ex esac darcha marad perspeqtivul fexburtelad

  • DesmondHume
    schedule 24 თებ 2023, 18:39

    ძაან აჭრილია ფატი.. ვაბშე ამოვარდნილია საერთო სურათიდან. არ ვიცი როგორ მაგრამ იმედია რამენაირად ეშველება მაგ ბიჭს. ძაან ისეთი თემაა მაგრამ აქ რო ხელი არ შეეშალა თავისუფლად შეიძლებოდა 2-2 გამხდარიყო